x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
15 საინტერესო ფაქტი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, როუენ ატკინსონის შესახებ

ალბათ, არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ცნობილი მისტერ ბინის ფილმები არ აქვს ნანახი ან არ მოსწონს. თუმცა, როუენ ატკინსონმა, მსახიობმა, რომელიც მისტერ ბინის როლს თამაშობდა, სიცოცხლეშივე 50-ზე მეტი სხვა პერსონაჟი ითამაშა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ მსახიობის შესახებ.image

1. იცოდით, რომ ანიმაციაში “მეფე ლომი" ზაზუს პერსონაჟს სწორედ ატკინსონი ახმოვანებს?image


2. სანამ ატკინსონი აურჩევდა თავის გმირს სახელს „მისტერ ბინი“ (მისტერ ლობიო), სხვა ვარანტად ჰქონდა ასევე „მისტერ უაიტი“ და კიდევ „მისტერ ყვავილოვანი კომბოსტო“.image

3. ბრიტანეთის დედოფალმა როუან ატკინსონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. მას მეთაურის ტიტული აქვს.

4. მსახიობს მეტყველების პრობლემები აქვს. გამო ის ძალიან იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და სწორედ ამიტომაც მისტერ ბინის შესახებ მისი ყველა ფილმი თითქმის უსიტყვოა. როგორც მსახიობი აღიარებს, ასო "ბ"-თი დაწყებულმა სიტყვებმა მას განსაკუთრებული სირთულეები შეუქმნა. მათ გამოსათქმელად პაუზასაც იღებდა.

5. 2012 წელს როუენ ატკინსონმა უარი თქვა მისტერ ბინის იმიჯის გამოყენებაზე, რადგან მიხვდა, რომ ეს პერსონაჟი მისთვის „ზედმეტად ბავშვური“ იყო. ”ის იყო კომერციულად ყველაზე მომგებიანი გმირი, მაგრამ ვგრძნობ, ვეღარ ვისულელებ როგორც ადრე. არა მხოლოდ შენი ფიზიკური შესაძლებლობები ნელ-ნელა ქრება, არამედ ასეთი გმირის თამაშიც, როცა თავად ხარ 50 წლის, ცოტა... სამწუხაროა. ამ მხრივ ფრთხილად უნდა ვიყო“.image

6. ატკინსონის მეგობრის, მსახიობის სტივენ ფრაის თქმით, როუანს უყვარს ჩოგბურთის მოედანზე მანქანით სიარული. გარდა ამისა, ატკინსონი სპორტული მანქანების დიდი გულშემატკივარია და თავად ფლობს რამდენიმე ექსკლუზიურ ძვირადღირებულ მანქანას. მსახიობი ასევე რეგულარულად წერს სტატიებს საავტომობილო ჟურნალებისთვის.image

7. არ უყვარს პორშეს მფლობელები. „პორშესთან აშკარა პრობლემა მაქვს. მშვენიერი მანქანებია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არასდროს ვიყიდი ჩემთვის. რატომღაც, პორშეს მფლობელები - წარმატებები მათ, არ იავადმყოფოთ- საერთოდ არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მე მომწონს. მე არ ვამბობ, რომ პორშეს მანქანები ნაგვის გროვაა, უბრალოდ ფსიქოლოგიურად არ ვარ მზად ასეთი მანქანის მყავდეს."image

8. მისტერ ბინის ფილმები ნაჩვენებია 200-ზე მეტ ქვეყანაში

9. როუენის ქალიშვილმა ლილიმ ითამაშა ფილმში "მისტერ ბინის არდადეგები", ახლა ის თავის მუსიკალურ კარიერაზეა ორიენტირებული.image

10. ატკინსონი ჯეიმს ბონდის ფილმების დიდი გულშემატკივარია. ასე რომ, როდესაც 1983 წელს ატკინსონმა მიიღო პატარა როლი ფილმში Never Say Never Again შონ კონერის მონაწილეობით, მსახიობის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

11. მომავალ მეუღლესთან პირველ პაემანზე ატკინსონი უმეტესად ჩუმად იყო. რესტორანში მთელი საღამო, როგორც მსახიობი ამბობს, მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოთქვა – „მომაწოდე კეტჩუპი, გეთაყვა“.

12. ატკინსონი პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის ქორწილში იმყოფებოდა.

13. როუან ატკინსონმა დაამთავრა ნიუკასლის უნივერსიტეტი ინჟინერიის სპეციალობით, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტი.

14. ერთხელ, კენიაში ფრენისას, თვითმფრინავის პილოტმა, რომლითაც მსახიობი მიფრინავდა, გონება დაკარგა. ატკინსონს მოუწია თვითმფრინავის მარვა, სანამ პილოტი გონს მოიყვანეს.

15. მისტერ ბინის ფილმები ითვლება 1990-იანი წლების მთელი ათწლეულის ყველაზე წარმატებულ კომედიებად.
image





0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0