x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134738
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
8 საშინელი ადგილი, რომლის მონახულებასაც ცოტა ადამიანი თუ ბედავს

image


სამყარო უსასრულო და საიდუმლოებებით აღსავსეა, დედამიწაზე არის ისეთი იდუმალი ადგილები, სადაც გამგზავრებას მხოლოდ ძალიან მამაცი ადამიანები თუ რისკავენ, დღეს მსურს რომ სწორედ ასეთ ადგილებში გამოგზაუროთ. მაშ, ასე მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილებში მოგზაურობა გახსნილად ცხადდება!





1. კაპელადოსი, ევორა, პორტუგალია


image


ევორას ტაძარი პორტუგალიაში მდებარეობს. ძვლის სამლოცველო მე-16 საუკუნეში ფრანცისკანელთა მონასტრის ბერების მიერ აშენდა. ასეთი უჩვეულო ადგილის აშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მე-16 საუკუნეში ევორას მიდამოებში 42 სამონასტრო სასაფლაო არსებობდა, რომელსაც დიდი ტერიტორია ეკავა და ის სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებოდა. გარდა ამისა, იმ დროს მუდმივი ეპიდემიები იყო, ამიტომ ხალხის დასამარხი ადგილი აღარ იყო, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი სამლოცველო, რომლის ასაშენებლადაც დაკრძალული 5 000 ბერის ძვლები გამოიყენეს. სამლოცველო იატაკიდან ჭერამდე ძვლებით არის მორთული, ასევე ცალკეა ქალისა და ბავშვის სიწმინდეები, რომლებიც ადრე კედელზე ეკიდათ, ახლა კი ცალკე გამჭვირვალე ყუთებშია მოსვენებული. გამოსასვლელში შემდეგი წარწერაა ამოტვიფრული "აქ დადებული ჩვენი ძვლები თქვენს ძვლებს ელოდება".






2. მუმიების მუზეუმი, მექსიკა


image


გუანახუატოს მუმიები - ბუნებრივად მუმიფიცირებული სხეულების კოლექციას წარმოადგენს, რომლებიც ქოლერის აფეთქების დროს მექსიკის ქალაქ გუანახუატოში 1833 წელს იქნა დაკრძალული. მუზეუმში 111 მუმიის შემონახული ნაშთია დაცული, რომელიც 1865-1958 წლებში იქნა აღმოჩენილი. გუანახუატო ითვლება მექსიკის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, თუმცა ამავდროულად საკმაოდ საშიშადაც.





3. სედლეცის საძვალე, ჩეხეთი


image


სედლეცში არსებული აკლდამა ჩეხეთის იმ სანახაობათაგან ერთ- ერთია, რომელიც არაერთგვაროვან გრძნობებსა და ემოციებს იწვევს. აკლდამა ან ყველა წმინდანის სასაფლაო ეკლესია არის პატარა შუა საუკუნეების ტაძარი, რომელიც პრაღიდან 80 კილომეტრში, კუტნა-ჰორას გარეუბანში მდებარეობს. ოდესღაც ის თავისი მდიდარი ვერცხლის მაღაროებით იყო განთქმული, რომელთა დახურვის შემდეგ 40 ათასი ადამიანის ძვლისგან შექმნილი ეს ეკლესიაღა რჩება ქალაქის ერთადერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. ამ ტაძარში ძვლები არა მხოლოდ შემორჩენილია, არამედ ინტერიერის მთავარი ელემენტების როლსაც ასრულებს. ამ განსაკუთრებულობის გამო ცოტა ადამიანი თუ ბედავს მარტო აკლდამის მონახულებას და თან ღამის საათებში.





4. ტრუკის ლაგუნა, მიკრონეზია


image


ტრუკის ლაგუნა - ტბის სახის ერთგვარი უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნია, რომლის ფართობიც 2000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს შეადგენს, რომელიც წყნარი ოკეანის შუაგულში, მიკრონეზიის სანაპიროსთან მდებარეობს. მისი კრისტალურად სუფთა წყლის ძირში არის სამხედრო აღჭურვილობის უზარმაზარი სასაფლაო. წყლის ქვეშ იმალება იაპონიის მთელი ფლოტი მრავალი თვითმფრინავით, გემითა და ტანკით, რომელთა ჩაზრდაც მარჯნის რიფებში ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ხდება. ეს ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, 1944 წელს ამერიკელმა მებრძოლებმა ოპერაცია "ჰილტონი" ჩაატარეს, რომელიც მიზნად იაპონიის ფლოტისა და აეროდრომებზე მდებარე თვითმფრინავების განადგურებას ისახავდა. ერთ წამში ეს სამოთხე სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარისკაცების მასობრივ საფლავად იქცა, რომლებმაც თავიანთი საბრძოლო პოზიციები არ დატოვეს.





5. აოკიგაჰარას ტყე, იაპონია



image


აოკიგაჰარას ტყე ფუძის მთის ძირში მდებარეობს და ადამიანების თავის მოკვლის ადგილად არის ცნობილი. ბოლო 50 წლის განმავლობაში ამ ტყეში ათასობით ადამიანი გაუჩინარდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით. ამ ავბედით ადგილს ასევე ბნელი წარსული აქვს. სწორედ აოკიგაჰარაში დაიწყო უბასუტეს რიტუალიც. უბასუტე - წარმოადგენს პრაქტიკას, რომლის დროსაც მოხუცებს სიკვდილისთვის მარტო ტოვებენ. ხალხს სჯერა, რომ ტყეში ბოროტი სულები ბინადრობენ.





6. კაბაიანის გამოქვაბულები, ფილიპინები


image


კაბაიანი - გახლვათ მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ფილიპინების ბენგეტის პროვინციაში. საუკუნეების განმავლობაში, ჩრდილოეთ ფილიპინების მოსახლეობა თავიანთ მიცვალებულებს მუმიფიცირებდნენ და მიწისქვეშა გამოქვაბულებში კრძალავდნენ. სამარხები მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს, ისინი უყურადღებოდ დატოვეს, რის შედეგადაც გამოქვაბულები ნაწილობრივ გაიძარცვა. ისინი ახლა საზოგადოებისთვის მართალია ღიაა, თუმცა მნახველები ტერიტორიაზე შეზღუდულად დაიშვებიან, რადგან უხუცესები და ფილიპინების მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ექსპონატების შენარჩუნებას, ადგილობრივების აზრით, მთელი ეს ტერიტორია დაწყევლილია.





7. კასანკას ეროვნული პარკი, ზამბია


image


წლიდან წლამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ზამბიაში, კასანკას ეროვნული პარკის პატარა კორომში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან, ჩალისფერი ხილიჭამია ხელფრთიანების მთელი გუნდი იკრიბება, რომელთაც მეორენაირად "მფრინავ მელასაც" უწოდებენ, რათა ყოველ ღამე ხეხილს შეესიონ. მოფრენისას ისინი ფაქტიურად ყველა ტოტს იკავებენ. მეცნიერთა აზრით, მათი კოლონიების რაოდენობა დაახლოებით 15 მილიონია. გაბედული ტურისტები ადგილზე ღამურებისთვის თვალყურის სადევნებლად შებინდებისას ან გამთენიისას მიდიან.





8. ჯადოქრების ბაზარი ლიმაში, პერუ


image


ლიმაში მდებარე მერკადო - დე - ბრუჰასში, ან იგივე ჯადოქრების ბაზარში შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ნებისმიერი შელოცვისთვის. ყველაზე ხშირად მოვაჭრეები ვიზიტორებს რიტუალურ ნივთებს სთავაზობენ, ისეთებს როგორიცაა - გველის ტყავი, ზღვის ნიჟარები, კაქტუსის ფოთლები და ადგილობრივი ტალახის, ქვების, თესლებისა და სანელებლების ნაზავი, და თუ თქვენ არ იცით როგორ გამოიყენოთ ეს ყველაფერი, მაშინ მკურნალები და ექიმბაშები აქ თქვენს სამსახურში არიან. ეს ადგილი ტურისტებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს.













0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
546