x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ვინ არის რეკორდსმენი მილიარდერი, რომელიც “ტიტანიკის” სიახლოვეს დაკარგულ წყალქვეშა ნავში აღმოჩნდა?
როგორც ცნობილია, ატლანტის ოკეანის ფსკერზე 1912 წელს ჩაძირული “ტიტანიკის” დასათვალიერებლად წასულ და გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ “ტიტანის” ბორტზე იმყოფება ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი. ბევრმა არ იცის, რომ ეს პიროვნება გინესის მრავალგზის რეკორდსმენია. ის არაერთხელ არის ნამყოფი სამხრეთ პოლუსზე, მათ შორის ერთ-ერთი აღნიშნული მოგზაურობის პერიოდში (2016 წელს) 86 წლის ასაკს მიღწეულ ბაზ ოლდრინთან ერთად, რომელიც გახლავთ მეორე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დააბიჯა და ამავე დროს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც სამხრეთ პოლუსს მიაღწია.


ჰემიშის მიერ დამყარებულ რეკორდთა შორის ძალიან საინტერესოა 2019 წელს, სამხრეთიდან ჩრდილოეთ პოლუსამდე განხორციელებული მარშრუტი. ეს მარშრუტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე სწრაფი მსოფლიოში: მილიარდერმა ბიზნესმენმა ათასობით კილომეტრი, რაც დედამიწის ორ პოლუსს ერთმანეთისგან აშორებს, სულ რაღაც 46 საათსა და 40 წუთში დაფარა.


ჰემიშ ჰარდინგი ნამყოფია ასევე მარიანას ღარის ყველაზე უშორეს ნაწილში, ჩელენჯერის ღრმულში, რომლის სიღრმე 11 კილომეტრზე მეტს შეადგენს, რითაც მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.


ჰემიში კოსმოსშიც არის ნამყოფი. ეს 2022 წლის 4 ივნისს მოხდა, როცა მილიარდერი სუბორბიტალურ სიმაღლეზე ჯეფ ბეზოსის Blue Origin NS-21-ის მისიამ გაიყვანა.



ამჟამად ჰემიში კიდევ 4 სხვა პირთან ერთად დაკარგულ წყალქვეშა ნავზე იმყოფება. ეკიპაჟს სულ ორიოდე საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს შემორჩენილი. მაშველები ინტენსიურად ეძებენ ოკეანეში გაუჩინარებულ ადამიანებს, თუმცა მათი გადარჩენის შანსები უკვე პრაქტიკულად თითქმის აღარც კი არსებობს.


ფულა


0
197
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0