x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ ცხოვრებისეული კითხვები გაწუხებთ, ნახეთ – შესაძლოა, პასუხები აქ იპოვოთ?
image
ეს სილუან ათონელის პასუხებია ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე:
image
რომელია ყველაზე იშვიათი უნარი? — გაცემის უნარი.
რომელია ყველაზე კარგი უნარი? — პატიების უნარი.
რომელია ყველაზე რთული უნარი? — დუმილის უნარი.
რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი? — შეკითხვის უნარი (როდესაც რამე არ იცის და სხვას ეკითხება).
რომელია ყველაზე საჭირო უნარი? — მოსმენის უნარი.
რომელია ყველაზე არასასიამოვნო ხასიათი? — პატივმოყვარეობა.
რომელი ჩვევაა ყველაზე მავნებელი? — ყბედობა.
რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? — ის, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლია.
რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? — ის, ვინც თვლის, რომ ძლიერია.
ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? — ის, ვინც საკუთარი გულის ძახილს მიჰყვება.
რომელი დამოკიდებულებაა ყველაზე სახიფათო? — საკუთარ სხეულზე დამოკიდებულება (ნარკოდამოკიდებულება, წამალდამოკიდებულება, ლოთობა...).
ვინ არის ყველაზე ღარიბი ადამიანი? — ვისაც ყველაზე მეტად ფული უყვარს.
ვინ არის ყველაზე ახლოს ღმერთთან? — ღმერთთან ყველაზე ახლოს გულმოწყალე და ქველმოქმედი ადამიანია.
რით დავუპირისპირდეთ უბედურებას? — სიხარულით.
რით დავუპირისპირდეთ ტანჯვას? — მოთმინებით.
რა არის ჯანმრთელი სულის ნიშანი? — რწმენა.
რა არის სულის ავადმყოფობის ნიშანი? — უიმედობა.
რომელია არასწორი საქციელის ნიშანი? — გაღიზიანება.
რა არის კარგი საქციელის ნიშანი? — სულის სიმშვიდე.
0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0