x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134941
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
დედამ გაყიდა ქალიშვილი, ვაჟი მიატოვა და საყვარელთან ერთად გაიქცა
image

ინდოეთში.ახალგაზრდა ქალმა ბიჰარის შტატიდან გადაწყვიტა ბავშვების მოშორება, რათა ახალ საყვარელთან ერთად ეცხოვრა. ამის შესახებ News9Live იტყობინება.


ქალმა ქმარი 2021 წელს დაკარგა, მაგრამ მალევე გაიცნო მამაკაცი, რომელთანაც რომანტიული ურთიერთობა დაიწყო. თუმცა მის ახალ რჩეულს არ სურდა საკუთარ თავზე აეღო 14 წლის ქალიშვილზე და დაწყებითი სკოლის მოწაფე ვაჟზე ზრუნვა.


ამის შემდეგ, პოლიციის ცნობით, ინდოელმა ქალმა გადაწყვიტა მიეტოვებინა ბავშვები და თავის საყვარელთან ერთად გაქცეულიყო.



მან გოგონა ერთ ბიზნესმენს მიჰყიდა, ხოლო ბიჭი სკოლის საერთო საცხოვრებელში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ ბიჭის ნათესავებს საცხოვრებელი ფართის გადასახადის დავალიანებაზე აცნობა.


შედეგად, ბიჭი პაპამისმა წაიყვანა.ხოლო ბიზნესმენი, რომელმაც გოგონა იყიდა და შუამავალი, რომელმაც გარიგება მოაწყო, პოლიციამ დააკავა.


ამჟამად სამართალდამცავები გაქცეულ დედას და მის საყვარელს ეძებენ.


ბრალდებული ქალის დაკავებაზე საუბრისას, პილიციის ოფიცერმა ავდეშ დიქსიტმა აღნიშნა, რომ პოლიციელთა ჯგუფები ახორციელებენ რეიდებს სხვადასხვა ადგილებში, რათა უზრუნველყონ მისი დროული დაკავება.


ერთი თვის წინ The Indian Express-ს წერდა სოფელ ბარაკპორში(შტატი დასავლეთი ბენგალი) მცხოვრებ ცოლ-ქმარზე, რომელიც პოლიციამ 8 თვის შვილის გაყიდვის გამო დააკავა.


ჯაიდევ გოშმა და მისმა მეუღლემ სათხიმ გაყიდეს რვა თვის ვაჟი, რადგან დიდებაზე ოცნებობდნენ. მათ გადაწყვიტეს ძვირადღირებული სმარტფონის ყიდვა და სოციალური ქსელებისთვის მოკლე ვიდეოების ჩაწერა დაიწყეს.


გეგმა ჩაიშალა ყურადღებიანი მეზობლების წყალობით. ბავშვი შაბათს დაიკარგა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგაც კი მშობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ დაკარგვის შესახებ განცხადებით. როდესაც მეზობლად მცხოვრებმა სოფლელებმა ცოლქ-ქმარის ხელში ძვირადღირებული შენაძენი შენიშნეს, ეჭვი გაუძლიერდათ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და პოლიციას დაუკავშირდნენ.


დაკითხვის შემდეგ დედამ აღიარა, რომ მას და მის ქმარს ფული სჭირდებოდათ ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისთვის და გზაში სოციალური ქსელებისთვის ვიდეოების ჩასაწერად. მიზნის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს ბიჭის გაყიდვა მეზობელ სოფელში, ბავშვი იყიდა ვინმე პრიანკა გოშმა. წყვილს ასევე ჰყავს შვიდი წლის ქალიშვილი, რომლის გაყიდვაც ასევე აპირებდნენ.თუმცა ვეღარ მოასწრეს.

0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0