x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი რუსი ბლოგერი, კასკადიორი და ექსტრემალი სპორცმენი მეოთხე სართულიდან გადავარდა "ნივით"

image
ექსტრემალ სპორცმენებს "გამჩენი, რომ არ ასვენებთ" ცნობილი ფაქტია. ცნობილმა რუსმა ბლოგერმა, კასკადიორმა და ექსტრემალმა ევგენი ჩებოტარიოვმა ამჯერად 94-ე სახიფათო "ტრიუკის" მოამზადა თანაშემწეებთან ერთად, მაღალი გამავლობის რუსული მსუბუქი მანქანა "ნივა" ამწით აიტანეს ოთხსართულიანი შენობის სახურავზე, გააკეთეს დასაშვები და ასახტომი ტრაპები, რის შემდეგაც ექსტრემალმა სცადა ერთი შენობიდან საკმაოდ დაშორებული, ასევე ოთხსართულიანი შენობის სახურავზე გადამხტარიყო, თუმცა მანქანის ძრავის სიმძიმემ გადასძალა და "ნივა" საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა შენობის კედელთან შეჯახების შემდეგ.

მანქანა რასაც ჰქვია დაილეწა, მაგრამ ექსტრემალმა შესძლო საკუთარი ფეხით გადმოსულიყო რკინის გროვადან.


"კარგა გვარიანად ვარ დაჟეჟილი, მაგრამ ამ ილეთს ისევ გავიმეორებ"-განუცხადა ილეთის გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტებს ბლოგერმა.


ილეთის ჩავარდნა პირველი არაა ევგენი ჩებოტარიოვის ექსტრემალურ მოღვაწეობაში, ადრე მდინარეზე გერმანული ბრენდის მანქანით გადახტომისას, დამცავი საშუალებების ქონის მიუხედავად მან ხერხემლის რამდენიმე მალა მოიტეხა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კი რამდენიმე წარმატებული წარმოდგენა აჩვენა გულშემატკივრებს და საზოგადოებას.

ვიდეო, სადაც ევგენიმ ხერხემალი დაიზიანა.



ეს კი "ნივით" გადახტომის და ჩამოვარდნის ვიდეო.





0
325
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
325