x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ხალხმა იეჭვა, რომ ჩინეთის ზოოპარკში დათვის ნაცვლად კოსტიუმში გადაცმული ადამიანია- ადმინისტრაციას პასუხის გაცემა მოუწია

image
რამდენიმე დღის წინ, ჩინელებმა ფაქტობრივად ვერ განასხვავეს დათვი ადამიანისგან. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ჰანჯოუს ზოოპარკიდან, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრცელდა სხვადასხვა ბრალდებები ზოოპარკის წინააღმდეგ, დამთვალიერებლების და ინტერნეტის მომხმარებლების თქმით, ვოლიერში დათვის მაგივრად ადამიანია, რომელსაც დათვის კოსტიუმი აცვია.image
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ დათვი ადამიანივით იდგა და მეტიც, უკნიდან თითქოსდა კოსტიუმის ნაკეცებიც ეტყობოდა. ვიდეოები რა თქმა უნდა ვირუსული გახდა და მას შემდეგ ზოოპარკს სწორედ ამ დათვის სანახავად ყოველდღიურად 20 000 მდე ადამიანი სტუმრობს.image
ზოოპარკის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვიდეო ნამდვილი მალაიზიური დათვია. უფრო სწორედ, დათვი სახელად ანჟელა. მათი თქმით, სახელმწიფო დაწესებულება არ დათანხმდება მსგავს მოტყუებას და არანორმალურ სიცხეში +40°C, დათვის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი რამდენიმე წუთსაც ვერ გაძლებს. ისინი ჟურნალისტებს პრესტურის გამართვას დაჰპირდნენ, რათა დათვის ავთენტურობა გადაემოწმებინათ.image



0
370
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0