x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ჰიტლერის ლიკვიდაციის 2 გეგმა არსებობდა, მაგრამ სტალინმა ის "გადაარჩინა"

ჰიტლერზე თავდასხმის 40–მდე ფაქტია დაფიქსირებული. მაგრამ, მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 1944 წლის ივლისში იყო. მაშინ ფიურერი სიკვდილს, ნამდვილად რომ სასწაულმა გადაარჩინა. ეს ყველაფერი გერმანიაში მოხდა. მაგრამ მის ლიკვიდაციას საბჭოთა სპეცსამსახურებიც ცდილობდნენ.. მათ ჰიტლერზე თავდასხმის გეგმაც კი ჰქონდათ. მაგრამ, ბოლო მომენტში, სტალინმა გადაიფიქრა და ოპერაცია შეაჩერეს.


image


პირველი გეგმა, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა


პირველი გეგმის მთავარ შემსრულებლად ეროვნებით გერმანელი მუსიკოსი ლ. კნიპერი დაინიშნა, რომელიც 1922 წლიდან შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აგენტი იყო. მისი ღვიძლი და – მსახიობი ოლგა ჩეხოვა კი, 1920 წლიდან გერმანიაში ცხოვრობდა. ის იქ ნამდვილი კინოვარსკვლავი და მესამე რაიხის სახელმწიფო მსახიობი (წოდება 1936 წ. მიენიჭა) იყო. ჩეხოვა ხელისუფლების უმაღლეს წრეში ტრიალებდა და ჰიტლერსაც პირადად იცნობდა.

20–იან წლებში, მისი ძმაც ჩავიდა გერმანიაში და იქ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა. მან თავისი დაც ჩართო პოლიტიკურ საქმიანობაში. მართალია, ისინი სრულფასოვანი ჯაშუშები არ იყვნენ, მაგრამ შსს–ს კომისარიატის ზოგიერთ დავალებას ასრულებდნენ.

მოსკოვში, კნიპერის ფიურერზე თავდასხმის უზრუნველყოფისთვის, სამი დივერსიული ჯგუფი მოამზადეს. 1941 წლის ბოლოს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჰიტლერი სსრ კავშირიდ დაპყრობილ დედაქალაქში ჩავიდოდა... და რა თქმა უნდა ჩეხოვაც იქნებოდა ჰიტლერის სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. ის ძმას იმ ღონისძიებაზე მოხვედრაში დაეხმარებოდა, რომელსაც ჰიტლერიც დაესწრებოდა და...

თუმცა, ოპერაცია არ შესდგა: მოსკოვი მტერს არ დანებდა და ფიურერიც გადარჩა.


მეორე გეგმა, რომელიც სტალინმა შეაჩერა


1941-1942 წწ. ზამთარში, მეორე გეგმის რეალიზაციას შეუდგნენ. მისი შესრულება მოკრივე ი. მიკლაშევსკის დაევალა, რომელიც კარგად ფლობდა გერმანულ ენას. ომის დაწყებიდან, ის ლენინგრადის საჰაერო დაცვაში მსახურობდა. შემდეგ შსს–ს კომისარიატში გადაიყვანეს და დივერსანტების ჯგუფში ჩართეს.

ამ ოპერაციის განსახორციელებლად, მიკლაშევსკიზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ მისი ბიძა ვ. ბლუმენტალი 1941 წ. ნოემბერში გერმანელების მხარეს ნებაყოფლობით გადავიდა და მათთან დაიწყო თანამშრომლობა. ის პროფესიით მსახიობი იყო და სტალინის ხმის და საუბრის იმიტირება კარგად გამოსდიოდა. მისი დახმარებით გერმანელები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ საბჭოთა ტყვეებზე.

მიკლაშევსკიმ კი, 1942 წ. დეკემბერში, მას შემდეგ, რაც დივერსანტების კურსი გაიარა, თავი რენეგატად გამოაცხადა და გერმანელებს უთხრა, რომ ბიძასთან უნდოდა შეხვედრა, რომელიც ბერლინში ცხოვრობდა. მაგრამ, მას მაშინვე არ დაუჯერეს. ერთ-ერთი ტესტი იმიტირებული დახვრეტა იყო. თუმცა, ჯაშუშმა ყველაფერს გაუძლო და მას ბერლინში ჩასვლის უფლება მისცეს.

იქ მიკაშევსკი კრივის საჩვენებელ ბრძოლებში მონაწილეობდა. გაიცნო ოლგა ჩეხოვა, რომელმაც ის თეატრალურ საზოგადოებასთან დააახლოვა.. ხოლო, ჰიტლერი თეატრის დიდი მოყვარული იყო და დროდადრო სპექტაკლებს ესწრებოდა.

1943 წლის ზაფხულში მიკლაშევსკიმ მოსკოვს აცნობა, რომ მზად იყო ჰიტლერის ლიკვიდაციისთვის და რომ ზუსტად იცოდა, თუ როდის აპირებდა ჰიტლერი თეატრში მისვლას. ამის შესახებ, მაშინვე სტალინს მოახსენეს. მაგრამ, ბელადმა ბრძანა, რომ ჰიტლერს არ შეხებოდნენ...


რატომ «გადაარჩინა» სტალინმა ჰიტლერი?


1943 წლის ბოლოს, სტალინგრადის და კურსკის ბრძოლების შემდეგ, საერთაშორისო ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დასავლეთის მოკავშირეებისთვის, სსრ კავშირის პერსპექტივა, სულ უფრო ნათელი ხდებოდა: გერმანია ომს აგებდა, ახლო მომავალში, წითელი არმია ევროპაში შევიდოდა და ყველა ქვეყანაში, თავისი ხიშტებით, ბოლშევიზმს შეიტანდა.

ჰიტლერის ლიკვიდაციის შემდეგ, გერმანიის ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან, სეპარატისტული ზავის დადებას შეეცდებოდა. ამის შემდეგ, სსრ კავშირის ყოფილ მოკავშირეებს, მის წინააღმდეგ გამოსვლა, უკვე მესამე რაიხთან ერთად შეეძლოთ.

ფარული კონტაქტები გერმანელებსა და ბრიტანელებს შორის, რომელიც ფიურერის ზურგს უკან ხდებოდა, სტალინს აწუხებდა... მაგრამ, ვიდრე ჰიტლერი ხელისუფლებაში იყო, მათ რეალური შედეგების დადება არ შეეძლოთ.

1943 წ. ბოლოს, ნათელი გახდა: ჰიტლერს ვერმახტი და მესამე რაიხი კატასტროფამდე მიჰყავდა; ის შეურიგებელი იყო და არ უნდოდა რეალობის აღიარება. ამიტომ, სტალინმა ბრძანება გასცა, – ჰიტლერს არ უნდა შეხებოდნენ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* 4, თუ 90 ათასი წლის წინ? – როდის შეიქმნა ცივილიზაცია, რომელმაც პირამიდები ააშენა?

* ვინ იყო ჰიტლერის და II მსოფლიო ომის მთავარი სპონსორი?

* "ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა "სამი ვეშაპზე" დგას, სხვა ყველაფერი – მხოლოდ დანამატია"



0
490
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0