x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"კეთილი მგზავრობა" - ახალი ეტაპი "ვისოლის" განვითარების ისტორიაში

image

კომპანია „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობის ბაზარზე 23 წლიანი წარმატებული ოპერირების შემდგომ ბრენდის სტრატეგიული განახლება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შექმნას, რაც იდეალურად ჩანს ახალ სლოგანში - „კეთილი მგზავრობა!“.

image

„ჩვენ ქვეყნის განვითარებასთან ერთად ვვითარდებოდით. „ვისოლი“ 23 წლის განმავლობაში წერდა თავის ისტორიას. ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელმაც შექმნა პრეცენდენტი, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში, ქართული ინვესტიციით და მენეჯმენტით შეიქმნას წარმატებული ნავთობკომპანია, რომელმაც ძლიერი კონკურენცია გაუწია ქვეყანაში აერსებულ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებს. “ვისოლი” დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორიაც „ვისოლით“ დაიწყო და დღეს „სმარტი“ განახლებული ვიზუალური კონცეფციით, ავტომომსახურების ქსელი „ვინტო“, ამერიკული რესტორნები „ვენდი“ და „დანკინი“ ერთ სივრცეში „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა პირობას ქმნის. ახალი ლოიალობის სისტემით კი „ვისოლის“ ერთგულებისთვის სარგებელი კიდევ უფრო ხელშესახებია. შესაბამისად, „ვისოლი“ ახალ დანაპირებს - „კეთილი მგზავრობა“ - ბრენდის ახალი სტრატეგიით სრულფასოვნად შეასრულებს“.– აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.

image



„ვისოლის“ ახალი ლოიალობის სისტემით მომხმარებელი სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად იღებს 15 თეთრ ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში. მომხმარებელს ერთგულებისთვის სხვა საჩუქრებიც ელის.


„ვისოლისა“ და „სმარტის“ ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. გიორგი ტაბატაძე და ვასკა ჩუბინიძე წარმოადგენდნენ გუნდს, რომელმაც 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა. „ვისოლისა“ და „სმარტის“ ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა.


„ასეთ მასშტაბურ ბრენდთან მუშაობა ჩვენთვის ალბათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იყო. პროცესი დავიწყეთ 2021 წლის დეკემბერში და მას მერე ვმუშაობთ ბრენდის ახალ სტრატეგიაზე, განახლებულ ვიზუალურ იდენტობაზე. ლოგოზე მუშაობის პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და საინტერესო იყო, ვინაიდან განახლებული სტრატეგია ვიზუალურად ზუსტად უნდა გვეთარგმნა. ასე მივიღეთ სიმბოლო, რომელსაც დიდი იდეური დატვირთვა აქვს: გზამკვლევი ვარსკვლავი, კომპასი, საქართველოს დროშა და გზაჯვარედინი - ყველაფერ იმაზე მიგვანიშნებს, რაც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობასთანაა დაკავშირებული..“ - ვასკა ჩუბინიძე სააგენტო Millennial Hub.

image


“ვისოლს“ - შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისს და პროდუქტს, ბრენდის სტრატეგიული განახლება სჭირდებოდა, რომ აღნიშნული კონკურენტული უპირატოსება მეტად ხაზგასმული და მომხმარებლისთვის უფრო მკაფიოდ ნათქვამი ყოფილიყო. პრზოცესის სრულყოფილი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იყო კომპანიის ყველა რგოლის თანამშრომლის, მმართველი გუნდის, მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფებისა და სტრატეგიული ბრენდინგ სააგენტოს სრულფასოვანი ჩართულობა და კონტრიბუცია. შედეგად, ჩვენ შევძელით კომპანიის დნმ-ის შენარჩუნებით, განახლებული ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი ლოიალობის სისტემის შექმნით და ახალი მკაფიო სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“, „ვისოლი“ განვთარების ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა. “ვისოლის“ ბრენდის მთავარი სიმბოლო პოლარული ვარსკვლავი გახდა, როგორც სწორ გზაზე სიარულის, შეჩერების და შევსების ადგილი და კომპანია გააგრძელებს ამ მიმართულებით განვითარებას, რომ საქართველოს ყველა მნიშვნელოვან წერტილში დახვდეეს ერთგულ მომხმარებელს“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.


“ვისოლმა“ მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ დაფუძნების დღიდანვე დაისახა მიზნად და პირველი იყო ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტები დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა. შესაბამისად, „ვისოლმა“ მომხმარებლის მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებისთვის ყველა პირობა შექმნა. ახალი დანაპირები -„კეთილი მგზავრობა“ კი ყველაზე დროულია და ერთგულ მომხმარებელს წინ დიდი თავგადასავლებით მოგზაურობა ელის.



R




0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0