x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ წყნარი ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ოქროს კვერცხის საიდუმლო
image

ცოტა ხნის წინ ღრმა ზღვის რობოტმა ალასკას სანაპიროზე ჩამქრალი ვულკანის ფერდობები გამოიკვლია. მისი კამერებიდან გადაღებული სურათი პირდაპირ ეთერში გავიდა. მისიას აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებდა. ამრიგად, რაც შემდეგ მოხდა, ათიათასობით ადამიანმა ნახა.



ღრმა წყლის სიმღვრივესა და სიმწვანეს შორის უცებ რაღაც გაბრწყინდა. ეს იყო კვერცხი, რომელიც თითქოს ოქროსგან იყო დამზადებული! თითქოს გაცოცხლდა ზღაპარი კაშჩეის უკვდავის შესახებ. ეს არტეფაქტია? იქნებ ჩვენ წავაწყდით ატლანტიდის ნაშთებს? ან იქნებ უცხოპლანეტელის არსებაა და ცოცხალია?



მეცნიერებმა პირში ოკეანის წყალიც ჩაიგუბეს, იმიტო, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა იყო.

რობოტს აქვს ზუსტი„ხელები“, მან მაშინვე მიიღო მიახლოების და შესწავლის ბრძანება. თუმცა, ჯობდა არ მიახლოვებოდა. "კვერცხი" გაიხსნა. თითქოს ვიღაც ცდილობდა გასვლას, მაგრამ ვერ შეძლო. ან...იქნებ შეეძლო? უამრავმა ბლოგერმა, ვინც მაუწყებლობას უყურებდა, კვერცხის ბინადარს სწრაფად უწოდა უცხოპლანეტელი.




ალბათ ოკეანეში ყველაფერი ლორწოვანია. რობოტი აწარმოებს რაიმე სახის ნიმუშების აღებას და საგულდაგულოდ კოლბებში ლუქავს, შემდეგ იწევა ზევით. თუმცა, ამ შემთხვევაში მთლიანი კვერცხი ძალიან დიდი აღმოჩნდა რობოტისთვის, მხოლოდ ფრაგმენტების აღება შეძლეს.



დასავლელმა მეცნიერებმა წამოაყენეს მთელი რიგი ვარაუდები. ზოგი ამბობს, რომ ეს კვერცხის ნაჭუჭია. სხვები ამბობენ, რომ ეს ზღვის ღრუბელია. ზღვის ღრუბლები შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. მაგრამ ყველა ეს კითხვა არ არის სრულყოფილი და რადგან ზუსტად არავინ არაფერი იცის.



ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი ჟურავლევი ამბობს, რომ საქმე ძალიან საინტერესოა! მთავარი არის ის, რომ ყველაფერი ჩამქრალ ვულკანთან მოხდა და ამაშია ზუსტად საქმე, ამბობს მეცნიერი.



- "კვერცხი გავს ნაჭუჭს, რომელიც აგებულია პირიტისგან ან გრიგიტისგან. ეს არის რკინის სულფიდები, რომლებსაც აქვთ ოქროს ბრწყინვალება. ვულკანების მახლობლად, სადაც არის წყალბადის სულფიდი და გახსნილი რკინა, ცხოველები, მაგალითად, ლოკოკინები, კალციუმის კარბონატების ნაცვლად ქმნიან საფარს ამ მინერალებისგან, თქვა ანდრეი ჟურავლევმა.


სინამდვილეში, პირიტს (რკინისა და გოგირდის ნაერთი) აქვს დამახასიათებელი "ოქროსფერი" ფერი და ბზინვარებაც კი. ასე რომ, ეს ბუნებრივი რამ არის და ძალიან უძველესი.

მაგრამ დანარჩენი მაინც ვარაუდია. რა არსება გამოვიდა კვერცხიდან, ან იქნებ კვერცხი პრეისტორიულმა მტაცებლებმა დადეს? რა არის აბრეშუმისებრი ნივთიერება შიგნით?ეს ყველაფერი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.


0
415
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0