x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა არჩევანს სთავაზობს "არქი" მათ, ვისაც დიღომში ბინის შეძენა სურთ 
image

"არქი" საქართველოში ლიდერი დელოპერული კომპანიაა, რომელსაც დასრულებული და მიმდინარე პროექტები თბილისის ყველა უბანში აქვს, მათ შორის ყველაზე გამწვანებულ უბან დიღომში. რადგან დღესდღეობით უფრო და უფრო პოპულარული ხდება გამწვანებულ სივრცეში ცხოვრება, მოგიყვებით რას გთავაზობთ "არქი" თბილისის ყველაზე გამწვანებულ უბანში და რომელ პროექტებში შეგიძლიათ შეიძინოთ "არქის" ბინები დიღომში.


"არქის" მიმდინარე პროექტები დიღომში


პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "არქი რივერთაუნი", რომელიც პრესტიჟულ უბან დიღომი 8-ში მდებარეობს და ყოველდღიურ კომფორტში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსის გამწვანებულ ეზოში მოწყობილი ინფრასტრუქტურა მოიცავს ყველაფერს, რაც მაცხოვრებელს შეიძლება დასჭირდეს კომფორტისთვის: ღია აუზი, სპა და ფიტნეს დარბაზი, ლაუნჯი და დასასვენებელი სივრცეები, კაფეები, სუპერმარკეტი და აფთიაქი, კეთილმოწობილი სკვერი და სპორტული მოედნები.



პროექტი "არქი ხეივანი" აღმაშენებლის მე-14 კმ-ზე, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ შენდება და მასში გათვალისწინებულია 12 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო, სადაც დასვენებისა და განტვირთვისთვის სკვერი, სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის მოედნები და პატარა მაცხოვრებელებისთვის გასართობი სივრცეები მოეწყოება. "არქის" ბინები დიღომში პროექტ "არქი ხეივანში", როგორც "არქის" სხვა ყველა პროექტში მაქსიმალურადაა მორგებული მაცხოვრებლების სურვილებზე და კომფორტზე.


კიდევ ერთ მიმდინარე პროექტში, "არქი დიღომი 3-შიც" შეგიძლიათ შეიძინოთ "არქის" ბინები დიღომში. პროექტი დიდ დიღომში, პიპერმარკეტ „გუდვილთან“ შენდება, სადაც მერიის გადაწყვეტილებით რამდენიმე გზა დაემატება, რა მაცხოვრებლებისთვის გადაადგილებას მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს გახდის. "არქი დიღომი 3"-ის მობინადრეები შეძლებენ ისარგებლონ პროექტის გამწვანებული ეზოთი და ამ ეზოში მოწყობილი სკვერით, სპორტული მოედნებითა და საბავშვო გასართობი სივრცით.


"არქის" დასრულებული პროექტები დიღომში


"არქის" დიღომში ოთხი დასრულებული პროექტი აქვს: "არქი ვუდი", "არქი დიღომი 2", "არქი დიღომი 1" და "არქი დიღომი 3". მათ, ვისაც გსურთ "არქის" ბინები დიღომში, დასრულებულ პროექტში შეიძინოთ "არქი ვუდსა" და "არქი დიღომი 2"-ში ჯერ კიდევ არის მცირე რაოდენობით ბინები დარჩენილი.


"არქი ვუდი" ეს არის პროექტი, რომელიც დიღმის მასივში, ტყე-პარკიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს, თვითონ საცხოვრებელი სახლიც გამწვანებულ სივრცეშია აშენებული და გარშემო არსებული შენობებისგან დახვეწილი ექსტერიერით გამოირჩევა.


საცხოვრებელი კომპლექსი "არქი დიღომი 2" კი დიდი დიღმის საუკეთესო ადგილას, ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარეობს. კომპლექსის გარშემო სრულყოფილადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა.


"არქი" ყველა პროექტის მშენებლობაში იყენებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო მასალებს, მათ შორის გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო ბლოკს, რომელიც შენობაში ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რისი მეშვეობითაც 40%-ით ზოგავს ენერგიას, რა კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. თბილისში ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ "არქის", სადაც სასურველი უბნის მიხედვით აარჩევინებენ პროექტს და დაეხმარებიან საუკეთესო გადახდის პირობებით ბინის შეძენაში.


R

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0