x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბელგიელი, პუტკუნა ბადროს მტყორცნელი გოგონა ინტერნეტს იპყრობს - გოგონამ ბელგიის ნაკრები დისკვალიფიკაციას გადაარჩინა

image
ბელგიის ჩემპიონს ბადროს ტყორცნაში ჯოლიენ ბუნკვო ინტერნეტს იპყრობს თავისი გამოსვლით პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ატლეტიკაში.
არა, გოგონას არანაირი "იაღლიში" არ მოსვლია შეჯიბრებაზე, ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრი გოგონა გუნდის გადასარჩენად იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო მისთვის სრულიად უცხო და სპორტის სახეობაში-სირბილში 100 მეტრზე ბარიერების გადალახვით.

მაყურებლებმა ტრიბუნებზე სიცილი ვერ შეიკავეს, როცა თანთხელი მძლეოსანი გოგონების გვერდით ზორბა და მათზე ორი თავით მაღალი გოგონას დანახვაზე.
არა და ამ ზორბა გოგონას ამ შეჯიბრებაში გამოსვლამ ბელგიის ნაკრები დისკვალიფიკაციას და შეჯიბრებიდან მოხსნისაგან იხსნა, რადგან 100 მეტრზე მორბენალი გოგონები, რომლებიც ბარიერების გადალახვით სირბილში ვარჯიშისას დაშავდნენ შეჯიბრებას გამოეთიშნენ და ვინმეს უნდა აეღო თავზე პასუხისმგებლობა, გაერბინა 100 მეტრი მისთვის მიუჩვეველი სპორტის სახეობაში და გადაერჩინა ეროვნული ნაკრები ჩემპიონატიდან მოხსნისაგან.

ასე აღმოჩნდა ეს მხიარული და პოზიტიური გოგონა პროფესიონალი მძლეოსნების გვერდით. რაც მთავარია შედეგი არ იყო მთავარი და ჯოლიენ ბუნკვომაც იკისრა ნაკრების გადამრჩენის როლი, იკისრა და გადაარჩინა კიდეც.

მისმა სირბილმა, უფრო სწორედ სირბილის მცდელობამ მაყურებელი ძალიან გაამხიარულა და გოგონას ოვაციები მოუწყო უკვე ფინიშის ხაზ გადალახულ მძლეოსნებთან ერთად.

imageimageimageimageimage




0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
62