x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ასეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს მკვდარ სოფელში ვიყავი, და მეც ვკვდებოდი ამ ყველაფრის შემხედვარე"

imageსოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქჯგუფში "გზა სოფლისკენ" რაჭაში, მაღალმთიან მიტოვებულ სოფელში ლაშქრობისას გადამხდარ ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გაეცნობით.


"რაჭაში ლაშქრობის დროს ერთ-ერთ სოფელში ავედით. მაღალმთიანი ადგილი იყო. გზაც არ იყო სატრანსპორტო. ფეხით მოგვიწია ასვლა. რამდენიმე ქუჩა იყო, სადაც მიტოვებული სახლები მოწყენილად იდგნენ. წინ ეკლესია ჩანდა, და გარშემო სასაფლაო იყო. ავედით ამ ეკლესიაში. კარები ღია იყო. იგრძნობოდა, რომ ამ ტაძარში წირვა-ლოცვა იშვიათად ტარდებოდა.
სასაფლაოს ქვებზე ყველა მიცვალებულის სახე თითქოსდა დამწუხრებული იყო. ასეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ იმიერიდან გვთხოვდენ, რომ სოფელში ხალხი დაბრუნდეს, რომ ტაძარში კვლავ აღევლინოს წირვა-ლოცვა. საფლავები მიტოვებული იყო. ბალახში იყო ჩაფლული იქაურობა. მახსენდება, რომ ტაძრის კედლები სველი იყო, თითქოსდა ტიროდა. ასეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოსდა მკვდარ სოფელში ვიყავი, და მეც ვკვდებოდი ამ ყველაფრის შემხედვარე. მოვილოცე ტაძარი. მკვდრების სულები დავლოცე და გამოვბრუნდი უკან. ძალიან დამძიმებული გულით მოვდივარ ამ სოფლის ქუჩაში და ვხედავ დედას ორ შვილთან ერთად, და ისე გამიხარდა, რომ შეგრძნება მქონდა, თითქოსდა ჯოჯოხეთში მყოფმა უეცრად ქრისტე ვიხილე - სიბნელეში ნათელმა შემოანათა.
მივესალმე, დავლოცე და ვკითხე: აქ ცხოვრებთ? დედამ მიპასუხა: ზაფხულობით რამოდენიმე დღით ამოვდივართო. გამიხარდა, მაგრამ გული უფრო დამიმძიმდა... ისენი წავლენ რამოდენიმე დღეში, და ტაძრის კედლები განაგრძობს ტირილს, მიცვალებულთა სახეები საფლავის ქვებზე დამწუხრებული იქნებიან, და სოფელი განაგრძობს სიკვდილს მომავალ ზაფხულამდე, იმის მოლოდინში, რომ რამოდენიმე დღით გაცოცხლდეს!..."
#ფოტო თემისთვის არის ატვირთული. აქ დაწერილი სოფლის სურათი არ არის..
1
436
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
2023, 1 სექტემბერი, 23:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1