x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
იწვევს შიმშილის ძლიერ გრძნობას და არა მხოლოდ: რა ხდება ჩვენს ტვინში დიეტის დროს
ცხოვრებაში რამდენჯერ ყოფილხართ დიეტაზე? ქალების უმეტესობა პასუხობს, რომ უკვე ნამდვილი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად ჭარბი წონის პრობლემა არანაკლებ აქტუალურია. კალორიების დათვლით და დატვირთვის გაზრდით მხოლოდ იღლებით, შემდეგ ისევ იმატებთ. ყველაფერი იმიტომ, რომ მთელი სხეული ტვინით რეგულირდება. თუ ეს არ იცით, გაგიკვირდებათ, როცა ორგანიზმი წონის კლებას აქტიურად ეწინააღმდეგება.


დიეტა არ მუშაობს

image

ამაში უკვე დარწმუნდა თითოეული ჩვენგანი და ყოველი ახალი მცდელობა მორიგი მტკიცებულება გახდება. კოგნიტური სტრუქტურების მუშაობა მთავარი მიზეზია, რატომ არ მუშაობს დიეტა. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი წონა ძალიან ძლიერ იცვლება, ტვინი ერევა, რომ დააბრუნოს იმ წონაზე, რომელსაც თქვენთვის სწორად მიიჩნევს. ამავდროულად, აუცილებელი არაა, რომ თქვენი მოსაზრება იდეალური წონის შესახებ ტვინის „მოსაზრებას“ დაემთხვეს.


image


მთელი ეს პროცესი თერმოსტატს შეგიძლიათ შეადაროთ. ეს მოწყობილობა სახლში ტემპერატურას ზომავს და მის დარეგულირებას ხელს უწყობს. როცა ტემპერატურა იზრდება, გათბობა მცირდება (ან კონდიციონერი ირთვება) და პირიქით. ჩვენს ტვინში თერმოსტატი მდებარეობს ჰიპოთალამუსში. ის სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად ფიზიოლოგიურ და ქცევით რეაქციებს ააქტიურებს. მაგალითად, თუ გცივათ, შეიძლება აკანკალდეთ ან სვიტერი ჩაიცვათ.


image

საქმე მხოლოდ სხეულის წონაში არაა

ფიზიოლოგები უფრო საინტერესო რამეს აკვირდებიან, როცა საქმე ცხიმის მასის რაოდენობას ეხება. ტვინი ორგანიზმში ცხიმის დონეს ლეპტინის დახმარებით ზომავს. ეს არის ჰორმონი, რომელიც სისხლში ცხიმის ფენის სისქის პროპორციულად გამოიყოფა. სისხლში მისი მაღალი დონე ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში ბევრი ცხიმია. ალბათ, უკვე გსმენიათ ლეპტინის შესახებ, რომელსაც გრელინთან ერთად „შიმშილის“ ერთ–ერთ ჰორმონს უწოდებენ. ლეპტინი შიმშილის გრძნობას ამცირებს.

ყოველთვის, როცა თქვენი წონა ძალიან იცვლება, ტვინი ერევა, რომ დააბრუნოს იმ დონეზე, რომელსაც თქვენთვის სწორად მიიჩნევს. აქ ყველაფერი უფრო რთულადაა. თითოეულს ორგანიზმში ცხიმის გარკვეული დონეა, რომლის დროსაც სხეული ნორმალურად ფუნქციონირებს. ტვინი დაიცავს მის რაოდენობას ზუსტად ისე, როგორც სხეულის ტემპერატურას იცავს. იმის მიხედვით, როგორ კარგავთ წონას, სისხლში ლეპტინის რაოდენობა მცირდება, აქ კი პრობლემები იწყება. ტვინში სიგნალი ხვდება, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დროა. რა თქმა უნდა, ეს იმის საპირისპირო ეფექტია, რის მიღებაც გსურთ. თუმცა ბიოლოგიასთან შეწინააღმდეგება რთულია.


image

კლასიკური რეაქცია შიმშილზე

ვხედავთ ყოველ ჯერზე, როცა ტანსაცმლის ზომის შემცირება გვსურს. დიეტოლოგები ამას შიმშილზე კლასიკურ რეაქციას უწოდებენ. ტვინი გაძლიერებულ შიმშილზე რეაგირებს, გთავაზობთ გემრიელი ფუნთუშების ვიზუალურ გამოსახულებებს და გარანტიას იძლევა, რომ ასეთ ლტოლვას ვერ გაუძლებთ. ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ამიტომ ორგანიზმი ახერხებს ენერგიის შენარჩუნებას და მის ცხიმის მარაგად გარდაქმნას. როგორც 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, ეს „კომპენსატორული მექანიზმები“, რომელიც წონის მატებას იწვევს, მინიმუმ 1 წელი გრძელდება, ეს კი საკმარისი დროა, რომ საკუთარ სხეულს ებრძოლოთ.


image

ტვინს სურს, რომ დიეტა შეცვალოთ

შიმშილი არის ის, რამაც ნამდვილად შეიძლება გაგტეხოთ. ზოგჯერ ვერ აცნობიერებთ, რომ საჭიროზე მეტს ჭამთ. მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ყურადღება მიაქციეთ, დღეში რამდენჯერ გრძნობთ შიმშილს. ბევრი ამბობს, რომ დიდი ხანია მსგავსი არაფერი უგრძვნია, რადგან კვებებს შორის ორცხობილას ან კანფეტს მიირთმევს. იმის მიუხედავად, რომ სადილის ან ვახშმის წინ ჭამა დიდად არ გვინდა, ჩვევისამებრ სამზარეულოში მივდივართ. საბოლოოდ, უფრო მეტს ვჭამთ. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ჯანსაღი დიეტა დაიცვათ და წონაში მოიმატოთ.

წარმოიდგინეთ, რატომ არის რთული წონაში დაკლება და უფრო რთული წონის შენარჩუნება. ეს რაღაც დროით შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ ბოლოს ტვინი გაიმარჯვებს და ღამით ჭამას დაიწყებთ.


image

დიეტოლოგები ჯანსაღი გახდომის მხარეს

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, როდესაც მეცნიერებს სურთ, რომ მღრღნელებმა ბევრი ჭამონ, იყენებენ საიმედო მეთოდს. ჯერ საკვებს უმცირებენ, სანამ არ დაიკლებენ, შემდეგ სუპერ გემრიელ საკვებს აჩვენებენ, მაგალითად, შოკოლადის ბურთებს. ადამიანებზე კვლევები აჩვენებს, რომ არაჯანსაღი კვების ასეთი ტიპი უფრო აძლიერებს ჯილდოს ცენტრებს მათში, ვინც დაიკლო. განმეორებითი დიეტა ტვინს გადაძღომის მიმართ დაუცველს ხდის, თუნდაც დიეტის დასრულების შემდეგ.


image

დიეტა წონის მატების მეთოდი

ეს პარადოქსია. აღმოჩნდა, რომ დიეტა წონის მოსამატებლად ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია. დიეტაზე მყოფი ადამიანი მომდევნო 2–3 წლის განმავლობაში უფრო მეტს იმატებენ, ვიდრე ისინი, ვინც დიეტაზე არ იყვნენ. წონის კლება იწვევს სტრესს და სტრესის ჰორმონის ზრდას, რომელიც უკავშირდება წონის მატებას (განსაკუთრებით მუცლის ცხიმის). ეს ასევე შიმშილის დათრგუნვას და უგულებელყოფას გაიძულებთ. დროთა განმავლობაში გაგიჭირდებათ შიმშილის ბუნებრივი გრძნობის აღქმა, სხეულის მოსმენა. სხეულს საშუალებას აღარ მისცემთ, თავად დაარეგულიროს წონა. ემოციური კვების, მოწყენილობის გასაქარველი საკვების რისკის ქვეშ ხვდებით, უფრო დაუცველი ხდებით გარემოს სიგნალების მიმართ, რომელიც გეუბნებათ ჭამოთ მეტი, ვიდრე სინამდვილეში თქვენს სხეულს სურს.


image

გსურთ დაკლება? თქვენს გონებას შეუთანხმდით

თუ რამდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის საერთო გეგმაზე უარი თქვათ და წონის მატების მიზეზები მოძებნოთ. რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ უფრო ნაკლების ჭამა ვარიანტი არაა. ამას გააკეთებთ და წააგებთ.


image

ჯანსაღი კვების საიდუმლო

მარტივი მეთოდია გააკეთოთ ის, რასაც თქვენი ტვინი საფრთხედ არ იღებს. ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევებმა აჩვენა, რომ არარაფინირებული, დაბალკალორიული, მარტივი პროდუქტების დიეტის დაცვა მთავარი გასაღებია. ესაა ახალი და მთელი პროდუქტები, რომელიც მიირთმევა ისე, როგორც ბუნებამ ისურვა, ეს ორგანულად ხდება. ამრიგად, შემწვარი ყაბაყის ნაცვლად შეჭამეთ გრილზე და ცოტა მარილით მომზადებული ყაბაყი, დაშაქრული კაკლის ნაცვლად უბრალო კაკალი.

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც დიეტას არ უკავშირდება, მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს, სტრესის მართვას და საკმარის ძილს. ბევრი ზრდასრულისთვის ეს 7-8 საათი ძილია. ძილის შეზღუდვა თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს.


image

საკუთარ თავს ჰკითხეთ, არის თუ არა წონის კლება გონივრული მოლოდინი. ზოგჯერ არა. ზოგჯერ ჯანმრთელობის რისკებს სწორად არ ვაფასებთ. იქნებ, სინამდვილეში წონის კლება საერთოდ არ გჭირდებათ. დიეტოლოგები ემხრობიან ინტუიციური კვების სტილს. დიეტური მიდგომა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ სხეულს და იკვებოთ იმით, რაც მას სურს (ზოგჯერ კომბოსტოთი, ზოგჯერ ნამცხვრით), იმ რაოდენობით, რომელსაც სხეული ითხოვს (მეტნაკლებად თქვენი შიმშილის მიხედვით).

კიდევ ერთი მაგრამ. ინტუიციური კვება იდეალურ შედეგამდე ვერ მიგიყვანთ. თუ 170 სმ სიმაღლის და 60 კგ წონის ქალი ოცნებობს, რომ 45 კგ–ს იწონიდეს, მკაცრი შიმშილობის გარდა სხვა მეთოდი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი აზრი თქვენი დამხმარე უნდა იყოს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის

2. როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან

3. "მუდმივად ვიღლებოდი და წონაში ვერ ვიკლებდი, დიეტოლოგი მაშინვე მიხვდა - ეს თუთიის დეფიციტია"

4. ორაგული და ყავა ყოველდღე: მეგან ფოქსის კვების გეგმა უნაკლო ფორმებისთვის

5. გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

6. ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

7. 10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ

8. ქიტინური დიეტა: ვჭამთ მწერებს წონაში დასაკლებად

9. დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ

10. ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
119
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
119