x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
HONOR - ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაცია სმარტფონების ბაზარზე
image

სმარტფონების ბაზარი განსაკუთრებული კონკურენციით გამოირჩევა. წამყვანი ბრენდების ფლაგმანი მოდელები ერთმანეთს პირველობას არ უთმობენ. ამ დროს კი ბაზარზე აქტიურად იკიდებს ფეხს შედარებით ახალი ბრენდი HONOR, რომელიც მომხმარებლებს ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანხვედრას სთავაზობს.


სწორედ ამ ორი კრიტერიუმის სწორი კომბინაციით პოზიციონირებს დღეს მსოფლიო ბაზარზე HONOR, რომელიც მომხმარებლებს სმარტფონებთან ერთად სხვა ჭკვიან მოწყობილობებსაც სთავაზობს.


HONOR შექმნილია Huawei Group-ის მიერ. ბრენდზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო, თუმცა საბოლოო პროდუქტი ბაზარზე პირველად 2013 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად, პროდუქცია მხოლოდ ჩინეთში იყიდებოდა, 2014 წელს კი საზღვრებს გასცდა და მისი გაყიდვა პირველად მალაიზიაში დაიწყო. რამდენიმე თვეში კი HONOR-ის სმარტფონები ევროპის ქვეყნებშიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, 2015 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ევროპაში 20 მილიონი ტელეფონი გაიყიდა.



კომპანია ძალიან სწრაფად იზრდებოდა და 2015 წლის ივნისში HONOR-ის სმარტფონები უკვე 74 ქვეყანაში აქტიურად იყიდებოდა, მათ შორის, ინდოეთსა და იაპონიაშიც. 2017 წლიდან კი ის აქტიურად არის წარმოდგენილი აშშ-შიც.

image

ამჟამად HONOR მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ოფიციალურად არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, ისე მაღალი დონის სერვისს. ბრენდი საქართველოშიც ოფიციალურად წარმოდგენილია და მისი მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი „ალტას“ მაღაზიათა ქსელში არის წარმოდგენილი.


როგორც HONOR-ში განმარტავენ, მათი მიზანია ჭკვიანი გადაწყვეტილებები და მოწყობილობები ყველასთვის და ყველა სიტუაციაში ხელმისაწვდომი გახადონ. ინოვაცია, ხარისხი და მომსახურება - სწორედ ამ სამ საკითხზე აკეთებს კომპანია მთავარ აქცენტს.


აღსანიშნავია, რომ HONOR გახლდათ პირველი კომპანია, რომელმაც არაერთი ახალი ტექნოლოგია დანერგა ბაზარზე. წარმოების დიდი ნაწილი კი სმარტფონებს ეთმობა. ბრენდის თითოეული სმარტფონი ხარიხის კონტროლის მკაცრს პროცესს გადის და მხოლოდ შემდეგ ხვდება რეალიზაციაში. ახალი მოდელის გაშვებამდე კი 20-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტით ხდება მისი შემოწმება.

image

ბრენდი 10 წლისაა, თუმცა ის უკვე აერთიანებს რამდენიმე ფლაგმან მოდელს, რომლებიც მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარულია. თითოეული მათგანი ხარისხიანი კამერითა და მაღალი დონის ეკრანით გამოირჩევა. აქვე HONOR-ის სმარტფონების რამდენიმე უპირატესობასაც გაგაცნობთ:


  • HONOR 70-ის მთავარი კამერის გაუმჯობესებული HDR ფუნქცია უზრუნველყოფს ყველაზე მცირე დეტალების მაღალ გარჩევადობას ნებისმიერ განათებაში;
  • HONOR X9a-ს ეკრანი დაუჯერებელი სილამაზითაც მოგაჯადოებთ და 0.65მმ-იანი მინის გამყარებული ეკრანის დამსახურებით, თავისი სიმტკიცითაც გაგაკვირვებთ;
  • Honor X8a-ს მთავარი უპირატესობა მისი 100 მეგაპიქსელიანი კამერაა. HONOR X8a-ს უმაღლესი ხარისხის კამერა და დაბალი ნათების მაღალი აღქმადობა უზრუნველყოფს, რომ თქვენი თვალწარმტაცი ღამის ცაზე თითოეული ვარსკვლავი მკაფიოდ ჩანდეს;
  • Honor X9a-ს აღნიშნული მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა მისი უძლეველი 5100mAh ელემენტია. თქვენ ნამდვილად გაგაოცებთ სმარტფონი, რომელიც ორი დღის განმავლობაში შეუჩერებლად იმუშავებს. 40W HONOR-ის სუპერ სწრაფი დატენის საშუალებით, შეგიძლიათ HONOR X9a სულ რაღაც 30 წუთში დამუხტოთ და შემდეგ 12-საათნახევრის განმავლობაში უწყვეტი ვიდეო სტრიმინგისთვის გამოიყენოთ;
  • HONOR 70-ის Macro Mode საშუალებას გაძლევს 2 სანტიმეტრამდე მიუახლოვდე გადაღების ობიექტს და ფარდა ახადო ისეთ დეტალებს, რომლებიც ხშირად ფოკუსს მიღმა რჩება.

R

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0