x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინის პრეზიდენტი უკვე მესამე შეცდომას უშვებს საქართველოსთან დაკავშირებით

image
ჩემი უკრაინისადმი დამოკიდებულება ინტერმედიაზე ბევრმა იცის, უკრაინა ჩემი სამშობლოა, ისევე როგორც ჩემი ძირძველი საქართველო.
მე ეთნიკურად ქართველი, იმის გამო რომ მამაჩემი უკრაინაში მსახურობდა სსრკ-ს არმიაში, ჩემი წინაპრების ქალაქში-სოხუმში კი არა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში დავიბადე და 14 წლამდე იქ გავიზარდე. უკრაინაში მივიღე სამხედრო განათლების პირველი და მეორე საფეხური.

აქედან გამომდინარე ძალიან ვარ გაბრაზებული უკრაინის პრეზიდენტის ქმედებაზე.
მან პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა როცა 2008 წელს რუსული აგრესიის შემდეგ რუსების წინაშე ქართველებს საზიზღარი ფორმით დაგვცინა.

მეორედ მაშინ დაუშვა შეცდომა როცა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.
ასე არ ექცევიან მეგობარ ქვეყანას, სხვა თუ არაფერი რუსული აირი და საწვავი დღესაც გაედინება ევროპისკენ უკრაინის გავლით და როცა მტერს ასე ექცევი, მოყვარეს ასე არ უნდა მოექცე.

მესამე შეცდომა კი ახლა დაუშვა უკრაინის პრეზიდენტმა, როცა საქართველოს ელჩის პრაქტიკულად გამოძევების გადაწყვეტილება მიიღო.

არასდროს დამცდენია საყვედური აქამდე უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ ახლა მართლა მეწყინა ჩემი სამშობლოს პრეზიდენტის ჩემი უპირველესი სამშობლოსადმი დამოკიდებულება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს არასდროს უთქვამს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლით ეხმარება რუსეთს, ზელენსკი და მისი გარემოცვა კი ლამის ომის დაწყების დღიდან ამას იძახიან, მიუხედავად ამისა უკრაინის არმიის რიგებში ყველაზე ცხელ წერტილებში ვიბრძოლე, იქნებოდა ეს ირპენი, ხარკოვი, სევეროდონეცკი თუ ლისიჩანსკი.

მამა-შვილს ძალა და გამოცდილება არ დაგვიშურებია უკრაინის დასაცავად, ახლაც აგვისტოში ვაპირებ უკრაინაში ჩასვლას.

ბატონო ზელენსკი, მეგობრებს შორის ასე არ კეთდება პოლიტიკა, ან დადეთ მტკიცებულება, რომ ჩვენ, ქართველები სანქციების გვერდის ავლით ვეხმარებით რუსეთს ან ბოდიში მოიხადეთ უკრაინაში დაღუპული ქართველების და უკრაინაში მებრძოლი ქართველების და ზოგადად ქართველი ერის წინაშე.

თქვენ ზედ გადაგვიარეთ, ეს კი ცალკე დაუფასებლობაა და ცალკე უმადურობა.
თუ თქვენ გამოაძევებთ საქართველოს ელჩს, აუცილებლად დაგიბრუნებთ უკრან იმ მედლებს, რაც უკრაინის დაცვაში მივიღე, ერთერთი პირადად თქვენი ხელმოწერილი ბრძანებით.

ერთია პრობლემა გქონდეს ხელისუფლებასთან და მეორეა-ასე მოექცე ერს, რომელიც გვერდით გიდგას ომის პირველივე დღიდან.
მე უკვე გავუგზავნე ჩემი ბრიგადის მეთაურს ჩემი და უკრაინაში მებრძოლების აზრი, რომელიც აუცილებლად მიაღწევს უკრაინის თავდაცვის მინისტრამდე, გენერალურ შტაბამდე და იმედია პრეზიდენტთანაც.

საქართველოს ხელისუფლებას კი კატეგორიულად ვთხოვ: თუ უკრაინიდან გამოაძევეს ჩვენი ელჩი, დაუყოვნებლივ გააძევეთ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი კასიანოვი.

მეგობრებს ასე არ ექცევიან, თუ მიშას გამო აპირებ ელჩის გამოძევებას, ეს მეოთხე შეცდომა იქნებოდა ბატონი ზელენსკის მხრიდან, რადგან უკრაინის მოქალაქის, უკრაინის ოფიციალური ჩინოვნიკის არალეგალური ჩამოსვლა კანონის დარღვევით მოხდა და ეს არ უნდა დაეშვა უკრაინის სპეცსამსახურებს.

მესამე პრეზიდენტია თუ მეათასე არა აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში მოხვდა არალეგალურად, კანონდარღვევით.

სხვა თემაა მისი მდგომარეობა ან მკურნალობა, რომელიც არ შედის ჩემს კომპეტენციაში და ვერ ვისაუბრებ ამაზე.

0
172
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
172