x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
"თბილისში ქორვაჭრული ბიზნესია და არარეალურად ძვირი ფასებია" – თამარ ივერი
image

.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ფასებთან დაკავშირებულ მორიგ პოსტს ავრცელებს, ის ქართულმა ფასებმა კიდევ ერთხელ აღაშფოთა. მეცო სოპრანო გაკვირვებულია იაპონური სამზარეულოს თბილისური ფასებით და წერს, რომ რასაც აქ დელიკატესად თვლიან, იაპონიაში ის ჩვეულებრივ დესერტად ითვლება, საკმაოდ იაფი ღირს და იგივე დესერტს საქართველოში ბომონდური ფასები ადევს.

.

„თვალში მომხვდა ეს გვერდი ფეისბუკზე და ხალხს კომენტარებში წერენ ერთი ცალი მოჩი 6 ლარიო...


.

დიახ, 1 ცალი 6 ლარი!!! და ვერ ხვდებიან რომ ეს ფასი ამ პატარა პინკ პონკის ბურთისხელა დესერტისთვის არარეალურად ძვირია? მთელი ცხოვრება იაპონიაში დავდივარ და მოჩი ჩვეულებრივ იაფ დესერტად ითვლება და არა დელიკატესად და ფუფუნების საგნად. ამაზონზე მაინც შევიდნენ დალოცვილები, თავად იაპონიაში დამზადებული მოჩის 10-12 ცალიანი ბომბონიერები 2-3 ევრო ღირს. კარგი იქნება საკუთარ თავში ჩაიხედონ. აქვთ კი საქართველოში ადამიანებს იმის ფუფუნება ერთი ბეწო რაღაც მათთვის უცნობ დესერტში 1 ცალში 6 ლარი გადაიხადონ? თან, ცოტა რომ გესიამოვნოს, ერთი 3-5 ცალი მაინც უნდა ჭამო სხვადასხვა შიგთავსით. ჰა და ჰა 2-3 ლარზე მეტი არ უნდა დაადონ 1 ცალზე თუ მაინცდამაინც.

.

მოკლედ, წარმატებებს ვუსურვებ მხოლოდ VIP ხალხზე გათვლილ ქორვაჭრულ "ბიზნესში" - წერს თამარ ივერი.

1
438
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
438
  
2023, 19 სექტემბერი, 8:08
კვების ობიექტი მათია,მოჩიც მათია და ფასსაც ისინი ადგენენ,არ მოგწონს და გაიარე. ჯერ ერთი,რატომ უნდა შეხვიდე და მიირთვა ეს ძაღლის განავალი,თან 6 ლარი გადაიხადო? გაიარეთ ქალაქში,ეგეთს უფასოდ ნახავთ და ფულსაც დაზოგავთ. არანაირი ქორვაჭრული ბიზნესი,ხამებს ღლიტავენ და სწორსაც აკეთებენ,არიქა ფული ვიშოვე და ბაყაყის ხაშლამა უნდა ვჭამოო,ხოდა ახდევინებენ ბევრს,რაც სამართლიანი მგონია. რა გაგვიჭირდა ასეთი ქართველებს,საკვების მრავალფეროვნება მაინც გვაქს,რაც გინდა გადაირტყი ჟანგიან ყბაში,რა ჭირათ გინდათ გველის მწვადი და ვირთხის ჩაქაფული?
0 1 1