x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134939
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
პოლიციელთა მეტსახელები სხვადასხვა ქვეყნებში
image

მეტსახელი პოლიციელებს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვთ შერქმეული, ჩვენთან რას ვუწოდებთ ყველას კარგად მოგვეხსენება....ახლა კი გავეცნოთ თუ რა მეტსახელები შეარქვეს სამართალდამცავებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.



საფრანგეთში პოლიციელებს Flic-ს ეძახიან, იშიფრება როგორც Federation Legale des Idiots Casques, რაც ქართულად ნიშნავს-ლეგალური ჩაფხუტიანი იდიოტების ფედერაცია.

საფრანგეთში პოლიციელებს კიდევ ერთი მეტსახელი შეარქვეს-poule -ქათმები, საქმე იმაშია, რომ პარიზის პოლიციის სამმართველო ახლა იმ ადგილზეა, სადაც ადრე ქათმებით ვაჭრობდნენ.



"მენტს" ეძახიან პოლიციელებს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, იგი პოლიციელებისთვის შეურაცხყოფად ითვლება, თუმცა სინამდვილეში ეს გახლავთ სიტყვა "დოკუმენტის" შემოკლებული ვარიანტი..თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ "მენტი" პოლონური ენიდან არის(менте ) და ნიშნავს ჯარისკაცს.


"ლეგავის" ეძახიან რუსეთში, ანუ მაძებარი ძაღლი....



აშშ-ში ორი მეტსახელი აქვთ პოლიციელებს:ფარაონი და კოპი.



ფარაონებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ირონიულად ეძახდნენ სამხედრო გუშაგებს, რომლებიც გაუნძრევლად იდგნენ პოსტზე..შემდგომ უკვე პოლიციელებს შეარქვეს.



COP-ის მეტსახელი კი წამოვიდა 8 წახნაგიანი სპილენძის ვარსკვლავისგან, რომელსაც ოდესღაც ატარებდნენ ნიუ-იორკელი პოლიციელები.



რაც შეეხება დიდი ბრიტანეთს, იქ პოლიციელებს ეძახიან "ბობის", ეს გახლავთ 1929 წელს სკოტლანდ-იარდის შტაბ-ბინის დამაარსებლის შემოკლებული სახელი.


გერმანიაში პოლიციელებს ხარებს (Bulle) უწოდებენ, ესპანეთში, პოლიციელებისთვის, ალბათ, ყველაზე ღირსეული მეტსახელია პოლი (poli), იტალიაში უწოდებენ - sbirro-ს (ლათ. birrum - "წითელი მოსასხამი"), პოლიციის უნიფორმის თავდაპირველი ფერი . ნიდერლანდებში პოლიციის ყველაზე პოპულარული მეტსახელები ებრაული ენიდან მოდის. მათ ეძახიან smeris (შესაძლოა ებრაულიდან ნიშნავს "მეთვალყურეს") და klabak (იდიშის ენაზე "ძაღლი"). სხვათა შორის, პოლიციელებს თითქმის ყველგან ეძახიან ძაღლებს, მეძებრებს და ღორებს.


ავსტრალიაში პოლიციას დიდი ხანია ეძახიან ჯეკს.


0
696
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0