x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134692
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508906
დაავადებების 90%-ს სტრესი იწვევს!
სტრესი, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. მისი დაკვირვებით, ცოცხალი ორგანიზმი გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს განსაზღვრული რეაქციით ეპასუხება და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოერგოს მათ. 1936 წელს ჟურნალ “Nature-ში” სელიემ გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია “ადაპტაციური სინდრომის” შესახებ. სწორედ ეს პუბლიკაცია მიიჩნევა სტრესის შესწავლის პირველ მცდელობად.



ტერმინი ინგლისური წარმოშობისაა. ინგლისურ ენაში სიტყვა სტრესი - წნეხს, ზეწოლას ნიშნავს. ეს ტერმინი სელიემ გეოლოგიიდან ისესხა. გეოლოგები ასე აღნიშნავენ დაძაბულობას დედამიწის პლასტებს შორის. ბიოლოგიასა და მედიცინაში კი “სტრესი” ორგანიზმის დაძაბულობას გამოხატავს. ამ ტერმინს შეხვდებით მეცნიერების არაერთ დარგში, მათ შორის – სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში, ამიტომ ზუსტად უნდა განისაზღვროს მისი მნიშვნელობა.


ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში სელიემ შეამჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ გარეგან გამღიზიანებელზე ერთნაირი პირველადი რეაქციით – ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრესი უნდა გავიგოთ როგორც უბრალო ემოციური ან ნერვული დაძაბულობა (მიუხედავად იმისა, რომ ერთიცა და მეორეც, სტრესია). ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს ორგანიზმის არასპეციფიკურ (ე.ი. სხვადასხვა გამაღიზიანებლის პასუხად – ერთსა და იმავე) რეაქციას გარემო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტირებაა საჭირო.



სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება.





image




ამინდის ცვლილებები, შემოდგომის განწყობა, ოჯახური უსიამოვნებები, პრობლემები სამსახურში - ეს ყველაფერი ხშირად აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.



სტრესის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, ყველა დაავადების 75-დან 90%-მდე გამოწვეულია სტრესით. სწორედ მათ გამო ჩნდება ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. სტრესი ასევე არღვევს გულის მუშაობას და იწვევს გულის შეტევას, ინფარქტს!



image


როგორც ექიმები აღნიშნავენ, სტრესის გაჩენა დიდწილად დამოკიდებულია ცხოვრების სტილის ერთფეროვნებაზე. მაგალითად, სამუშაო, სადაც ერთი დღე მეორის მსგავსია ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში და ასე რამდენიმე წელი ზედიზედ... მაგ, ერთ დღესაც ოფისში მივიდა კლერკი და ფურცლებს ეჩხუბებოდა; ან მასწავლებელი მივიდა სკოლაში - რამდენიმე 45 წუთიანი გაკვეთილი მოსწავლეებთან, რომლებსაც არ ესმით საგანი და საღამოს - მზადება ახალი გაკვეთილებისთვის... ამანაც გამოიწვია სტრესი.


თუმცა, ექიმების თქმით, შესვენების დროს საკუთარი თავისთვის მცირე მედიტაციები უნდა მოაწყოთ.



image



არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა: ”თუ ადამიანს აქვს მჯდომარე სამუშაო, მაშინ სამუშაო დღის ბოლოს უკეთესია გარკვეული ხნით გაისეირნოს სუფთა ჰაერზე” - ამბობს ექიმი ვიქტორ კალუგინი. უკეთესი იქნებოდა, ან პარკი გქონდეთ, ან ქუჩა ლამაზი შენობებით, რათა თვალებმა სასიამოვნო ხედები დაინახოს – ეს ქვეცნობიერად დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხოლო ვინც ფიზიკურად იშრომა, რა თქმა უნდა, ჯობია მჯდომარე მდგომარეობაში დაისვენოს. მისთვის მნიშვნელოვანია ფილმის ყურება ან ისევ მედიტაცია.



0
76
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0