x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ყველა სასკოლო ნივთი ერთ სივრცეში - სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი
image

ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ბავშვის, ასევე მშობლების ცხოვრებაში. კლასიდან კლასში გადასვლა განვითარების საინტერესო ნაბიჯია, რომელიც სათანადო მომზადებას მოითხოვს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის განწყობაზე დიდ როლს ასრულებს ახალი სასკოლო ნივთები, რომლებიც საჭიროების გარდა, ბავშვს უნდა სკოლაში წასვლის სურვილს უნდა უღვიძებდეს.


სკოლისთვის მომზადება საინტერესო თავგადასავალია, რომელიც შეიძლება უფრო ადვილი და წარმატებული გახადო პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებით. ორგანიზება, დაგეგმვა და სწორი შესყიდვების გაკეთება დაეხმარება თქვენს შვილს კომფორტულად გადავიდეს სწავლის ახალ ეტაპზე და წარმატებას მიაღწიოს აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაში.


ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა სასკოლო ნივთის ერთ სივრცეში შერჩევა და შეძენა, ძალიან მოსახერხებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ პროდუქციის და ფასების არჩევანი ნამდვილად მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც სკოლისთვის ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ - „ბიბლუსია“, რომელიც ტრადიციულად, წელსაც ელის თავის მომხმარებელს ახალი სასკოლო ნივთების საუკეთესო არჩევანით.


გთავაზობთ სასკოლო ნივთების საბაზისო ჩამონათვალს, რომელიც ახალი სასწავლო წლის დასაწყებად დაგჭირდებათ და ბევრ სხვა ნივთებთან ერთად დაგხვდებათ „ბიბლუსში“



„ბიბლუსის“ ქსელში ძირითადად წარმოდგენილია ბრენდები:


  • Milan (ესპანური ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა);
  • Ponto (ბიბლუსის შექმნილი ქართული ბრენდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება და აერთიანებს კარგ ხარისხს და საშუალო ფასებს);
  • Paso (პოლონური ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქციით);
  • Belmil (წარმოადგენს სერტიფიცირებულ ორთოპედიულ ზურგჩანთებს) ;
  • CENTRUM (აწარმოებს შერეულ სასკოლო იმპულსურ პროდუქციას).

ზურგჩანთა

image

ზურგჩანთა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. ის უნდა უძლებდეს სიმძიმეს, ჰქონდეს კომფორტული მხრის სამაგრები, ორთოპედიული ზურგი და აუცილებელი განყოფილებები. „ბიბლუსში“ სკოლის ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში. ჩანთებზე ფასები - 14 ლარიდან იწყება.


პენალი

image

პენალი სასურველია იყოს ტევადი და კომპაქტური, კალმების, ფანქრების, მაკრატლის, საშლელის, სათლელისა და სხვა საჭირო ნივთების მოსათავსებლად. „ბიბლუსში“ შეგიძლიათ შეიძინოთ სავსე პენლებიც, რომელიც უზრუნველყოფილია ფანქრებითა და ყველა საჭირო ატრიბუტით.


ლანჩ-ბოქსი და წყლის ბოთლი

image

ლანჩ-ბოქსი და წყლის ბოთლი ძალიან საჭირო ნივთებია, სკოლაში სასმელისა და კვების ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, მასალა მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. ჰქონდეს ჰერმეტული თავსახური. ასევე სასურველია, ლანჩ-ბოქსს რამდენიმე განყოფილება ჰქონდეს, საჭმლის დასახარისხებლად.




საკანცელარიო ნივთები


რვეულები და ათასი წვრილმანი: სახაზავი, ფარგალი, მაკრატელი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, წიგნის გადასაკრავები, სანიშნეები, საშლელი და სათლელი - ის საბაზისო ჩამონათვალია, რაც ყველა მოსწავლეს სჭირდება. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით გარკვეული ნივთები დაჭირდებათ: ან­ბა­ნის რვე­უ­ლი; გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლი; სა­ძერ­წი მა­სა­ლა; სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლი; სა­ღე­ბა­ვე­ბი; წებო; მაგ­ნი­ტუ­რი ან­ბა­ნი; მა­თე­მა­ტი­კის სა­ან­გა­რი­შო ჩხი­რე­ბი; ასაწყობი ანბანი, დასათვლელი ჩხირები, ანბანისა და რიცხვების მარაო და სხვ.


სასკოლო კოლექცია ხელმისაწვდომიაბიბლუსისმაღაზიებსა და ვებგვერდზე.


R

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0