x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134736
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
15 უცნაური და საინტერესო ფაქტი ინდოეთის შესახებ

ინდოეთი – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ ქვეყანაზე უამრავი ფაქტი არსებობს, რომლის შესახებ, ცოტამ თუ იცის. აქ სწორედ, 15 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ ინდოეთის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ.


1. ვარანასი – ერთ-ერთი უძველესი უწყვეტი დასახლების ქალაქია მსოფლიოში

image


ითვლება, რომ მსოფლიოში, ასეთი სულ 4 ქალაქია: ათენი, რომელიც ძვ. წ. აღრ. 508 წ. დაარსდა, დამასკო, ჩვენს ერამდე II ათასწლეულში უკვე არსებობდა, ძვ. წ. აღრ. 657 წელს დაარსებული სტამბოლი (კონსტანტინოპოლი) და წმინდა ქ. ვარანასი, რომელშიც პირველი დასახლება 3000 წლის წინ გაჩნდა. თუმცა, თავად ინდიელები თვლიან, რომ ქალაქი ბევრად უფრო ძველია და მინიმუმ, 5000 წლის წინ დაარსდა. ქალაქი წმინდა მდ. განგზე მდებარეობს და ყველა ინდუისტს სწორედ ამ ადგილზე უნდა სიკვდილი, რადგან ითვლება, რომ ამით ისინი რეინკარნაციის ციკლისგან (დაბადება, სიკვდილი, ახლიდან დაბადება) გათავისუფლდებიან და ადგილს სასუფეველში დაიმკვიდრებენ.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბუდამ პირველად სწორედ ამ ქალაქში იქადაგა და ეს ძველი წ. აღრ. 528 წ. მოხდა. ხოლო, VIII საუკუნეში, ვარანისა შივას და ვიშნუს თაყვანის საცემ, ოფიციალურ ადგილად გამოაცხადეს. ინდოეთის მთელი ისტორიის მანძილზე, მაშინაც კი, როდესაც ინდოეთს მოგოლები (XVII–XVIII სს.) მართავდნენ, ვარანასი ინდუიზმის ცენტრად რჩებოდა.


2. ინდოეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 30 ძეგლიაimage


ტაჯ-მაჰალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია მსოფლიოში, მაგრამ მის გარდა, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სიაში კიდევ 29 ობიექტია: ციხე სიმაგრეები რაჯასტანში, მთის რკინიგზები – დარჯილინგ-ჰიმალაის, ნილგირის, კალკა-შიმლას ხაზები, აჯანტის გამოქვაბულები, სუნდარბანის და ნანდა-დევის ეროვნული პარკები და სხვა უჩვეულო ადგილები და ნაგებობები.


3. რელიგიაimage


ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა (80%) ინდუისტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რელიგიის მიმდევრებიც არ არიან არანაირად შეზღუდულები. აქვთ საკუთარი ტაძრები და სამლოცველოები. ქრისტიანული თემი და ეკლესიები კერალში და გოაშია. იუდაიზმი – კერალში. ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში, ასევე გვერდიგვერდ მშვიდად თანაარსებობენ ჯაინიზმის, ბუდიზმის, სიქიზმის და სხვა რელიგიების მიმდევრები.


4. ყველაზე უჩვეულო საფოსტო განყოფილებების ქვეყანაimage


ამ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საფოსტო ქსელია მსოფლიოში და იქ საფოსტო განყოფილებების ნახვა მეტად უჩვეულო ადგილებშიც შეიძლება. ასე მაგ., ჰიმაჩალ–პრადეშის შტატის ქ. ჰაიკში, საფოსტო განყოფილება ზღვის დონიდან 4440 მ-ზე მდებარეობს. ქაშმირში, დალის ტბაზე მოცურავე საფოსტო განყოფილებაა, ხოლო 70-იან წლებამდე, ზოგიერთ ქალაქში, მობილური ფოსტა მოძრაობდა, აქლემების სახით.


5. ინდოეთი – ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობის მიხედვით, II ადგილზეა მსოფლიოშიimage


ადამიანების რიცხვ, რომლებიც ინგლისურად ლაპარაკობენ, აქ იმაზე ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. მაგრამ, ინგლისური ერთ-ერთი ოფიციალური ენა არის, სხვა 22 ოფიციალურ ენას შორის და დამხმარე ენაა ხელისუფლებისთვის, ჰინდის ენასთან ერთად. ინგლისური ქვეყნის მხოლოდ 10 % იცის და უფრო ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც მშობლიურ ენად ინგლისურს თვლის, მაგრამ ქვეყანაში, ასეთი დიდი მოსახლეობით, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის ნახვა, ვისთანაც გასაუბრებას შეძლებთ ამ ენაზე.



6. აზიური ლომი მხოლოდ დას. ინდოეთში ბინადრობსimage


აზიური ლომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ირანული ლომი, ოდესღაც შუა აღმოსავლეთში (ტერიტორია ევროპასა და პაკისტანს შორის) და ინდოეთში ბინადრობდა, დღეს გადაშენების პირას არის და მისი ნახვა მხოლოდ გუჯარათის შტატის გირის ნაკრძალშიღა შეიძლება.


7. ინდოეთის უტარპრადეშის შტატი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მეხუთე ადგილზე იქნებოდა.image


უტარ-პრადეშის შტატში 200 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ბევრად აღემატება, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, შედგენილი რეიტინგის ათეულში შემავალი ისეთი ქვეყნების მოსახლეობას, როგორიცაა: მექსიკა, იაპონია, ბანგლადეში, რუსეთი და თითქმის უთანაბრდება ბრაზილიის მოსახლეობის რაოდენობას.



8. «ბოლივუდი» – ინდური კინოინდუსტრიის მხოლოდ ნაწილიაimage


ტერმინი «ბოლივუდი» მთელს ინდურ კინოინდუსტრიაზე არ ვრცელდება. ეს კინოკომპანიაა, რომელიც მუმბაიში ფუნქციონირებს და ფილმებს ჰინდიზე, პენჯაბურ და ურდუს ენებზე იღებს. გარდა ამისა, საზღვარგარეთის ბაზრისთვის, ფილმების ინგლისურ ენაზე დუბლირებასაც ახდენენ.


9. კუმბჰა-მელა – ყველაზე დიდი თავყრილობა დედამიწაზეimage


კუმბჰა-მელა – ინდუისტური მომლოცველების რიტუალია, რომელში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველ ჯერზე, სულ უფრო და უფრო იზრდება. მას ალაჰაბადში, ჰარიდვარში, ნაშიკში ან უჯაინში, სამ წელიწადში ერთხელ ატარებენ. მაგრამ, თავყრილობა რომელიც 12 წელში ერთხელ ტარდება ალაჰაბადში, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე წმინდაა. ბოლოს იქ ჩატარებულ რიტუალში, 100 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.



10. ინდოეთი უძველესი დროიდან მოდის ცენტრიაimage


უძველესი დროიდან მოყოლებული, ინდური ქსოვილები მთელს მსოფლიოში იყიდება და ინდოეთს, დიდი ხნის მანძილზე, ისე იცნობდნენ, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ბამბის და აბრეშუმის ქსოვილის მწარმოებელ ქვეყანას.
დღეს მოდის სფერო ქვეყანაში, უმაღლეს დონეზეა. ხოლო, მოდის კვირეულები, რომლებიც დელიში, მუმბაიში და ბანგალორში მუდმივად იმართება, კიდევ უფრო მეტად უმაგრებს ზურგს, ისედაც "აყვავებულ" მოდის ინდუსტრიას. გარდა ამისა, ქვეყანაში შემონახულია ბევრი ტრადიცია, რომელიც ქსოვილების ხელით შექმნას (მაგ. თექა) და გაფორმებას უკავშირდება.



11. საფეხურებიანი ჭებიimage


ინდოეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, რეგიონებში სადაც კლიმატი მშრალია, წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი მოპოვება მიწისქვეშ ხდება. ამიტომ, უდაბნოებში და მშრალი კლიმატის რეგიონებში, ადგილობრივები საფეხურებიანი ჭებს აშენებულია, რომლის ზიგ-ზაგისებური კიბეები, გვირაბები და აივნები წყლის საცავებისკენ მიდის.

ჩანდ ბაორი — ყველაზე ღრმა საფეხურებიანი ჭა არის ინდოეთში: ის 3500 ვიწრო საფეხურის და 13 სართულისგან შედგება და მიწის სიღრმეში 30 მ–მდე ჩადის. ჭა VIII–IX სს ააგეს. მის ფსკერზე ტემპერატურა, ზედაპირთან შედარებით, ყოველთვის 5-6 გრადუსით ნაკლებია. ამიტომ, ადგილობრივები მას მხოლოდ წყლის ამოსაღებად კი არა — წლის ცხელ პერიოდში, დასასვენებელ ადგილადაც იყენებენ.


image


საფეხურიანი ჭები, ერთი შეხედვით, ტაძრებს მოგაგონებთ, რადგან ისინი სწორედაც რომ ტაძრის სტილშია აგებული. ხოლო, კიბეები და კედლები მთლიანად ორნამენტებით არის დაფარული.

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საფეხურებიანი ჭა ჩანდ ბაორია, რომელიც ჯაიპურის მახლობლად მდებარეობს.


12. ყველაზე მაღალ ნალექიანი დასახლებული პუნქტია მსოფლიოშიimage


ინდოეთის მეგჰალაიას შტატი იმით არის ცნობილი, რომ იქ ყველაზე ხშირად წვიმს. ასე მაგ., სოფ. მაუსინრამში წელიწადში 11 871 მმ. ნალექი მოდის.



13. ცოცხალი ხიდიimage


მეგჰალაის შტატშუ უჩვეულო ხიდია, რომელსაც ბუნება უკანასკნელი 500 წლის მანძილზე ქმნიდა. დღეს, ხის ფესვებით და ტოტებით შექმნილი ხიდი, ბევრად უფრო მტკიცეა, ვიდრე ხის ხიდი, რომელიც ნოტიო კლიმატის გამო, შეიძლება დალპეს და დაიშლებოდა.


14. 140 სახეობაზე მეტი ტრადიციული ინდური დესერტიimage


ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, ტკბილეულს განსხვავებული რეცეპტებით ამზადებენ. ამასთან, ინდური დესერტი ძალიან ტკბილია და დიდი რაოდენობით ერბოს და სანელებლების (ილი, დარიჩინი, ზაფრანა, ქოქოსის, ვარდის წყალი ან თხილი) გამოყენებით მზადდება.


15. პადმანაბჰასვამის ტაძარი – ყველაზე მდიდრული ტაძარი მსოფლიოშიimage


ინდოეთი – ყველაზე საოცარი ქვეყანაა მსოფლიოში. მის შესახებ უამრავი არსებობს, რომლის დაჯერება ძნელია და რომლის შესახებ, ცოტამ თუ იცის. ამ ქვეყანას შეუძლია, კულტურის უამრავი კერის, უცნაური მოვლენების და უჩვეულო ტრადიციების არსებობით იტრაბახოს. თუმცა აქ, ყურადღებას პადმანაბჰასვამის ტაძარზე გავამახვილებთ, რომელიც გარდა იმისა, რომ ყველაზე მდიდარია მსოფლიოში, უდიდეს საიდუმლოსაც მალავს, რომელსაც მსოფლიოს განადგურება შეუძლია... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* დისნეილენდის ატრაქციონებზე და ჰოლივუდის ფილმებში ადამიანის ნამდვილ ძვლებს იყენებდნენ

* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება



1
335
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
335
  
2023, 11 ივლისი, 22:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1