x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ბუნება შენი მეგობარია, შენც გახდი ბუნების მეგობარი


image


მზის ამოსვლისა და ჩასვლისთვის, ზაფხულობით მოშრიალე, შემოდგომაზე - ხრაშუნა, ზამთარში - მთრთოლვარე და გაზაფხულზე - ახალწამოსული ფოთლისთვის; ტოტიდან ტოტზე მხტომი ციყვისთვის; მთის გულგადახსნილი ჩანჩქერისთვის; დილის ცვარისთვის და იმ ნიავისთვის, შენდაუნებურად რომ გაღიმებს, მადლობა ბუნებას. აქ ყველა სადარდებელს ეცლება ძალა.


ურთიერთობა, რომელშიც სიტყვები ზედმეტია, იმხელა ენერგიით გავსებს, სხვასაც რომ შეგიძლია გადაუნაწილო. თუ მაღალი, ცამდე ასული ხეების გარემოცვაში დადგები და ზემოთ აიხედავ, გაგიჩნდება უცნაური შეგრძნება სიდიადისა.


თითქოს შენც შეგიძლია იყო იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ხარ და დაინახო შენში ან შენით “რაღაც ახალი, სულ მთლად ახალი“. და მდინარის ხმა? დუდუნით მოდის და ყველა დალექილი დარდისგან გათავისუფლებსო თითქოს...


image

მერე ასე რომ მოგწონს ეს ვეებერთელა ხეები, ერთი შენც მიამატე, თუნდაც ათწლეულების მერე სხვაც რომ აივსოს ენერგიით... და ის ტოტიდან ტოტზე მხტომი ციყვი? თუ ასეთი ლამაზია, ნუ მოკლავ, გაახაროს სხვაც. მერე ის სხვაც გააკეთებს…


იმ სხვას კიდევ მიემატება ვინმე და ეგება მოხდეს ისეც, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის ნაცვლად ერთმანეთის განწყობაზე ამ გზით დავიწყოთ ფიქრი. გიყურებიათ, როგორ გადადის ნიავი ხიდან ხეზე? ეგებ ბუნებაზე ზრუნვაც გადამდებად ვაქციოთ და სად წავა ეს სიკეთე თუ არა ისევ ჩვენთან.


ხომ ჯობია სიხალასე, ხომ ჯობია სიმწვანე? მოუფრთხილდი, ემეგობრე, ახარე და იხარე.


მადლობა ბუნებას....


R


0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0