x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
გლობალური შიმშილის 5 შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ადამიანი კანიბალიზმამდე მიიყვანა

შრომითი გამოსასწორებელი კოლონია "კანავა"


ეს კოლონია ჩინეთში მდებარეობდა, ჩრდილო-დასავლეთით უდაბნოში, პროვინცია გალსუს მახლობლად.1957-61 წლებში ბანაკში სასჯელს იხდიდა 3000 პოლიტპატიმარი, თავიდან ციხე მხოლოდ 50 პატიმრისთვის იყო გათვალისწინებული.ამ საშინელ ბანაკში 1960 წლის დასაწყისში დაიწყო შიმშილობა:ადამიანები ჭამდნენ ხის ფოთლებს, ფესვებს, მატლებს, ვირთხებს, ნაგავს და ბოლოს კანიბალიზმზე გადავიდნენ.


1961 წელს 3000 პოლიტპატიმრიდან 2500 გარდაიცვალა.ვინც გადარჩა მიცვალებულებით იკვებებოდნენ.


ეს ყველაფერი შემდგომ აღწერა წიგნში მწერალმა იან სიანხუეიამ, რომელმაც სათითაოდ მოინახულა გადარჩენილი პატიმრები და მათი პირით მოჰყვა ის საშინელი კოშმარი, რაც მათ გადაიტანეს.


image


შიმშილი ჯეიმსთაუნში


ჯეიმსთაუნი გახლდათ პირველი ინგლისური დასახლება ამერიკის კონტინენტზე 1607 წელს.მდებარეობდა პოუჰატანის კონფედერაციის ტერიტორიაზე, მთლიანობაში დაახლოებით 14 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ადგილობრივი ინდიელები და გადმოსახლებული კოლონისტები.


ჩამოსახლებული ევროპელები ინდიელებთან ვაჭრობდნენ, სხვაგან პროდუქტის შოვნა შეუძლებელი იყო, თუმცა კონფლიქტის შედეგად მათ შორის სავაჭრო ურთიერთობა შეწყდა. ამიტომ კვების პროდუქტებს ქალაქის მაცხოვრებლები ინგლისიდან იღებდნენ.1609 წლის ზამთრის დამდეგს მოხდა კატასტროფა, მესამე სავაჭრო გემმა ვერ მოაღწია ჯეიმსთაუნამდე, ხომადლი ბერმუდის სამკუთხედთან რიფებში გაიჭედა.


მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გემის კაპიტანი სამუელ არგალი დაბრუნდა ინგლისში და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ქალაქი ჯეიმსთაუნი პროდუქტის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ხელისუფლებამ ყურიც კი არ ათხოვა კაპიტნის გაფრთხილებას და ამერიკის სანაპიროებზე გემები აღარ გაუშვა.


მოგვიანებით 1610 წელს ცნობილი გახდა ის საშინელება, რაც ამ დასახლებაში მოხდა.ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 60 ადამიანი, ხოლო დანარჩენი მაცხოვრებლების გამოხრული ძვლებით იყო მიმოფანტული ტერიტორია.


image




დიდი შიმშილობა-1315–1317 წლები.




შუა საუკუნეებში ევროპამ ბევრჯერ გადაიტანა მასიური შიმშილობა, მაგალითად მარტო ინგლისში 95-ჯერ იყო მსგავსი შემთხვევა.


1310 წლიდან ზედიზედ რამდენიმე წელი ჩრდილოეთ ევროპაში ამინდის და სხვა ფაქტორების გამო არ მოვიდა მოსავალი, პროდუქტზე ფასები სამჯერ გაიზარდა, ადამიანები იძულებულები იყვნენ ეჭამათ ბალახი, ფესვები, ფოთლები.1317 წლისთვის ყოველდღიურად ათასზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, ხოლო 3 წელიწადში მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილით.


იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები თავიანთ შვილებს ხოცავდნენ, პატიმრები სხვა პატიმრებს ჭამდნენ, აგრეთვე ჭამის მიზნით სასაფლაოდან იპარავდნენ გვამებს.

image


ლენინგრადის ბლოკადა


მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერული გერმანიის ჯარები 1941 წელს საბჭოთა ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.ფინური ჯარების დახმარებით გერმანელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს.ბლოკადა მთლიანობაში 872 დღე გაგრძელდა.


მთელი ბლოკადის განმავლობაში ქალაქი ყოველგვარი კომუნალური მომსახურეობის გარეშე ცხოვრობდა. ცნობილია, რომ 3, 5 მილიონი მაცხოვრებლიდან ბლოკადას მხოლოდ 700 000 გადაურჩა.


ადამიანები ჭამდნენ ყველაფერს, რაც მოხვდებოდათ, ტყავი, მედიკამენტები, პომადა, კატები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და..ადამიანები. "კაციჭამიობა" იმ დონეზე მივიდა, რომ საჭირო გახდა სპეციალური სპეცდანიშნულების რაზმის შექმნა, რომ დაეჭირათ "მტაცებლები".

image




შიმშილი ჩრდილოეთ კორეაში




80-იანი წლების ბოლოს დაიშალა საბჭოთა კავშირი და მისმა სამართალმემკვიდრემ, რუსეთმა მოითხოვა კონპესაცია დახმარების გაწევისთვის:წარსული და მიმდინარეც.


როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, შეწყდა ვაჭრობა ჩრ. კორეასთან, რომელიც პირდაპირ მიბმული იყო საბჭოთა ეკონომიკასთან.


ქვეყნის ეკონომიკამ ამ მკაცრ გამოცდას ვერ გაუძლო და მთლიანად ჩამოიშალა.1994-98 წლებში შიმშილისგან 250 000-იდან 3, 5 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა.განსაკუთრებით დაზარალდნენ ქალები და ბავშვები.


დაიწყო კანიბალიზმი.ხორცის გამყიდველებს ეჭვისთვალით უყურებდნენ, ბავშვებს ეზოში არ უშვებდნენ, რადგან უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ.ერთ-ერთი წყარო იუწყებოდა:"შიმშილისგან ადამიანები შეშლილები ხდებოდნენ, იყო შემთხვევები, როდესაც თავიანთ ჩვილებს ხოცავდნენ, ძარცვავდნენ საფლავებს და გვამებს ჭამდნენ".

image


1
590
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
590
  
2023, 16 აგვისტო, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1