x
მეტი
  • 06.06.2024
  • სტატია:135136
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509454
კოსმოსური ხომალდის მსგავსი 30 კილომეტრიანი კომეტა დედამიწას უახლოვდება

image

კომეტა 12P/Pons-Brooks -მ მოულოდნელად უცნაური ფორმა მიიღო. ეს მოხდა 20 ივლისს და კომეტა 100- ჯერ უფრო კაშკაშა გახდა. მან გამოუშვა ორი "რქა" კიდეების გარშემო და იგი გახდა ვარსკვლავური ომების კოსმოსური ხომალდის "ათასწლიანი შევარდენის" მსგავსი. კომეტა ხომალდს შეადარა იმ მრავალმა ასტრონომმა, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან მას.




ასტრონომებს სურთ გაიგონ, რა დაემართა ამ 12P/Pons-Brooks-ს. მაგრამ მათ ჯერ არ შეუძლიათ ამის ახსნა. მათ მხოლოდ ეჭვი აქვთ, რომ კომეტა, სავარაუდოდ ყინულოვანია და შიგნით თხევადი ნახშირწყალბადებითა და გაზებით არის სავსე, რომლებიც ახლახან გამოიფრქვა. მისი 30 კილომეტრიანი ბირთვის ზედაპირზე მოხდა ყინულის ვულკანის ამოფრქვევა, რომელიც გამოწვეულია მზის სხივების გახურებით. შედეგად, ნათელი ღრუბელი გაიზარდა, თუმცა, საიდან გაჩნდა ე.წ. "რქები", გაურკვეველია.


image

ოფიციალური ვერსიით, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში იქნა მიღებული, რაღაც ყინულოვანი, მაგრამ ბევრად უფრო პატარა, აფეთქდა 1908 წლის 30 ივნისს ციმბირის ტაიგის თავზე (ე.წ. ტუნგუსკის მოვლენა). ჰაერის აფეთქებამ 2000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზე ათობით მილიონი ხე წააქცია.





კომეტა 12P / Pons-Brooks-ს, რომლის დიამეტრი 30 კილომეტრია, ბევრად მეტი პრობლემა მოჰყვებოდა, წარმოდგენაც კი საშინელია, მაგრამ ეს არ მოხდება. ახლა ის ოდნავ შორს არის მარსის ორბიტიდან. ის ჩვენი მიმართულებით მოაფრინავს, მაგრამ დედამიწას 144 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. ეს მოხდება 2024 წლის ივნისში.


image

კომეტა მზესთან ყველაზე ახლოს 2024 წლის აპრილში იქნება. ის ანათებს 4-5 მაგნიტუდის ვარსკვლავივით და შესაძლოა უფრო კაშკაშა გახდეს, თუ ახალ ამოფრქვევას მოაწყობს. ნებისმიერ შემთხვევაში, დამკვირვებლები შეუიარაღებელი თვალით დაინახავენ კომეტა 12P/Pons-Brooks-ს.




ცნობისთვის: პირველად კომეტა ასტრონომმა ჟან-ლუი პონსმა დაინახა 1812 წელს, 1883 წელს ის კვლავ აღმოაჩინა ასტრონომმა უილიამ ბრუკსმა.

0
233
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0