x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
სტალინი, ჰიტლერი, პუტინი – ევროპის უახლეს ისტორიაში, ყველა ომი მათი მიზეზით მოხდა

იყო, თუ არა შესაძლებელი, მის დაწყებამდე, მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება? რა ჩაიფიქრა სტალინმა 1939 წელს? – ამ კითხვებზე პასუხი, როგორიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ 1941 წლის 22 ივნის, გერმანია სსრ კავშირს თავს დაესხა. მანამდე კი, ამ ორ ქვეყანას შორის, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა... უფრო პირიქით, ჰიტლერი და სტალინი აქტიურად ურთიერთობდნენ და ევროპაზე საკუთარი კონტროლის დამყარებას გეგმავდნენ.* განსაკუტრებით მას შემდეგ, რაც 1939 წ. 23 აგვისტოს, ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მოლოტოვმა და რიბენტროპმა, საიდუმლო ვითარებაში, თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი.

ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ ჰიტლერს – სტალინისთვის, მინიმუმ, 6 წერილი მაინც ჰქონდა მიწერილი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წერილები, ისე პასუხის ასლები, რუსეთის საიდუმლო არქივებში ინახება დღემდე. ასე იყო, თუ ისე, ფაქტია, რომ ორმა, უბრალოდ, ევროპა გაიყო...


image


მოლოტოვის 1940 წ. 9 ნოემბრის ანგარიშში, სრულად იყო წარმოდგენილი სსრ კავშირის ინტერესთა სფეროში შემავალი ქვეყნების სია – დაწყებული ინდოეთიდან – შპიცბერგენით დამთავრებული. კრემლი სერიოზულად თვლიდა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იყო და ამასთან, პოლონეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი, მის ინტერესებში არ შედიოდა და შეეძლო ჰიტლერს "წაეღო". ამით საბჭოთა ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ნახევარი ევროპა გერმანიის კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა, მშვიდობის შენარჩუნების სანაცვლოდ, სტალინმა ჰიტლერისგან აღმოსავლეთ პოლონეთი, ვილნის რეგიონი და ბესარაბია მიიღო.

გერმანიასთან გარიგების მიუხედავად, სტალინი ჰიტლერისგან თავდასხმას მომავალში მაინც ელოდა. მაგრამ მაშინ, 40–იან წლებში, – არა! მესამე რაიხთან საიდუმლო ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტალინმა, თითქოს, ხანგრძლივ "თამაში" დაიწყო... და როდესაც, 1941 წლის 22 ივნისს, ფაშისტური გერმანია სსრ კავშირს თავს დაესხა, ვ. მოლოტოვი მოხსენებით გამოვიდა, რომელშიც საუბარი, გერმანია – სსრ კავშირის «მეგობრობაზე», უკვე აღარ იყო.

«ეს ომი, ჩვენ თავს არა გერმანელმა მუშებმა, გლეხებმა და ინტელიგენციამ, რომელთა ტანჯვა ჩვენთვის გასაგებია, არამედ, ქვეყნის ფაშისტურმა ხელმძღვანელობა მოგვახვია, რომელმაც საფრანგეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, დანი, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები დაიპყრო» – განაცხადა მან ურცხვად, თითქოს თავად არ მონაწილეობდა გერმანიასთან «გარიგების ოპერაციაში».

რუსული დიპლომატია, ძირითადად, ყოველთვის ცალმხრივი იყო. 2015 წლის დეკემბერში პუტინმა მოლოტოვის მსგავსი განცხადება გააკეთა, თურქეთთან და თურქ ხალხთან დაკავშირებით: «თურქი ხალხი მეგობრულია რუსეთის მიმართ. ჩვენ არ გვინდა ურთიერთობის გაწყვეტა თურქ ხალხთან. მაგრამ, რაც შეეხება თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას, – ამ ქვეყანაზე, მუდმივი არაფერია». იმავეს ამბობდა პუტინი ქართველებზე და საქართველოს ხელისუფლებაზე და უკრაინელებზე და უკრაინის ხელისუფლებაზე...

როგორც საბჭოთა, ისე რუსეთის ლიდერები, ხელისუფლებაში პროპაგანდის წყალობით მოვიდნენ, ისევე როგორც, გერმანიაში ფაშისტები, რომლის იდეოლოგია, ერთი ერის უპირატესობას აცხადებდა...

და ახლა, «პუტლერი» (პუტინი + ჰიტლერი) იმავეს აკეთებს უკრაინაში. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ამას ის პირველად არ აკეთებს: 1992 წლიდან რუსეთის სამხედროები დნესტრისპირეთში არიან; ჩეჩნეთმა – 1991-2009 წწ–ში, ორი დიდი ომი გადაიტანა; რუსეთ–საქართველოს ომი 2008 წელს; 2014 – 2021 წლების სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში და ფართომასშტაბიანი შეტევა 2022 წ.

მეორე მსოფლიო ომის ისტორია რთული და სავსეა საიდუმლოებით, სიცრუით და ალიანსებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა მისი პრევენცია, ფაქტია, რომ სტალინმა, საკუთარი ინტერესების გატარება გადაწყვიტა, სხვისი ინტერესების ხარჯზე – გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილმა თავდაუსხმელობის პაქტმა, ევროპის დაყოფა გამოიწვია და უამრავი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. ხოლო ჩვენ, ამ ქმედებების შედეგებს, დღესაც ვიმკით...

ხოლო, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვ. პუტინი საბჭოთა ბელადის ტრადიციას აგრძელებს. ის პროპაგანდის და სამხედრო ძალის გამოყენებით, რუსეთის გავლენას აფართოებს. ყირიმის ანექსიიდან – უკრაინაში მიმდინარე ომამდე, იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ მზად არის საკუთარი ინტერესები სხვის კეთილდღეობაზე მაღლა დააყენოს, განსაკუთრებით, საკუთარი ხალხის ინტერესებზე და სიცოცხლეზე მაღლა...


* საბჭოთა კავშირი II მსოფლიო ომის დროს, მხოლოდ აგრესიის მსხვერპლი კი არა, თავადვე იყო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადახედვის ინიციატორი. ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის აზრით, ის ევროპაში ანტიფაშისტური ოპერაციის დროსაც კი, ერთდროულად, გამათავისუფლებელიც იყო და ოკუპანტიც. თუმცა, ეს სამამულო ომის დასრულების შემდეგ იყო, მანამდე კი, იყო პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ფინეთი...

მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (გერმანია პოლონეთში 1 სექტემბერს შეიჭრა და სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება პოლონელებს დაპირა, რომ მათ იგივე შესაძლებლობები ექნებოდა, რაც «ინტერნაციონალური საბჭოთა ოჯახის» სხვა ხალხებს. თუმცა, რეალურად, სხვაგვარად მოხდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ჩემო გულითადო მეგობარო" – რას სწერდა ჰიტლერი სტალინს, სსრ კავშირზე თავდასხმის წინ

* „ნიჩბები გაქვთ? საფლავები გაითხარეთ!“ – უთხრა სტალინმა ჟუკოვს

* ადამიანები, რომლებიც არაორდინალურ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ (25 ფოტო)

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



3
206
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
206
  
2023, 5 სექტემბერი, 11:35
რაც მე მოვყევი,რა არის ტყუილი,რაზეც დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს? მგონი არაფერი და სად გამოიკვეთა მხოლოდ კოლექტიური პუტლერების ბრალეულობა მარტო? თან ყველაზე მთავარი,ყველა დიდი კოლონიზატორი რაც ისტორიას ახსოვს იყო ბრიტანეთი და ამაზე არავინ არ საუბრობთ. თუმცა პროპაგანდა ასეთი და ტვინის გამორეცხვის მეთოდი,აბრალე ყველაფერი სხვას და დარჩი ჩრდილში.

რაც შეეხება პუტინს,სსრკ დაუნგრიეს და თავიანთი აგენტურა დაუსვეს თითქმის ყველა წარმოქმნის დამოუკიდებელ სუბიექტებში.საქართველოდან დაწყებული უკრაინით დამთავრებული,ხოდა რას ელოდნენ? როცა ეს გააკეთეს,პიანი ელცინი იყო და ყველამ იცოდა,თუ რუსეთში მოვიდო ძლიერი ნებისყოფის პიროვნება,აუცილებლად იქნებოდა ომი და აგერ,ხომ მივიღეთ ომი. დაფიქრდით,ვინ გამოიწვია ეს ომი? რატომ უნდა იყოს ამერიკის აგენტურა საქართველოს მთავრობაში? ანდაც,რუსეთის აგენტურა კუბაზე ან ვენესუელაში? არც რუსეთის აგენტები უნდა იყვნენ არსად და არც ამერიკის,ვერ ისვენებენ და რას ელით სხვას. ხომ ქვია ქვეყანას საქართველო,ხოდა შეშვან,ყველამ თავისი გაქანებით იცხოვროს და იარსებოს.იყოს ვაჭრობა და მიმოსვლა,რა არ შეიძლება? თუმცა არა,უნდა აფათურონ ხელები და ეს იწვევს სწორედ ომებს.
2023, 5 სექტემბერი, 11:27
ყველასათვის ცნობილი იყო,რომ ჰიტლერი ომს დაიწყებდა,გასარკვევი იყო როდის მოხდებოდა ეს. დასავლეთის სახელმწიფოებმა წაუყრუეს ჰიტლერის ამ სვლას და აწყობდნენ ისე,რომ სსრკ უნდა დაჯახებოდა გერმანია. ამიტომ უტარებდნენ ბევრ რამეს გერმანიის მოკავშირე იაპონიას,როცა ის ჩინეთის მიწებზე შეიჭრა და ა.შ. ყველაფერი ისე მიდიოდა რო სსრკ და გერმანიას შორის ომი გარდაუვალი იყო,დასავლელი პოლიტიკოსები ხელბსაც იფშვნეტდნენ უკვე,ლუდი და პოპკორნი მომზადებული ქონდათ,თუმცა სტალინმა ივარგა და ჩალა გამოავლო,ომის სეანსი არ გავიდა და პოპკორნი დარჩა შეუჭმელი. აი,ამიტომ მოაწერეს ხელი თავდაუსხმელობის შეთანხმებას,რადგან ორივე მხარე მიხვდა,მათი ჩხუბით ვინ მოიგებდა ანუ ორი დასუსტდებოდა და მერე სათითაოდ მიიპყრობდა დასავლეთის სამეული. ამიტომ მწვანე აუნთო გერმანიას სსრკ და ისიც შევიდა პოლონეთში,ბრიტანეთს სილა გააწნა და დაელოდა პასუხს. გამოვიდა რო დასავლეთის სამეულის 2 ქვეყანა ომში ჩაერთნენ ისე რო არც გეგმავდნენ. ქე რო ლუდი და პოპკორნი ვახსენე,ლუდის ქილის ნაცვლად იარაღი დაიჭირეს ხელში. სსრკ იხეირა კიდეც,რაც ნახსენებიც არის სტატიაში. არსებობს ინფორმაცია რო სტალინისთვის მოულოდნელი იყო ჰიტლერის გადაწყვეტილება სსრკში შეჭრის თაობაზე,რადგან არ ელოდა თუ ჰიტლერი საფრანგეთის და ბრიტანეთის ბოლომდე დამარცხებამდე სსრკ დაარტყავდა,თუმცა დაარტყა და კარგი მელაც დაიჭირა. ანუ ომის თავიდან არიდება ყველას შეეძლო,თუმცა არცერთ მხარეს არ სურდა,უფრო სწორად ომი არ სურდათ თავისი ტერიტორიაზე და ომი ყველას უნდოდა. ამიტომ სიტუაცია დალაგდა ისე რო ყველა მხარე ჩაერთო ომში. ამერიკაც კი,რომელიც თავს არიდებდა ომში ჩართვას,დაუბომბეს ჰარბორი და ატეხეს ხოცვა.
2023, 5 სექტემბერი, 11:16
არ მინდა ცუდად გამოვიდეს,თუმცა საკმაოდ ცალმხრივი შეფასება და მასში იკვეთება სიძულვილი ერთი მხარი(კოლექტიური პუტლერები მიმართ),რაც შეფასებისთვის ცუდი ნიადაგია. სიყვარული და სიძულვილი ისეთი რამე რო ვერავის დაავალდებულებ უყვარდეთ თუ სძულდეთ,თუმცა როცა სტატიას აქვეყნებთ და თან მასწავლებელი ბრძანდებით,მსგავსი რამე არ უნდა დაგემართოთ. ასე მუშაობს პროპაგანდა მსოფლიოში,ჩაუბეჭდეს ადამიანებს ტვინებში რო ეს სამი არის კაცობრიობის მტრები,თუმცა არავინ ახსენებს დასავლელ პოლიტიკოსებს,რომლებმაც არა ნაკლები წვლილი შეიტანეს ადამიანთა ხოცვაში,რიგ შემთხევვებში მეტსაც აკეთებდნენ. როდესაც ვერსალში და ვაშინგტონში კონფერენციები მოეწყო,ერთა ლიგა შეიქმნა,მაშინვე ცნობილი იყო რო ომი იქნებოდა,რადგან რეალურად პირველმა მსოფლიო ომმა გამარჯვებული ესე უპირობოდ ვერ გამოავლინა,თუმცა სამთა კავშირი დაისაჯა და დაისაჯა სამაგალთოდ. გერმანელი ხალხის დიდი უმრავლესობა თვლიდა და სამართლიანადაც რო უსამართლოდ მოექცნენ,ამიტომ მოიპოვა მხარდაჭერა ჰიტლერმა. ჰიტლერიც ომის ვეტერანი იყო და მას ქონდა განცდა რო უღალატეს,ამიტომაც გადაწყვიტა ის,რაც გადაწყვიტა.
0 1 3