x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სიცოცხლისთვის საშიში ზაფხული ბავშვებისთვის-რა მოხდა თბილისის ზღვის კლუბში?
image

"ჩემი შვილი სუპერ გმირი! იოანე მეორეჯერ დაიბადა. აუზში დაგვეხრჩო, მამამ ამოიყვანა, არანაირი სასიცოცხლო ნიშნით, ლიტრ-ნახევარი წყალი ჰქონდა ნაყლაპი. წამებში მოხდა ყველაფერი, ვერაფრით ვეხმარებოდი. 4 წუთამდე გული ჰქონდა გაჩერებული, რომ არა სასწრაფო, რომელმაც თავისი პროფესიონალური რეაქციით გადამირჩინეს შვილი.


დიდი მადლობა სათითაოდ ყველას, ვინც იმყოფებოდა აუზზე და ცდილობდნენ იოს გადარჩენას ყველანაირი ხერხით სასწრაფოს მოსვლამდე.უდიდესი მადლობა პედიატრიული პრივატ კლინიკა/Pediatric Private Clinic პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც რეანიმაციაში არ აკლებდნენ ყურადღებას. მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა, ვინც ილოცეთ ჩემი შვილისთვის.


სამწუხაროა, "თბილისის ზღვის კლუბის" აუზზე მაშველია და პირველადი დახმარების გაწევა არ შეუძლია. საჭიროდაც კი არ ჩათვალეს, მოვეკითხეთ მაინც. ერთმა უყურადღებო წუთმა შეიძლება ტრაგედიად აქციოს ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. ყველა წუთი მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ შვილებს" -წერს სოციალურ ქსელში მარიკო ჭყონია .(ამჯერად პოსტი აღარ იძებნება, მოამხმარებელმა ან წაშალა, ან შეცვალა პოსტი კონფიდეციალობის პარამტერები)



სიცოცხლისთვის საშიში ზაფხული ბავშვებისთვის — რა მოხდა თბილისის ზღვის კლუბში, სადაც 5 წლის ბავშვი სიკვდილს გადაურჩა, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.


0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0