x
მეტი
  • 12.05.2024
  • სტატია:134729
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
წარსულის ეტიკეტის ნორმები, რომლებიც აბსურდულობამდე აღწევდა

image
ადრე ნებისმიერ სამეფო კარზე მკაცრად რეგულირდებოდა ქვეშევრდომების და მონარქის ქცევა. ეტიკეტის დაცვას უნდა აემაღლებინა სამეფო პიროვნება კარისკაცების და უბრალო ხალხის თვალში. მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ ქცევისა და ფორმალობების მიღებული ნორმები ფაქტობრივად აბსურდულობამდე აღწევდა და ზიანს აყენებდა არა მარტო სხვებს, არამედ თავად მონარქსაც.

1. ტიხო ბრაჰე

ტიხო ბრაჰე იყო ცნობილი დანიელი ასტრონომი, ასტროლოგი და ალქიმიკოსი. მისი გარდაცვალების მიზეზი კვლავ აწუხებს მკვლევარებს. საკმაოდ პოპულარული ვერსია სწორედ სამეფო კარის ეტიკეტის ნორმების აბსურდულობას უკავშირდება.
ლეგენდის თანახმად, ბრაჰე სამეფო მაგიდასთან გარდაიცვალა. მას ძალიან უნდოდა ტუალეტში წასვლა, მაგრამ, ეტიკეტის დებულებით, სუბიექტებს ჭამის დროს ადგომა კატეგორიულად ეკრძალებოდათ. მეცნიერს უნდა გაეძლო როგორმე. ვარაუდობენ, რომ ასტრონომი შარდის ბუშტის გახეთქვით გარდაიცვალა.image

2. მარია-ლუიზა ორლეანელი

1689 წლის თებერვალში ესპანეთის მეფის ჩარლზ II-ის მეუღლემ მარია-ლუიზამ გადაწყვიტა ცხენით გასეირნება. იგი ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი მხედარი, ამიტომ აირჩია ყველაზე ჯიუტი ცხენი თავისთვის. შედეგად დედოფალი უნაგირიდან ჩამოვარდა და ფეხი გაეჭედა.
ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ეს ყველაფერი მეფის თვალწინ მოხდა, მაგრამ მან აუკრძალა ყველას ცოლის დახმარება, რადგან ეტიკეტის მიხედვით არავის ჰქონდა უფლება დედოფალს შეხებოდა. როცა ცხენი უკვე საკმარისად შორს იყო, ორმა კარისკაცმა გააჩერა ის და დედოფალი გაათავისუფლეს. კაცები მაშინვე გაიქცნენ, რადგან შეეშინდათ მეფის რისხვის. მარია-ლუიზა კი მალევე გარდაიცვალა.image

3. მეფე ფილიპე III

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ესპანეთის სამეფო კარზე ქცევის ნორმები ჰიპერტროფირებული იყო. 1604 წლის 22 ნოემბერს მეფე ფილიპე III დაჯდა ბუხართან დასათბლად, როცა მოულოდნელად ცეცხლმა ძალიან იმატა. სპეციალურ მსახურს ევალებოდა ბუხრის მიხედვა, მაგრამ იმ მომენტში ის ადგილზე არ იყო.
მეფემ დამსწრეებს დახმარება აუკრძალა. სანამ სწორი მსახური იპოვეს, ფილიპე III-ს სახე დაეწვა, მაგრამ მან ღირსება შეინარჩუნა.image

4. ჩინეთის იმპერატორის პუ ი-ს დედა

1908 წელს ჩინეთის იმპერატორად 2 წლის პუ ი გამოაცხადეს, ამის შემდეგ მაშინვე წმინდად ქცეული ბავშვი დედას, იულანს დააშორეს. მას არ ჰქონდა უფლება შეხებოდა და მასთან ერთ ოთახში ყოფილიყო. ბუნებრივია, დედასთან განშორებულმა ბავშვმა ტირილი დაიწყო. ეტიკეტის დაცვით ბავშვს ძიძა დაუნიშნეს. მაგრამ მან ვერ დაამშვიდა ბავშვი, რომელიც განწირული ტიროდა. სასოწარკვეთილებით შეწუხებულმა დედამ თავი მოიკლა იმპერიული სასახლის მისაღებ დარბაზში ოპიუმის სასიკვდილო დოზით.
image


0
314
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0