x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134757
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509109
იტალიაში ქურდებმა სახლში ძვირფასი ნივთები ვერ იპოვეს და მეპატრონეს წერილი დაუტოვეს

image
გასულ შაბათ-კვირას უჩვეულო ძარცვა მოხდა იტალიის ქალაქ პორდენონეში. ღარიბი ოჯახის სახლში შესულმა ქურდებმა, სავარაუდოდ, იქ ფული და ძვირფასეულობა ვერ იპოვეს და დანაშაულის ადგილის დატოვების შემდეგ, საცხოვრებლის მეპატრონეებს წერილი დაუტოვეს, სადაც ბოდიშს უხდიან.



-"უკაცრავად, მაგრამ ფული არ გვაქვს, საჭმელი კი საჭიროა. მაგრამ ვხედავთ, რომ თქვენც არაფერი გაქვს."


როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდული ინსტინქტები მაინც ჭარბობდა დამნაშავეთა გულებში. აბა, ხელცარიელი ხო არ წავიდოდნენ? "იღბლიანმა ბიჭებმა" სახლიდან წაიღეს ოჯახში არსებული შედარებით ღირებული ნივთები - ახალი ყავის მადუღარა და შეწვის კონტეინერი.



კრიმინალები ამით საკუთარ თავს ორმო ამოუთხარეს. მიუხედავად იმისა, რომ მესიჯის გარდა სხვა მტკიცებულება არ დაუტოვებიათ, ახლა კარაბინიერები მათ დატყვევებას ღირსების საქმედ თვლიან. მფლობელმა ასევე არ დააფასა ქურდების იუმორის გრძნობა და მიყენებული უმნიშვნელო ზიანის მიუხედავად, შესაბამისი განცხადება შეიტანა პოლიციაში, რომელშიც მან ყავის მადუღარა დაასახელა, როგორც „განსაკუთრებული პირადი ღირებულების ნივთი“. ახლა "იღბლიანი ჯენტლმენები" ვეღარ შეძლებენ სახლში შეჭრისა და ხულიგნობის შემდეგ წერილის დატოვებას და თუ დააპატიმრებენ ციხეში დიდი ხნით წავლენ.

0
353
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0