x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ბიბლუსში“ წინასასწავლო სამზადისი დაიწყო - განახლებული კოლექცია, ყველაზე დიდი არჩევანი და მისაღები ფასები
image

„ბიბლუსი“ - ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი სასკოლო სამზადისი იწყება, ახალ სასწავლო სეზონს სიახლეებით ხვდება. წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი ტრადიციულად სასკოლო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. მათი შეძენა „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.


„ბიბლუსში“ წარმოდგენილია 4 ახალი, განსხვავებული დიზაინის სერიული პროდუქცია PONTO-ს ბრენდის ქვეშ. სერიები შემდეგ პროდუქტებს აერთიანებს: ზურგჩანთა, სავსე პენალი, კალამი, ბლოკნოი, ზმბარიანი ბლოკნოტი, რვეულები. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ახალი სერიების პარალელურად მაღაზიებში წარმოდგენილია ზურგჩანთების დიდი ასორტიმენტი. მრავალფეროვნება ეხება როგორც დიზაინს, ისე ღირებულებას.


„ჩვენთან ჩანთების ფასი 14 ლარიდან იწყება. ძალიან მრავალფეროვანია ჩანთების არჩევანი, ისევე როგორც სხვა ნებიმისიერი სასკოლო პროდუქტის. თუმცა სხვადასხვა სერიის პროდუქცია შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ ნუ დაელოდებით სწავლის დაწყებას და უკვე დაიწყეთ წინასასკოლო სამზადისი. „ბიბლუსი“ საშუალებას გაძლევთ ეს პროცესი დღესასწაულად აქციოთ“, - აცხადებენ „ბიბლუსში“.


image

„ბიბლუსში“ წარმოდგენილი ძირითადი ბრენდებია:


  • MILAN ესპანური ბრენდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ის პოპულარული და მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "ბიბლუსი“ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლებია საქართველოში. MILAN გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მისაღებით ფასებით. სწორედ ამიტომ მომხმარებლის დიდ ნდობას იმსახურებს;
  • PONTO „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ბრენდია, რომელიც იწარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, გამოირჩევა კარგი ხარისხით და საშუალო ფასებით. ბრენდის შექმნაზე მუშაობს დიზაინერების გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ახალ, ფერად და მიმზიდველ კოლექციებს სთავაზობს ყველა ასაკის მომხმარებს. PONTO–ს ასორტიმენტში შედის როგორც საბავშვო, ასევე საოფისე–საკანცელარიო პროდუქცია;
  • PASO პოლონური ბრენდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციით. PASO-ს ბრენდის ქვეშ წარმოდგენილია საბავშვო პროდუქცია: ზურგჩანთები, პენლები, ლანჩბოქსები, წყლის ბოთლები და სხვა;
  • BELMIL სერტიფიცირებული ორთოპედიული ზურგჩანთების მწარმოებელი ბრენდია;
  • CENTRUM შერეულ სასკოლო პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს.

სასკოლო კოლექცია ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე.


R

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0