x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვინც გაუძლებს წაიკითხოს... და კიდევ ერთიც - ვინც ბოლომდე არ წაიკითხავს, კომენტარსაც ნუ დატოვებს! "-ბაკურ სვანიძე
image

"გულმა არ მომითმინა, ეს პოსტი არ დამეწერა. რა ვქნა, არ მიყვარს როცა ვინმეს უ ს ა მ ა რ თ ლ ო დ ათრევენ, თუნდაც ეს ვინმე ძალიან ო დ ი ო ზ უ რ ი პერსონა იყოს!


გუშინ საღამოდან წალეკა მ ე დ ი ა და სოცქსელები ირაკლი კ ო ბ ა ხ ი ძ ი ს ლანძღვამ... როგორც არ უნდა გაიგოს მავანმა ჩემი ეს პოსტი, მაინც უნდა დავწერო... ალბათ, გ რ ძ ე ლ ი გამოვა... ვ ი დ ე ო ს ჩაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ იმდენად ფაქიზი თემაა, რომ ვიდეოში რამე დეტალი შეიძლება ლაპარაკის დროს გამოგრჩეს და მერე იმას ვერ ჩ ა ა ს წ ო რ ე ბ... ამიტომ, ისევ ასე ტექსტუალურად ვაბჯობინე! ვინც გაუძლებს წაიკითხოს... და კიდევ ერთიც - ვინც ბოლომდე არ წაიკითხავს, კ ო მ ე ნ ტ ა რ ს ა ც ნუ დატოვებს!


ტ რ ა გ ე დ ი ა ა საშინელი და ხმას არ ვიღებდი ამაზე, მაგრამ ფ ა ქ ტ ი ა, ჯერ კიდევ 6 თუ 7 აგვისტო იყო, როდესაც დ ე დ ა ჩ ე მ ი მობილურში უყურებდა და უსმენდა რაღაცას და მეც მესმოდა... ვისმინე ლამის ნახევარი საათი, ტიპი რომ ყვებოდა საკუთარ თავზე როგორი "გ მ ი რ ი" იყო, როგორ ამოათრია ბ ა ვ შ ვ ი, რომელიც ყურებამდე ტ ა ლ ა ხ შ ი იყო ჩაფლული, მერე როგორ იარა რამდენიმე ასეული მეტრი წელამდე ტალახში... ა ლ ა ლ ა დ ვამბობ, გ ა ვ ღ ი ზ ი ა ნ დ ი და დედაჩემს ვუთხარი - რეებს უსმენ, ვინაა ეგ, რა უაზრო სისულელეს ყვება, რაღაცას ძალიან ა ჭ ა რ ბ ე ბ ს მეთქი...




მაშინვე მომჭრა ყური ფრაზებმა - "დ ა ხ მ ა რ ე ბ ა ს ველოდით და არავინ ჩანდა" "სამი საათი ვებრძოდით სტიქიას..." - რავიცი, მაშინვე მომეჩვენა, რომ ამ ტიპს, გარდა საკუთარი "გმირობისა" იმის დახატვაც უნდოდა, როგორი უ მ ო ქ მ ე დ ო ა მთავრობა და ხელისუფლება... ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ვინმემ არ თქვას კობახიძის ნ ა რ ა ტ ი ვ ს აჰყვაო! უბრალოდ, მეთქი იყოს, იმარიაჟოს ტიპმა, რაც რეალურად გააკეთა, ა ს მ ა გ ა დ გაბერილი წარმოაჩინოს, ჯანდაბას, მთავარია რომ გ ა დ ა რ ჩ ნ ე ნ - თქო...


მაგრამ გუშინდელის მერე მართლა მინდა ვთქვა, ხალხო, ოდნავაც არ ფ ი ქ რ ო ბ თ, ისე ჰყვებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟებს? რა თქვა კობახიძემ? მას ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ მ ა აჩვენა კონკრეტული რ უ კ ა და უთხრა, რომ იმ კაცმა ბავშვით ზურგზე აი, ეს კონკრეტული მ ა რ შ უ ტ ი გაიარა... რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ მაგ მარშუტის გავლა იყო შეუძლებელი და ეს არის გ ა დ ა ს ა მ ო წ მ ე ბ ე ლ ი. ამ სიტყვაზე, "გადასამოწმებელი" ატყდა ერთი ირონია და ამბავი...


მეგობრებო, კობახიძეს არ უთქვამს, რომ იმ კაცის იქ ყოფნა, ან მის მიერ ტალახში გარკვეული მანძილის გავლა არის გადასამოწმებელი. მან თქვა - კონკრეტულად ის მარშრუტი, რომელიც იმ ჟურნალისტმა აჩვენა რუკაზე არის გადასამოწმებელი და ამაში არაფერია საირონიო, ან აღმაშფოთებელი...


ახლა რაც შეეხება დანარჩერნს - "ბავშვი ყურებამდე იყო ჩაფლული, მხოლოდ სახე მოუჩანდა... ამოვიყვანე ბავშვი ტალახიდან"... ხალხო! ყურებამდე არ გინდათ და, წ ე ლ ა მ დ ე ჩასვით ბავშვი სველ, ატალახებულ, დამძიმებულ მიწაში და სცადეთ მისი ამოყვანა! (არ ქნათ - ან დაღლისგან გული წაგივათ, ან ბავშვი გაიგლიჯება შუაში!). "სამი საათი ვებრძოდით სტიქიას, ყელამდე ტალახში ჩაფლულები, ველოდით ვ ე რ ტ მ ფ რ ე ნ ი ს გამოჩენას, მაგრამ არ გამოჩნდა..."


ყელამდე არ მინდა და თქვენგან (ვინც ახლა აპირებთ მლანძღოთ და მაგინოთ სიმართლისთვის!) რომელიც თუნდაც სამ ნაბიჯს გადადგამს წელამდე ტალახში, ჩემი ხელით დავკიდებ მ ე დ ა ლ ს! მოყოლილხართ როდესმე თუნდაც მ უ ხ ლ ა მ დ ე ტალახში? სადმე ჩამოშლილ სველ მიწაში ჩაფლულხართ? მე კი! ჩემს დედულეთში ს ა ჭ ა მ ი ა ს ე რ შ ი ორჯერ ჩავეფალი, ერთხელ წელამდე, ერთხელ მუხლამდე... ორი საათი უბრალოდ ტალახიდან ტანის ამოტანაზე ვიწვალე! არათუ კიდე ასეული მეტრები გამევლო იქ! ჩემ შემთხვევაში, საბედნიეროდ, მიწის ჩამოშლა იყო ძალიან ლოკალური და მაქსიმუმ 7-8 მეტრის რადიუსზე იყო მიწა ჩამოშლილი... სველი მიწის დარტყმამ ფეხი კინაღამ მომტეხა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი სიჩქარით მოწყვეტილი და იმხელა მასა რას უზამდა ბავშვს, გინდაც კაცს, მართლაც რომ ისეთ ნაკადში მოხვედრილიყვნენ, რომელიც ადამიანს ყელამდე, ან თუნდაც წელამდე ფარავს! ძვალი არ შერჩებოდათ მთელი, არათუ მერე კიდე იმოძრავებდა ზურგზე შესმული ბავშვით... რეალურად, (ფოტოებზეც ასე ჩანს!) ეს ადამიანი მოჰყვა სტიქიის გ ა ნ ა პ ი რ ა ს (მადლობა ღმერთს!) და შემდეგ, რადგან ბავშვის დედა სხვა მხარეს აღმოჩნდა, გადაწყვიტა გადაეყვანა ეს ბავშვი იქით და მაქსიმუმ კ ო ჭ ე ბ ა მ დ ე ტალახში იარა...


სიმართლე რომ ითქვას, ეს არასწორი საქციელი იყო, რადგან ამით კიდევ უფრო მეტი ს ა ფ რ თ ხ ე შეუქმნა ბავშვს! ჯობდა, იქვე გაჩერებულიყო და დალოდებოდა მაშველს (როგორც იმავე ფოტოზე სხვა ხალხი იქცევა). მაგრამ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სტიქიაში მოყოლილმა ადამიანმა, უბრალოდ ვერ გაიაზრა რასთან ჰქონდა საქმე და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მერე კი, "გმირობით" გაბრუებულს, აღარ ეთმობა ეს "გმირობა"... საერთოდ, მაგრად გვევასება რა ეს "გმირები" და მერე ვიცავთ კბილებით, აი, ამას ვერ გავცდით ვერაფრით!


რომ გაიძახით, კობახიძის განცხადებაა დ ა მ პ ლ ო ბ ა და გულისამრევიო, მე უფრო მეტად გულისამრევი მგონია სტიქიას გადარჩენილი ადამიანების საუბრის გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ა გარკვეული პოლიტიკური მიზნებით! განსაკუთრებით მ ა მ ა, რომელსაც სტიქიის ზონაში სამი შვილი ჰყავს ჩარჩენილი და ანგარიშმიუცემლად გაიძახის - "სად არიან ვერტმფრენები? ჩარჩეს ის სამი ბავშვი იქ? არ გჭირდებათ ცოცხალი?" - აი, ამის ტრიალი იმის დასამტკიცებლად, რომ სამაშველო ღონისძიებამ დაიგვიანა - არის არაადამიანობა და გულისამრევი!


გამწარებულ, გონბებაარეულ ადამიანს ჰგონია, რომ ვერტმფრენები უშველიან მის შვილებს და რაღაცას ლაპარაკობს სრულიად გაუაზრებლად - ეს როგორ უნდა გამოიყენო რაღაც მიზნებისთვის თუ მართლა დამპალი არ ხარ? კობახიძეს არ უნდა ეთქვაო, რომ გაიძახით, რა, კობახიძე გამოვიდა და საკუთარი ინიციატივით თქვა ეგ? ჟურნალისტმა დაუსვა ინტრიგნული შეკითხვა - "კაცი ბავშვით სამი საათი ებრძოდა სტიქიას და ელოდა მაშველს, რატომ არ იყო მაშველი?" - თქვენი აზრით, რა უნდა ეპასუხა კობახიძეს - "კი, მართალი ხართ, სამი საათი სტიქიას ებრძოდა კაცი და ბავშვი და ჩვენ სულ ფეხებზე გვეკიდაო?" - კობახიძე ი ძ უ ლ ე ბ უ ლ ი გახდა ეპასუხა ის, რაც უპასუხა! და რაც მთავარია, გუშინ კიდევ მოვუსმინე მაგ "გმირი ბიძის" კომენტარებს და ტიპი ცდილობს, კობახიძის მიერ კონკრეტულად მის შესახებ გაკეთებული განცხადება, გ ა ნ ა ვ რ ც ო ს და დახატოს, რომ თითქოს კობახიძემ ეს თქვა ყ ვ ე ლ ა გადარჩენილის შესახებ - "ესე იგი, რას გვეუბნებიან ამით გადარჩენილ ადამიანებს? შეურაცხყოფას გვაყენებენ ყველა ჩვენგანს"... არადა, ის "ყველა" იმ ფოტოზე უბრალოდ სხედან ამ საშინელი სტიქიის განაპირას და ელოდებიან მაშველებს... არც შემდეგ გამიგია, რომ 200-ზე მეტი გადარჩენილიდან, ვინმეს ხმა ამოეღოს და ეთქვას - სტიქიას ვებრძოდით სამი საათი და არავინ დაგვეხმარაო...


ცუდია, როდესაც ადამიანი სხვების გარევას ცდილობს... ეს რაღაცაზე მიანიშნებს... ჰო და კიდევ ის - ჩვენ რომ სტიქიას ვებრძოდით, კ ო ტ ე ჯ ე ბ ი ს მხრიდან ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანების ხმებიო... თბილისში 13 ივნისის ღ ვ ა რ ც ო ფ ი ს სიახლოვეს მოვყევი და საიდანღაც ადამიანების ხმები კი არა, ჩემი შვილი მედგა ზუსტად2 მეტრში ჩემგან და მისი ყ ვ ი რ ი ლ ი ც კი არ მესმოდა! არადა ვუყურებდი, რომ რაღაცას მიყვიროდა, ხმის მოწვდენას ცდილობდა...


ვინმე იკითხავს, აბა, რაში სჭირდებათ ამდენი ტ ყ უ ი ლ ი ო? მაგ ტიპის პოსტი ვნახე გუშინ - "მე ვ უ ყ ვ ა რ ვ ა რ ყველას და შენ, კობახიძევ, არავის არ უყვარხარო" - რავიცი, ეს სიტყვები მე პირადად, გარკვეულ შთაბეჭდილებას მიქმნის ამ ადამიანის ფსიქოლოგიაზე... ევასება ტიპს "გმირობა" და მოსწონს რომ "ყველას უყვარს"... ხიბლშია ადამიანი და არ მოწონს, რომ ვინმემ რაღაც სხვა თქვა... არსებობენ ასეთი ადამიანები... ზოგადად კი, "გადარჩენილებით" ვაჭრობა ძალიან ცუდი ამბავია! ასეთ საშინელებაში მოყოლილ ადამიანს, ბევრი რამე შეიძლება ეგონოს, მაგალითად, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ვერტმფრენი გადაარჩენდა, ან ეგონოს რომ სამი საათი გავიდა მაშველის მოსვლამდე და რეალურად 30 წუთი იყოს გასული და ა.შ. "სტიქიისგან გადარჩენილები ამბობენ" - აი, ამ ფრაზის გამოყენება პოლიტიკური ქულებისთვის, არის ყველაზე ამაზრზენი! ჯერ ერთი "გადარჩენილები" არ არის ერთი კაცი და მეორეც, სტიქიაში რომ მოყვა ადამიანი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მისი აზრი სამაშველო ოპერაციის შესახებ კ ო მ პ ე ტ ე ნ ტ უ რ ი ა!


და ბოლოს - ზუსტად იგივეს დავწერდი ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში - ს ა ა კ ა შ ვ ი ლ ი ს შემთხვევაშიც, შ ე ვ ა რ დ ნ ა ძ ი ს შემთხვევაშიც და სხვა ნებიმისმიერის! ს ი მ ა რ თ ლ ე აუცილებელია!"-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.

0
477
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0