x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508985
უცნობი ჯეკ ლონდონი - 14 ფოტო, რომლებიც 2010 წლამდე საიდუმლოდ ინახებოდა
სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიკურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს, სხვადასხვა დარგებს და ა.შ.




image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.







ზოგჯერ, ერთი კონკრეტული ფოტო უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ოქრო, მაგრამ საინსტერესოა, როგორი უნდა იყოს ის რომ ასეთი ძვირფასი მეტალის ფასი გადაწონოს? არაფერი ჯადოსნობა, უბრალოდ ფოტოგრაფმა ძალიან უნდა მოინდომოს ან ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ საჭირო დროსა და მომენტში აღბეჭდოს ის განუმეორებელი და წარმოუდგენელი მომენტი. მარტივი სათქმელია, მაგრამ შესრულება ძნელი.





უმეტესი ჩვენგანისთვის სახელი ჯეკ ლონდონი დაკავშირებულია სათავგადასავლო ისტორიებთან. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მწერალს, ლიტერატურის გარდა, სხვა გატაცება ჰქონდა - ფოტოგრაფია. ძირითადი საქმიანობიდან თავისუფალ დროს უამრავ სურათს იღებდა. მისი ფოტოების გმირები იყვნენ მაწანწალები, სტუდენტები, ჯარისკაცები და რიგითი გამვლელები.


ზოგადად, მწერლის კოლექცია 12 ათასზე მეტ ფოტოს მოიცავს, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელი დარჩა, სანამ ავტორის 200 ნამუშევრის კრებული არ გამოვიდა რამდენიმე წლის წინ.


ახლა ჩვენ შეგვიძლია აღფრთოვანებული ვიყოთ არა მხოლოდ ჯეკ ლონდონის მწერლობის ნიჭით, არამედ მისი ფოტოგრაფიითაც.



უცნობი ჯეკ ლონდონი - 14 ფოტო, რომლებიც 2010 წლამდე საიდუმლოდ ინახებოდა


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
608
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0