x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ძალიან დიდი დრო გავიდა და მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ " - დავით ჯელაძისა და მაკა რაზმაძის პოსტები
image


შოვის მეწყერს გადარჩენილი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


„წეღან კალენდარს შევხედე და 12 აგვისტო ყოფილა, ძალიან დიდი დრო გავიდა და მე ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობ, ჩვენ ისევ 3 აგვისტოთი ვცხოვრობთ .. საშინელებააა“ - წერს დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში.




ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ დავით ჯელაძესთან მიმოწერის სქრინები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ მოხარულია მისი გაცნობით:


"შოვის ტრაგედიის გმირმა დავით ჯელაძემ, ამ საოცარმა ადამიანმა მომწერა გუშინ და პასუხი გასცა ჩემს შეკითხვას ვინ იღებდა იმ ისტორიულ ფოტოებს რომელმაც მისი გმირობა დაგვანახა-ეს იყო მისი და, რომელმაც თურმე ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ აღმოაჩინა ეს ფოტოები როცა უკვე სამშვიდობოს იყვნენ .როდის გადავიღეო თურმე კითხულობდა????როგორ მესმის, ასეა ხოლმე ექსტრემალურ სიტუაციებში გმირების ოჯახია მართლა! გაოცებული დავრჩი დავითის ადამიანურობით, თავმდაბლობით და იმით რომ ამომწურავად პასუხობდა ჩემს შეკითხვებს მიუხედავად იმისა რომ ალბათ ძალიან მძიმე იყო მისთვის ყველაფრის გახსენება... მას ვუთხარი აუცილებლად დავწერ რომ გავარკვიე ფოტოების ავტორის ვინაობა-თქო და თან მინდა რამდენიმე სქრინიც დავდო ჩვენი საუბრიდან.ბევრად მეტი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ის ტექსტებია რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.მართლა ცოცხალი გმირია David Jeladze მიხარია რომ გავიცანი..."-წერს მაკა რაზმაძე.
1
75
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75
  
2023, 9 სექტემბერი, 22:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1