x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134705
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
ლონდონელების 9 მოდური ხრიკი, რომელთა წყალობით ავდარშიც ბრწყინავენ
ლონდონი მსოფლიო მოდის ოთხი დედაქალაქიდან ერთ–ერთი და ბევრი დიდებული დიზაინერის დაბადების ადგილია. ადგილობრივებიც უნაკლო ურბანულ სტილს გვაჩვენებენ.


image

მათი სტილი ეფუძნება რამდენიმე პრინციპს, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევთ საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, თუნდაც უამინდობის დროს.


1. ირჩევენ ნაცრისფერ საგარეო ტანსაცმელს

image


კლასიკური საგარეო ტანსაცმელი აქტუალობას არ კარგავს. ახლა ლონდონელების ცხელი ტრენდი გახდა. ადგილობრივები ირჩევენ ნაცრისფერ მოდელებს, ლაკონურ სტილს არასტანდარტული კომბინაციით აახლებენ. მაგალითად, ეფექტური ფეხსაცმლით.



2. ირჩევენ მუქ ჯინსს

image

ბევრი ადგილობრივი ქალი, როგორც სხვა ქალები მთელ მსოფლიოში, ღია ჯინსს სიამოვნებით იცვამს, თუმცა ბოლო დროს მათ გარდერობში მუქი ჯინსი ლიდერობს. მისი დახმარებით ბრიტანელები სტილს ხიბლს და ელეგანტურობას მატებენ. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ლონდონში მუქი ფერი ყოველთვის გონივრულია.



3. იცვამენ კუბოკრულ მინი ქვედაბოლოს

image

მინი ქვედაბოლო მოდის სამყაროში ტრიუმფალურად ბრუნდება. ლონდონის მაცხოვრებლები ექსპერიმენტებს ატარებენ ფასონის ვარიანტებით, თან კუბოკრული ქსოვილის ქვედაბოლოს ირჩევენ. ეს ლონდონის ახალი ტრენდია. სიმბოლურია, რადგან მინი ქვედაბოლო ლონდონში, 1960-იან წლებში გამოიგონეს და ბრიტანელი დიზაინერის, მერი ქუანტის წყალობით პოპულარული გახდა.



4. იყენებენ სლინგის ჩანთას და ზურგჩანთას

image

ადგილობრივ ქალებს უყვართ, როცა ხელები თავისუფალია, ამიტომ ჩვეულებრივ ქალის ჩანთას ხშირად ცვლიან ზურგჩანთით ან განსაკუთრებით აქტუალური ვარიანტით – სლინგის ჩანთით. ასეთი აქსესუარი ინგლისელის იმიჯს თანამედროვეს ხდის.



5. უყვართ ველვეტის ნივთები

image

ლონდონის ქუჩებში სულ უფრო ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ველვეტის ტანსაცმელი. თუ ამ ქალაქის სტილის მორგება გსურთ, გარდერობს ველვეტის ნივთები შემატეთ. მაგალითად, ველვეტის ქურთუკი ან შარვალი.



6. გაურბიან სპორტულ ფეხსაცმელს

image

ლონდონელები კლასიკურ ფეხსაცმელს უპირატესობას ანიჭებენ. ჩვეულებრივ, ესაა ჩელსის ბათინკა ან მოდური ჩექმა მუხლს ზემოთ. თბილ სეზონზე ბალერინა ფეხსაცმელი, რომელიც კაბას შეგიძლიათ შეუხამოთ, ან ფეხსაცმელი ტანგეტაზე. ბოტასის არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ მოდურ ვარიანტებს და არა სავარჯიშო მოდელებს.



7. იყენებენ მრავალფენიანობას ტანსაცმელში

image

ინგლისელი მოდის მიმდევრები ხშირად იყენებენ მრავალფენიანობას ტანსაცმელში და თვლიან, რომ ეს არა მხოლოდ მოსახერხებელია, არამედ სტილს ალამაზებს. ასეთი ხრიკით ყოველდღიურ სამოსს მარტივად გარდაქმნიან საღამოს სამოსად, რომელიც შეეფერება ადგილობრივ კლიმატს და სტილის გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ.


8. აფასებენ ვიტანჟურ ნივთებს

image

ლონდონელი ქალები თვლიან, რომ მოდური ვინტაჟური ნივთები ახალზე ცუდი არაა. ასეთი ნივთები ვინტაჟურ მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ. ამ ხრიკის გამოსაყენებლად აუცილებელი არაა მეორადების მაღაზიაში გაიქცეთ, ზოგჯერ რამდენიმე რეტრო სტილის აქსესუარი საკმარისია.


9. გარდერობში ბევრ ფერს არ ურევენ

image

ბევრი ადგილობრივი ნეიტრალური ფერის ტანსაცმელს ირჩევს. ხშირად სტილის აწყობისას იცავენ წესს „მაქსიმუმ სამი ფერი“. ფერადი პრინტების ნაცვლად ირჩევენ ზოლებს და პატარა ფერადი დეტალით სტილის განახლება არ აშინებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 13 რამ, რასაც მშვიდად ვიცვამთ, ნამდვილი ფრანგი ქალები – არასოდეს

2. მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ

3. დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს

4. 10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო

5. 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კლასიკურ საქორწილო კაბაზე უარი თქვეს და არ წააგეს

6. 42 წლის ბიონსე: გრემის 32 ჯილდოს რეკორდსმენის ყველაზე თამამი კოსტიუმები

7. 17 ვარსკვლავი, რომლებმაც საცვალი ტანსაცმლის ქვეშ არ დამალეს, არამედ იმიჯში ოსტატურად ჩასვეს

8. 30 მტკიცებულება, რომ მოდის ინდუსტრიის ყველაზე ექსცენტრიული სამოსი ბუნებით იყო შთაგონებული

9. ვარსკვლავების 19 წყვილი, რომლებიც საჯაროდ ერთი და იმავე ჩაცმულობაში გამოჩნდნენ და მოდური ბრძოლა დაიწყეს

10. 15 შემთხვევა, როცა ვარსკვლავების ჩაცმულობა ოპტიკური ილუზიით თვალების სრესვას გვაიძულებს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
349
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
349