x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134783
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509139
როგორ შეიცვალა მსოფლიო და ჩვენი ცხოვრება, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე

ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებს მოესწრო, ეხსომება, რომ 1998 წელს მობილური ტელეფონი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ხოლო ინტერნეტი, უამრავ ადამიანს მიუწვდომელი ეგონა.

დღეს კი, ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, მსოფლიო შეიცვალა...

აქ წარმოგიდგენთ ინფორმაციას, იმ ძირითადი ცვლილებებს შესახებ, რომელიც მსოფლიოში, ბოლო 25 წლის მანძილზე განხორციელდა:


წინა პლანზე ახალი სოციალური საკითხები გამოვიდაimage


ყველა თაობას, წინა პლანზე, ახალი-ახალი სოციალური საკითხები გააქვს. დღეს ყველაზე აქტუალური არათანასწორობის პრობლემაა. ამასთან, არა მხოლოდ შემოსავლების, არამედ გენდერული, რასობრივი, სამართლებრივი და ბევრი სხვა თვალსაზრისით.

ბოლო წლების ტენდენციას წარმოადგენს ლგბტ-თემის ბრძოლა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვისთვის.


მსოფლიოს მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდაimage


1998 წელს მსოფლიო მოსახლეობის საერთო რაოდენობა მნიშვნელოვან ნიშნულს მიუახლოვდა. მაშინ დედამიწაზე 5, 9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მომდევნო წელს – 6 მლრდ. გახდა.
ბოლო 25 წლის მანძილზე, მსოფლიო მოსახლეობა 2, 2 მლრდ-ით გაიზარდა და დღეს 8 100 373 540 შეადგენს.


მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი ქალაქებშიცimage


ეს მასშტაბური პროცესია, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთნაირად ვითარდება.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 25 წლის წინ, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ცხოვრობდა ქალაქში.
მაგრამ, 2007 წლისთვის, ქალაქის მოსახლეობა უკვე 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. ხოლო, დღეს, ეს მაჩვენებელი უკვე 55%-ია.


შენობებმა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიესimage


1998 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, მალაიზიაში ახლად აშენებული Petronas Twin Towers იყო. მისი სიმაღლე 451 მ-ს შეადგენს. მას შემდეგ, უამრავი ცათამბჯენი აშენდა და ყოველ ჯერზე, შენობის სიმაღლე თანდათანობით იზრდებოდა.
ამჟამად, ყველაზე მაღალი 828 მ. სიმაღლის ბურჯ-ხალიფაა (ხალიფას კოშკი) დუბაიში. რაც შეეხება Petronas Twin Towers-ს, ის მაღალი შენობების რეიტინგში, მე-15 ადგილზე ჩამოვიდა.

ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება შეცვალაimage


ჩვენი ცხოვრება რთულად წარმოსადგენია ინტერნეტის გარეშე. მაგ., 2000 წ. მას მხოლოდ 400 მლნ. ადამიანი მოიხმარდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის 6% შეადგენდა. დღეს კი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 5, 16 მლრდ–მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო მოსახლეობის 66% შეადგენს.
1998 წელს შეიქმნა კომპანია Google, თუმცა ის მაშინ სულ სხვანაირი იყო.

სოციალურმა ქსელებმა მსოფლიო დაიპყრესimage


დღეს ინტერნეტის გამოყენების ყველაზე ხშირი მიზეზი სოც. ქსელებია. სულ უფრო მეტი ადამიანი გადის რეგისტრაციას, რაც მათ ერთმანეთთან ურთიერთობის და ახალი ამბების გაგების საშუალებას აძლევს. 25 წლის წინ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.
დღეს სოც. 4, 62 მილიარდი ადამიანი სარგებლობს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 58, 4 პროცენტს შეადგენს.



მობილური ტელეფონი – აუცილებლობას წარმოადგენს და თითქმის ყველას აქვს image


ისევე როგორც ტექნოლოგიის სხვა სახეებმა, ბოლო 25 წლის მანძილზე, მობილურმა ტელეფონებმა ფართო გავრცელება ჰპოვა.
ასე, მაგ., აშშ-ს მოსახლეობის 95% მობილური ტელეფონი აქვს. შედარებისთვის, 1996 წელს, ის მხოლოდ 60% -ს ჰქონდა.


გაჩნდნენ უპილოტო ავტომობილებიimage


მხოლოდ 25 წელი გახდა საჭირო, უპილოტო ავტომობილებთან დაკავშირებული ოცნების ასასრულებლად. დღეს ასეთი მანქანა, უკვე ჩვენი რეალობის ნაწილია.
ამ ავტომობილების შექმნის იდეა, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა და დღეს უკვე, უპილოტო მანქანა ტესტირების რეჟიმშია. აღნიშნული პროექტით, ისეთი ცნობილი კომპანიები დაინტერესდნენ, როგორიცაა: Tesla, GM, Ford, Uber, Google და Apple.


კლიმატის შეცვლა სამწუხარო რეალობად იქცაimage


მეცნიერები უკვე დიდი ხანია, კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ. თუმცა, ამ ცვლილების ეფექტი, ჩემთვის შესამჩნევი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები, დიდი სიჩქარით მიმდინარეობს. არის ქვეყნები, რომლებშიც კლიმატის ცვლილება ქარიშხლის და წყალდიდობის გახშირებით აისახა. არის ქალაქები, რომლებსაც დატბორვის საფრთხე ემუქრება.
ეკოლოგიის საკითხებს სულ უფრო დიდი როლი უკავია საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში.

image


არხის სხვა სიახლეები:


* 35 000 წლის ოქროს წიგნები – აკრძალული არქეოლოგიის არტეფაქტები

* მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)

* უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე, ის ტვინისთვის აუცილებელია – 5 მითი ჯანსაღი კვების შესახებ



0
331
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0