x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
სად შევიძინოთ სასკოლო ნივთები ჩვენთვის მისაღებ ფასად? - რჩევები მშობლებს
image

სკოლებში სწავლის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება, თუმცა ოჯახებში სამზადისი უკვე დაიწყო. ახალი სასწავლო წელი ბავშვებისთვის საყვარელი არდადეგების დასრულებასა და განვითარების კიდევ ერთი ეტაპის დაწყებას ნიშნავს, რისთვისაც მოტივაცია და ინტერესი უმნიშვნელოვანესია.


მოტივაციის ასამაღლებლად ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია, ბავშვებმა თავად შეარჩიონ სასურველი სასკოლო ნივთები, რასაც ხალისით აკეთებენ ხოლმე და ახალი ენერგიითა და ემოციებით დამუხტულები შეუდგნენ სწავლას.


image


ეს პერიოდი გარკვეულწილად გამოწვევაა მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ბავშვებისთვის საუკეთესო პროდუქცია ოპტიმალური ბიუჯეტით შეარჩიონ და თანაც ამისათვის სხვადასხვა მაღაზიაში სიარული, რიგებში დგომა და ბევრი დროის დაკარგვა არ მოუწიოთ.


წლებია, ეს პრობლემები ყველასთვის საყვარელმა წიგნების მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გადაჭრა, სადაც ლიტერატურის ფართო არჩევანთან ერთად წარმოდგენილია სასკოლო და საკანცელარიო ნივთების ფართო ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია სხვადასხვა საფასო კატეგორიასა და მოთხოვნებზე. ამასთან, „ბიბლუსის“ სივრცეები ისეა მოწყობილი, რომ მთელმა ოჯახმა კომფორტულად გააკეთოს შენაძენი.


წინასასკოლო პერიოდში „ბიბლუსი“ მომხმარებლებს სპეციალურ ფასებს შესთავაზებს კალმებზე, ფანქრებზე, ფლომასტერებზე, სათლელებსა და რაც მთავარია, ჩანთებზე.

image

რატომ უნდა მოვიმარაგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები წინასწარ?


სწავლის დაწყების წინა დღეებში მაღაზიებში ყოველთვის ხალხმრავლობაა, ამასთან პროდუქციის ნაწილი უკვე გადარჩეულია და მაგალითად, თქვენთვის სასურველი დიზაინის ჩანთის მოძიება შეიძლება გაგიჭირდეთ.


სწორედ ამ მიზეზით, „ბიბლუსმა“ სასკოლო ნივთების მარაგი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში შეავსო და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ოჯახებს სპეციალური ფასებიც შესთავაზა:

image

„ბიბლუსში“ „პონტოს“ კალმების სპეციალური ფასი 0.15 ლარიდან იწყება; ფარგლების - 1.95 ლარიდან; სათლელის - 0.20 ლარიდან, წებოს - 0.30 ლარიდან; აკვარელის - 2.00 ლარიდან; ფერადი ფანქრების - 1.35 ლარიდან და სხვა. რაც მთავარია, სასკოლო ჩანთების ფასი სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 14.95 ლარიდან იწყება და მოთხოვნების მიხედვით იზრდება.


„ბიბლუსის“ სასკოლო შეთავაზებების უფრო დეტალურად გასაცნობად მიჰყევით ბმულს.

R

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0