x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134655
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
"ეს ფილმი უნდა დაიწვას "-რომელი ფილმის გარშემო ატყდა მოსკოვში სკანდალი?
image

12 ივლისი (1939წ.) რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის დაბადების დღეა, რომელსაც ქართველი კინომოყვარულები იცნობენ ფილმებით "ქალაქი ანარა", "მოცურავე". ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" და რა თქმა უნდა მოკლემეტრაჟიანი ფილმით "ქვევრი", რომელიც რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი იყო. თუ როგორ იქმნებოდა მისი ფილმები თავად რეჟისორი მოგვითხრობს ინტერვიუში.




– თქვენი პირველი სურათი „ქვევრია“ ერთ-ერთი ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც სრულმეტრაჟიან ფილმებთან ერთად ქართული კინოს დიდება მოუტანა . ადვილია ვივარაუდოთ, რომ პირანდელოს ისტორიის გარდა, ის დაფუძნებულია თქვენს რაიმე ცხოვრებისეულ ინციდენტზე...




- უფრო ზუსტად შემთხვევა კი არა, კახეთში პირველი მოგზაურობის მოგონება. ღამით აივანზე გავედი და მთვარით განათებული ხეობა დავინახე. სრულ სიჩუმეში უცნაური ბუყბუყის ხმა ისმოდა. მეორე დილით ვიკითხე რა იყო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ასე დუღს ღვინო მიწაში ჩადგმულ უზარმაზარ ქვევრებში და თითო ეზოში 7-8 ასეთი ქვევრი იყო, თითოეულში ტონანახევარი ლიტრი ღვინო იყო . ამ მოგონებამ მომცა სტიმული. თავისთავად, მარტო იტალიური ნოველა ვერ გამიჩენდა გადაღების სურვილს კაცზე, რომელიც ვერ ამოძვრა ღვინის ქვევრიდან. მჭირდებოდა შინაგანი ბიძგი და პირადი გრძნობები, რომლებიც დაკავშირებული იყო გარკვეულ ადგილსა და დროზე. კახეთი იქცა ისეთ ადგილად, სადაც სოფლების სახელები ღვინის სახელებად არის ქცეული, უცნობები კი შეხვედრისას ხელს ართმევენ. ასე რომ, ქვევრის გუნდი გახდა ფილმის კამერტონი.



- იტალია გაერთიანდა საქართველოსთან?


– დიახ, იტალიური ისტორია შესანიშნავად ჯდება ქართულ სურათში. მაშინ მივხვდი, რომ მთელი სამხრეთი ევროპა - ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, საქართველო - ერთი ადამიანური ჩახუტებაა.

image

„ქვევრის“ მერე ტელევიზიაში აღმოვჩნდი. იქ მონტაჟზე ვმუშაობდი. მერე გადავიღე დოკუმენტური ფილმი ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე. მოგზაურობის დროს კი წავაწყდი რეალურ ფაქტს. ქართლში, ერთ ოჯახში უზარმაზარი ყანწი მაჩვენეს – წესი ასეთია, ვინც ბოლომდე დალევს, იმას დარჩებაო. რის შემდეგაც დაიბადა იდეა გადამეღო „ქალაქი ანარა“.


image


- როგორც ვიცი, თქვენი სარეჟისორო კარიერა კინაღამ დასრულდა ფილმ „მოცურავის“ გამო, როგორ მოხდა ეს?


– დასრულებული სურათი გოსკინოში წავიღე, მომდევნო პარტიის ყრილობის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე. სტალინის რეაბილიტაცია ხდებოდა: მაშინ თავად ბრეჟნევი ირგებდა დიდი მეთაურის როლს. ამ დროს კი ვიღაც ქართველი ჩამოდის ფილმით, სადაც დიდი მესაჭე უცნაურ კოქტეილში ჩნდება. ერთ ეპიზოდში ბიჭი ბელადის ბიუსტი აკვარიუმში ჩაუვარდება, ამას მეზობელი ამჩნევს და დააბეზღებს.


მეორე ეპიზოდში კი მასიური ცურვაა ტივზე სტალინის პორტრეტით.


მე კარგად მახსოვს ეს გაცურვები, როცა 4-5 ათასი ადამიანი ერთდროულად შედიოდა ზღვაში და ცურავდა ნავებით, ტივებით, ლოზუნგებითა და ბელადის პორტრეტებით და გადახლართული ქაღალდის ყვავილებით. ალბათ, ბრეჟნევის ეპოქის პარტიული ჩინოვნიკებისთვის ეს სცენები ბელადისათვის პატივისცემის ნაკლებობას გამოხატავდა. და აი ფილმს ნახულობენ გოსკინოში, დარბაზში ზის კომიტეტის თავმჯდომარე ერმაში და მისი მოადგილე პავლენოკი. ფინალური ტიტრები. შუქი აანთეს. სრული სიჩუმეა, გაქვავებული სახეები. საშინელად ხანგრძლივი პაუზა. მერე ერმაში ადგა და გვერდზე ჩამიარა, კართან ჩერდება, ბრუნდება და ამბობს: „ეს ფილმი უნდა დაიწვას“.


- და თქვენ ჰკითხეთ: "რეჟისორთან ერთად?"



- საიდან იცით?!


-თქვენ ადგილას წარმოვიდგინე თავი


- ერმაშმა ძალიან ცუდად შემომხედა, არაფერი უთქვამს და გარეთ გავიდა. მალე საქართველოდან გოსკინოში დეპეშა მოვიდა, ბრძანებით, რომ დამდგმელი რეჟისორის წოდება ჩამომერთვა. ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო აზრი. ასე გავხდი სცენარისტი. და გარკვეულწილად მათი მადლიერი ვარ, რადგან ყოველთვის მიზიდავდა წერა და როდესაც ფლმს იღებ, წერის სურვილი არ გაქვს. შემდეგ კი ფრთები გავშალე და ავფრინდი... რა თქმა უნდა, ბევრი დავწერე გასაყიდად, მაგრამ არ მიყალთაბანდია.

image

რაც შეეხება "მოცურავეს", ნეგატივების მოპარვა მომიხდა. კინო-ლაბორატორიაში მესამე სართულზე ავძვერით, ფანჯრიდან გადავბობღდით და ნეგატივები წამოვიღეთ. ის ეპიზოდები, რომლებიც მათ წარმოდგენაში მათივე იდეოლოგიის მიმართ კრიმინალური მოტივები იყო, ამოვჭერი და ბებიასთან, მაცივარში შევინახე. 3-4 წელი იქ ინახებოდა. ბებიაც ბრაზდებოდა – პამიდვრის ადგილი არა მაქვს, გადააგდე ეს საშინელებაო. მერე ფილმმა ევროპაში ფესტივალებზე ბევრი პრიზი აიღო. იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარულ ფილმად იქცა…

0
849
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0