x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
უკრაინულმა დრონებმა ფსკოვის აეროპორტი დაბომბეს და რამდენიმე თვითმფრინავი მწყობრიდან გამოიყვანეს
image
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, უკრაინულმა დრონებმა მასიურად დაბომბეს რუსული ქალაქების სტრატეგიული ობიექტები.


პირველ ეტაპზე უკრაინულმა დრონებმა ფსკოვის აეროპორტი დაბომბა და 4 ერთეული თვითმფრინავი Ил-76, მწყობრიდან გამოიყვანა, ასევე დაიბომბა აეროპორტის საწვავის ბაზა და რადიოსალოკაციო სადგური.


გარდა ამისა უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანა ქალაქ ბრიანსკში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე.


მართალია რუსული მხარე აცხადებს, რომ დრონები გაანადგურა, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს, ტელეგრამ არხების მიერ ატვირთული ვიდეოები ცხადჰყოფს, რომ უკრაინული დრონების დიდმა ნაწილმა საბრძოლო დავალება კარგად შეასრულა და დასახული, ამორჩეული ობიექტები წარმატებით დაბომბა.



ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა დაადასტურა უკრაინული დრონების მიერ რუსული თვითმფრინავების მწყობრიდან გამოყვანა და აეროპორტის დროებით დახურვა.

0
28
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
28