x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერე.."-სოფი ლორენი და სერგო ზაქარიაძე
image


1909 წლის 1 ივლისს ბაქოში დაიბადა ქართული თეატრის და კინოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. იგი იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა სრულიად განსხვავებულ სახასიათო როლებს, დღეს მოგითხრობთ სერგო ზაქარიაძის და იტალიის და მსოფლიო კინომატოგრაფიის სექს-სიმბოლოს, სოფი ლორენის შეხვედრის დეტალებს:

image

იტალიელი მსახიობი მოსკოვის რიგით IV საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობდა(1965) წელი, სადაც ფესტივალის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა სოფი ლორენი ფილმისთვის "ქორწინება იტალიურად"(1964), ხოლო მამაკაცის საუკეთესო როლი ერგო სერგო ზაქარიაძეს ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა"(1964). მაშინ წითელი ხალიჩები არ არსებობდა და ფესტივალის ორი საუკეთესო მსახიობის "ფოტოსესია" ძირითად წითელ მოედანზე განხორციელდა.


image

სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიცნეს სერგო ზაქარიაძემ და სოფი ლორენმა ერთმანეთი. შემდეგ კი ერთად ივაშხმეს კიდეც.


image

image

ფოტოსესისას თუ დავათვალიერებთ, ადვილი მისახვედრია, რომ სოფი აშკარად მოხიბლული იყო ქართველი მსახიობით.

თავად სერგო ზაქარიაძე კი ამ შეხვედრის შესახებ ბევრს არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, სოფი მართლაც ულამაზესი და უშუალო ქალია, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავდა, სილამაზე არც ქართველ ქალებს აკლიათო.

image

თავად სერგოს ინტერვიუები სასტიკად არ უყვარდა და საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, სამაგიეროდ ამ შეხვედრის დეტალებს დაწვრილებით გაიხსენა რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ:

" მოსკოვში დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მიღება უზარმაზარ რესტორანში გაიმართა. სოფი ცოტა მოშორებით იყო სერგოსგან, შემდეგ უცებ მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სერგო ზაქარიაძე იხსენებდა, ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერეო... ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, რესტორანში ახლა რა უნდა მექნაო, ხუმრობით ამბობდა... სოფი ლორენი რომ კალთაში ჩაუჯდა, იმ დროს რა ემოციებმა იფეთქა სერგო ზაქარიაძის გულში, ეს არ ვიცით, მისი საიდუმლოება იყო!....როცა კი ჰკითხავდნენ, სოფი ლორენთან შეხვედრაზე, თავიდან ცოტა თავპატიჟს დაიდებდა, მაგრამ შემდეგ გვიამბობდა. ერთხელ ორი ცნობილი პიროვნება დაასახელა, მათ კი არ ვგავარ, დავდგე და ქალებზე გელაპარაკოთო..."

image



ასევე დაგაინტერესებთ:

1909 წლის 1 ივლისს ბაქოში დაიბადა ქართული თეატრის და კინოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. იგი იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა სრულიად განსხვავებულ სახასიათო როლებს. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "ქართული სცენის ქურუმის" ცხოვრებიდან. ზაქარიაძე და ფეხბურთი - ზესტაფონის გი...

0
420
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0