x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერდოღანმა დაამტკიცა, რომ ჭკვიანი პოლიტიკოსია, კომპრომისი თურქეთის საკეთილდღეოდ

image
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რომ ჭკვიანი პოლიტიკოსი და პიროვნებაა ამას ადასტურებს სამხედრო გადატრიალების სწრაფად ჩაქრობა, სირიაში პოზიციების გამყარება და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სწორი პოზიციის დაკავება.
ერდოღანი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დღიდანვე აცხადებდა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და რომ თურქეთი ემხრობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის მიერ უკრაინის განხორციელების პირველივე დღეებიდანვე თურქეთმა დაიწყო უკრაინისათვის დამრტყმელი დრონების მიწოდება.
როცა დადგა საკითხი ფინეთის "ნატოში" მიღებაზე, აქ უკვე ერდოღანმა დაუფარავად განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭრდა ფინეთის მიღბას ალიანსში, რადგან ფინეთი თავშესაფარს აძლევდა თურული კანონმდებლობის მიერ ძებნილ პირებს.

მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც ფინეთმა აღუთქვა თურქეთის ხელისუფლებას, რომ თურქეთთან შეთანხმების გარეშე არ მისცემდა თავშესაფარს თურქ ძებნილებს, თურქეთმაც გადადგა შემხვედრი ნაბიჯი და დათანხმდა ფინეთის ალიანსში მიღებას.

ამჯერად როცა საკითხი დადგა შვედეთის ალიანსში მიღებაზე, ერდოღანმა მტკიცე პოზიცია დაიკავა.
"თუ გსურთ თანხმობა მიიღოთ თურქეთისაგან, გაიხსენეთ რომ 50 წელია თურქეთი უშდეგოდ უკაკუნებს ევროკავშირის კარებს, მაგრამ უშედეგოდ. აქედან გამომდინარე თუ არ მოხდება თურქეთის მიღება ევროკავშირში, ჩვენ მხარს არ დავუჭრთ შვედეთის ალიანსში მიღებას"-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა და მისმა ამ სიტყვებმა დაძრა ყინული.

თურქეთმა მიიღო ევროკავშირის წევრობაზე სრული თანხმობა, მოიხსნება ყველა სანქცია თურქეთთან მიმართებაში რაც თურქეთის ეკონომიკას აღმავლობის გზაზე დააყენებს, გარდა ამისა მოხდება თურქეთის მოქალაქეებზე ვიზების ლიბერალიზება.

სანაცვლოდ კი შვედეთი გახდება ალიანსის წევრი თურქეთის თანხმობის შდეგად, გარდა ამისა თურქეთის პრეზიდენტი ასევე მხარს უჭრს უკრაინის ალიანსში მიღებას, რაც თავის მხრივ თურქეთში ერდოღან-ზელენსკის შეხვედრის და მოლაპარაკებების შედეგია. მოგეხსენებათ ასევე, რომ პოლკ "აზოვის" მეთაურები თურქეთიდან უკრაინაში დააბრუნეს, ამით თურქეთმა დაარღვია რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება რომლის თანახმადაც "აზოვის" მეთაურები და მებრძოლები რომლებიც მარიუპოლში ტყვედ ჩაბარების მერე ერდოღანის შუამდგომლობით თურქეთში გადაიყვანეს, ომის დამთავრებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

რუსეთის დიქტატორის და თურქეთის პრეზიდენტის შხვდრა დაგეგმილია, ვნახოთ რა შდეგს მოიტანს ეს შეხვედრა.

0
194
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
194