x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508879
რატომ იწერენ პირჯვარს კათოლიკეები და მართლმადიდებლები განსხვავებულად? - საინტერესო ფაქტი!

image


მართლმადიდებლობა კათოლიციზმისგან განსხვავდება, მაგრამ კითხვაზე კონკრეტულად თუ რაში მდგომარეობს აღნიშნული განსხვავება პასუხი ყველას არ აქვს. ეკლესიებს შორის განსხვავებები არა მხოლოდ სიმბოლიკაში, არამედ რიტუალებსა და დოგმატურ ნაწილშიც არსებობს, თუმცა დღევანდელ სტატიაში კონკრეტულად იმაზე ვისაუბრებთ თუ რატომ ისახავენ პირჯვარს მართლმადიდებლები მარჯვნიდან მარცხნივ, კათოლიკეები კი პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ.


image


1570 წლამდე კათოლიკეებს უფლება ჰქონდათ პირჯვარი გადაესახათ როგორც მარჯვნიდან მარცხნივ, ასევე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა შემდეგ რომის პაპმა პიუს V დაჟინებით მოითხოვა რომ მორწმუნეებს პირჯვარი მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივ გადაეწერათ და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად. "მორწმუნე ჯვარს შუბლიდან მკერდისკენ და მარცხნიდან მარჯვნისკენ ისახავს" - ამბობდა ღვთის დიდი მოციქული.


image


საქმე იმაშია, რომ ხელის ამ ტრაექტორიით მოძრაობა ქრისტიანული სიმბოლიკის მიხედვით, მიანიშნებს ღმერთისადმი მიმართვას, ხოლო მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობა - ღვთის მიერ მორწმუნებიის კურთხევას.

image

ალბათ, შეამჩნევდით, რომ როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე მღვდლები პირჯვარს მორწმუნეებს მარცხნიდან მარჯვნივ გადასახვენ, რაც ერთგვარი დალოცვის ჟესტია, გარდა ამისა, რაც ასევე საინტერესოა არის ის რომ ხელის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს ცოდვიდან ხსნაზე გადასვლას, ვინაიდან მარცხენა მხარე ქრისტიანობაში ეშმაკის ძალასთან ასოცირდება, ხოლო მარჯვენა - ღვთაებრივთან, ჯვრის მარჯვნიდან მარცხნივ გადასახვა კი ღვთაებრივის ეშმაკზე გამარჯვების ნიშანია. აი, ასე!










0
1119
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1119