x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508930
მკე@დის 9 ტიპი, რომელიც თქვენ შესახებ ყველაფერს ჰყვება
image


კვლევამ აჩვენა, რომ მკერდის ფორმამ შეიძლება ქალის ხასიათის შესახებ ბევრი რამ მოყვეს. მაგალითად, მომრგვალებული მკერდის მქონე გოგონები ვნებიანი ბუნებით გამოირჩევიან, ხოლო კონუსის ფორმის ბიუსტის მქონე ქალბატონები მოგზაურობაზე გიჟდებიან. ექსპერტები მკერდის 9 ძირითად ტიპს გამოყოფენ, რაც ქალის ხასიათის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.




დიდი მკერდი


image


დიდი მკერდის მქონე ქალები - ოპტიმისტები არიან. ისინი შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი და სექსუალური კუთხით საკმაოდ ღიები. ეს ქალები ძალიან კრეატიულები არიან და ყველაფერში არასტანდარტული მიდგომები უყვართ. დიდი მკერდის მქონე ქალბატონები როგორც წესი, შესანიშნავი დიასახლისები და დედები არიან.




საშუალო ზომის მკერდი


image

სამი ზომის მკერდის მქონე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ხალისიანები, ამბიციურები, ენერგიულები და საკმაოდ მოწესრიგებულები არიან. სამი ზომის მკერდის მქონე გოგონები როგორც წესი, ერთგული ცოლები და შეყვარებულები არიან. ასეთი ქალები ადვილად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს და არ ეშინიათ სირთულეების.





პატარა მკერდი


image


ითვლება რომ ქალებს, რომლებსაც მოკრძალებული, პირველი ან მეორე ზომა მკერდი აქვთ, არც ისეთი ვნებიანები არიან. როგორც წესი, ისინი ეჭვიანობით გამოირჩევიან და საკუთარ მეორე ნახევრებს ხშირად ღალატშიც ადანაშაულებენ, ამიტომ აქტიურად უთვალთვალებენ და ტელეფონში შეტყობინებებსაც უმოწმებენ. ასეთი ქალები ძალიან თვითკრიტიკულები არიან და არც საკუთარ თავში არიან დარწმუნებულები. ისინი შფოთვის მიზეზს ყველაფერში პოულობენ, შესაბამისად, მოდუნებაც უჭირთ.





ასიმეტრიული მკერდიimage


ყველა სხეული თავისი ბუნებით სიმეტრიული არ არის, მკერდს შორის კი მხოლოდ ძალიან შესამჩნევი განსხვავება ითვლება ასიმეტრიად. ამ ტიპის მკერდი შეიძლება მიუთითებდეს ორბუნებიანობაზე, ფსიქოლოგიურ არასტაბილურობასა და ექსტრემალური პირობებისადმი მიდრეკილებაზე. ასიმეტრიული მკერდის მქონე ქალებს ახასიათებთ ემოციური რყევები, რის შედეგადაც ხშირად უკიდურესობაშიც კი გადადიან.





მომრგვალებული მკერდი



image


მკერდი არა მხოლოდ ზომის, არამედ ფორმის მიხედვითაც ფასდება. ოვალური ფორმა ყველაზე მიმზიდველად ითვლება. ასეთი ფორმის მქონე ქალები საპირისპირო სქესის ყურადღებით არიან გათამამამებული, ასევე ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები, ამბიციურები და კარიერისტებიც არიან. ასეთი "ღირსებების" მქონე ქალები საყვარელ მამაკაცებს ღალატს არასდროს პატიობენ და არც მათ შენარჩუნებას ცდილობენ. ასეთმა ქალბატონებმა ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებაში და ღალატსა და ორგულობას არავის პატიობენ.





კონუსის ფორმის მკერდი


image


კონუსური მკერდი ყველაზე ხშირად სპორტსმენ ქალებსა და აქტიური გართობის მოყვარულებს შორის გვხვდება. ისინი მეგობრულები, ენერგიულები და ერთგულები არიან. ასეთი ქალები ბავშვებთან ერთად ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით უპრობლემოდ სეირნობენ, ასევე მთელი ოჯახისთვის რეგულარულ მოგზაურობებსაც აწყობენ. ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ კავშირს ნათესავებთან და მეგობრებთან, აფასებენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც დიდ ყურადღებას აქცევენ.





დაშორებული მკერდი


image


მკერდის ეს ტიპი, ძირითადად ისეთ ქალებში გვხვდება რომლებიც პირდაპირობით გამოირჩევიან. ისინი ძალიან გახსნილები და გულწრფელები არიან, მათ არ უყვართ ჭორები და ინტრიგების ხლართვა, არიან პატიოსნები და ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად. ზოგჯერ გარშემომყოფები მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ასეთ პირდაპირობას უტაქტობადაც კი იღებენ.





წვეთის ფორმის მკერდი


image


მკერდის ამ ფორმის ქალებს ხშირად ახასიათებთ პრობლემების გაზვიადება. ისინი უმნიშვნელო შემთხვევების შესახებაც განიცდიან და ზოგადად ძალიან სენტიმენტალურები არიან. წვეთის ფორმის მკერდის მქონე გოგონები ხშირად თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელიან, პარტნიორების მიმართ მგრძნობიარენი არიან და საკუთარ წარუმატებლობაზეც საკმაოდ მტკივნეულადაც რეაგირებენ.





მძიმე მკერდი


image


მძიმე მკერდის მქონე ქალები შესანიშნავ დიასახლისებად და მზრუნველ დედებად ითვლებიან. ისინი ერთგულები არიან და ყოველთვის მზად არიან სხვებისთვის პრაქტიკული რჩევების მისაცემად და დასახმარებლად. ახალგაზრდობაში თავაშვებული ცხოვრების მოყვარულები ასაკთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. მძიმე მკერდის მქონე ქალები როგორც წესი, ბედნიერი ცოლები, დედები და ბებიები არიან. ამ ტიპის მკერდი ასევე შეიძლება ქალის მაღალ ემოციურ სტაბილურობაზემიუთითებდეს.















0
656
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
656