x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134692
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
"კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელიც მზად არის, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი" - კახი კალაძე
image

თბილისის მერს კახი კალაძეს კითხვით მიმართეს კახა ოქრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თუ დადგინდა, რომ კალაძემ სტიქიის ზონიდან ოჯახის გამოყვანისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ტექნიკა გამოიყენა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს“.



კახა კალაძემ განაცხადა, რომ „კახა ოქრიაშვილი გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელიც მზად არის, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი“.

„ამჯერად თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე, თუ ვინ არის, რას წარმოადგენს, აღარ გავაგრძელებ საუბარს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის და როგორი ნაძირალაა აღნიშნული პიროვნება. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. გუშინ არდადეგები დამთავრდა. ვიდრე სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, სასტუმრო.



ის სპეკულაციები მეც ვნახე. მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს, კონკრეტულად „ტვ პირველს“ მინდა, მივმართო, რომ სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთი ტრაგედიისა და უბედურების ფონზე ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ თქვენს ხელმძღვანელებთან ერთად. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, რომელიც ეძებს ოჯახის წევრებს და სპეკულირებს იმაში, თითქოს ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში, არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.


სასტუმრო "სანსეტ შოვის" მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თითქოს სასტუმროდან პირველ რიგში კახი კალაძის ოჯახის ევაკუირება მოხდა.

ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც "სანსეტ შოვში" იმყოფებოდა, "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, ჯერ კიდევ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა.

"კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით, " - ამბობს ანა მურადაშვილი.


0
385
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0