x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ყველაზე სწრაფი ოჯახი დედამიწაზე, ხუთი ულამაზესი და ეთიოპიიდან ფენომენალური მონაცემებით

image
ეთიოპია ცნობილია მძლეოსნებით, სპორტის ეს სახეობა ბუნებრივ კლიმატში გადარჩენის სახეობა იყო სულ რამდენიმე ათწლეულის წინ და სწრაფი სირბილი ლამის გენეტიკურ კოდად იქცა ეთიოპელებისათვის.

სწორედ ეთიოპიდანაა ეს დები, დიბაბას გვარი არა მარტო ეთიოპიაშია ცნობილი, არამედ მძლეოსნობის მოყვარულთა წრეში ერთერთი ყველაზე ცნობილი ოჯახიცაა.
დიბაბების ოჯახი ერთადერთია ჯერჯერობით მძლეოსნობის ისტორიაში, რომლებმაც ერთდროულად დაამყარეს მსოფლიო რეკორდები, აიღეს 4 ოლიმპიური ოქროს მედალი, 2 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს და 15 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ერთი სიტყვით დიბაბას ოჯახია ფენომენალური ოჯახი, სადაც ცხოვრობს მსოფლიოში სახელგანთქმული მძლეოსანი დები და მათი ზე ფენომენალური ბიძაშვილი ტიუნეშ დიბაბა (რომელსაც ოჯახი შვილად და დად თვლის). სიღარიბეში გაზრდილ გოგოებს ახლა ყველა საშუალება აქვთ იცხოვრონ ფუფუნებაში, იყიდინ ძვირადღირებული მანქანები, იყიდონ ყველაზე ძვირადღირებული მობილურები, იარონ წამყვანი ბრენდების სილამაზის სალონებში და ამავე დროს დაეხმარონ სხვებსაც.
მთიან რეგიონში დაბადებულ გოგონებს უწევდათ ბარში ჩარბენა და უკან ამორბენა, რამაც მათი ფიზიკური მონაცემების გაძლიერებას შეწუწყო ხელი, სწორედ "სპარტანულმა" ცხოვრების რეჟიმმა აქცია ისინი ფენომენალურ მძლეოსნებად დიდ დისტანციებზე.


ამ სურათზე სწორედ ის დებია, რომლებიც საკუთარი შრომის, გარჯის და მუყაითობის წყალობით ტურნირს ტურნირზე იგებდა, იგებდა ოლიმპიადებში, მსოფლიო ჩემპიონატებზე და ახლა თავს აძლევენ უფლებას გამოიყენონ ყველა საშუალება თავის ლამაზად წარმოსაჩენად, მათ შორის სმარტფონების ფილტრები.

image

როცა ეს გოგონები გამოდიოდნენ 5 000 და 10 000 მეტრიან დისტანციებზე, მათთან ერთად მონაწილე მძლეოსნებს რჩებოდათ ერთადერთი გამოსავალი, თვალი ედევნებინათ ამ გოგონების ზურგისათვის ფინიშის ხაზამდე.

დააკვირდით რამხელა მანძილითაა ეს გოგო გაჭრილი წინ მეტოქეებისგან.

image

დების ოთხეული ვარჯიშისას, მეხუთე სავარაუდოდ კადრს მიღმა დარჩა.

image

დები
imageimage
4 და და მათი ბიძაშვილი ტირუნეში (ცენტრში), რომელიც ფენომენალური მონაცემებისაა. სამგზის ოლიმპიური და ხუტზის მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული 5 000 და 10 000 მეტრიან დისტანციებზე.

imageimageimage







0
86
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
86