x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ოკეანის ფსკერზე ყველაზე ძვირადღირებული განძი აღმოაჩინეს

2015 წელს, კარიბის ზღვის ფსკერზე, ჩაძირული ძველი გემი აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩენაა, ისტორიის მანძილზე.


image


ესპანურმა გალეონმა – «სან–ხოსემ» პანამის საპორტო ქ. პორტობელო 1708 წ. დატოვა. გემზე 60-ზე მეტი ქვემეხი, 600 ადამიანი და ასევე, უთვალავი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები იყო. განძი პერუში იყო მოპოვებული, რომელიც იმ დროს, ესპანეთს ეკუთვნოდა.

დღეს გალეონის ტვირთი, რომელმაც ევროპამდე ვერ ჩააღწია და რომელიც ესპანეთის მეფისთვის იყო განკუთვნილი, 20 მლრდ. დოლარად არის შეფასებული.


image


«სან–ხოსე» კოლუმბიის ქ. კარტახენას სანაპიროსთან ბრიტანულ გემს გადაეყარა და მათ შორის ბრძოლა დაიწყო. შედეგად, გალეონზე ხანძარი გაჩნდა და მოგვიანებით, ჩაიძირა.

«სან–ხოსე», როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წ. აღმოაჩინეს. თან სრულიად შემთხვევით. აშშ–ს ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის წყალქვეშა ნავზე მყოფმა მეცნიერებმა, ის მორიგი ექსპედიციის დროს შენიშნეს... და მიუხედავად იმისა, რომ «სან–ხოსე» კოლუმბიის აკვატორიაშია ჩაძირული, განძზე პრეტენზიას ესპანეთიც აცხადებს, რადგან XVIII საუკუნეში, გემი სწორედ მას ეკუთვნოდა.


image


ესპანეთის გარდა, განძიდან თავის წილს, ამერიკაც ითხოვს და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 25 % სწორედ აღმომჩენს ეკუთვნის.

ასეა თუ ისე, გემი ისევ ზღვის ფსკერზეა... და არა იმიტომ, რომ მისი ამოტანა, ტექნიკურად, შეუძლებელია. მიზეზი ის არის, რომ ზემოთ ხსენებული ქვეყნები, განძის გაყოფას ვერ ახერხებენ და გალეონი ფსკერზე მანამდე დარჩება, ვიდრე განძის ბედი არ გადაწყდება...


image

არხის სხვა სიახლეები:


* იმან რაც მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეში აღმოაჩინეს, მთელი მსოფლიო გააოცა

* "სტალინის ეშმაკური გეგმა", რომელიც ჰიტლერმა არად ჩააგდო და შემდეგ ინანა...

* რა ქონება დააგროვა ჰიტლერმა და ვინ გახდა მისი მემკვიდრე?

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?





0
1073
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1073
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0