x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"თურმე ირლანდიაში კაკლის მურაბაზე მაგარი მოთხოვნაა, ქილაში 100 დოლარს იხდიანო" - ნაწყვეტი რამაზ შენგელიას დღიურიდან
image

21 ივნისი დიდი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას გარდაცვალების დღეა, იგი 2012 წელს თრომბის შედეგად 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.


გთავაზობთ საინტერესო ნაწყვეტს რამაზ შენგელიას დღიურიდან:



მოგეხსენებათ, თავის დროზე საქართველოდან უცხოეთში ყველაზე ხშირად თბილისის „დინამო“ და „სუხიშვილების“ ანსამბლი დადიოდა. საბჭოთა კავშირში ხომ ბევრი რაღაც იყო დეფიციტი და ყველაფერს უცხოეთში ვყიდულობდით. დუბლინში „უოტფორდთან“ სათამაშოდ სანამ გავფრინდებოდით, სასტუმროს ფოიეში მე, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია და „დინამოს“ მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი ვისხედით. ჭილაიამ გაბიტაშვილი გააშაყირა და მეუბნება: კაცო, რამხელა შეცდომა დავუშვი, კაკლის მურაბა რომ არ წამოვიღე, თურმე, ირლანდიაში მაგაზე დიდი მოთხოვნილებაა და ქილაში ას დოლარს იძლევიანო. ანზორმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: მერე, გეთქვა, შე კაი კაცო და გამოვაყოლებდი, სახლის სარდაფში სულ კაკლის მურაბები არ მიწყვიაო?! ესპანეთში ოთხთა ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თბილისის „დინამო“, მადრიდის „რეალი“, მიუნჰენის „ბაიერნი“ და ჰოლანდიის „აზ-67“ მონაწილეობდნენ. პირველ მატჩს „ბაიერნს“ 2:1-ს ვუგებდით, როდესაც რუმენიგესა და ბრაიტნერს არბიტრთან კამათი მოუვიდათ. ისინი გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და, როდესაც მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, მათთან ერთად „ბაიერნის“ სხვა მოთამაშეებმაც დატოვეს მოედანი, ამის შემხედვარემ, ჩემთვის გავიფიქრე: ღმერთმა აგაშენათ! 100 დოლარი გავინაღდე-მეთქი. ასეთი დონის მატჩებში გამარჯვებისთვის ამ თანხას გვიხდიდნენ. ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა ვლადიმერ გუცაევმა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ფინალურ მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე შედგა, მას 80 000 კაცი ფეხზე წამოუდგა და ისე უკრავდა ტაშს. ეს თამაში დავთმეთ და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი მოსტეხა. ტურნირის შემდეგ „რეალის“ წარმომადგენლები გუცაევს 500 ათას დოლარს მხოლოდ იმაში სთავაზობდნენ, რომ კლუბთან მოლაპარაკება დაეწყო. მადრიდელები, ალბათ, არანაირ თანხაზე არ დაიხევდნენ უკან, რომ ხელფასის სახით გადაეხადათ. როცა იტალიაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩემი თამაში ნახეს, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, იქაურმა ფეხბურთის სპეციალისტებმა თქვეს: რა როსი, რის როსი, შენგელია ყოფილა თუ ყოფილაო. სხვადასხვა იტალიური კლუბის მწვრთნელებს უნდოდათ, მათ გუნდებში მეთამაშა, მაგრამ, ეს იმ დროს წარმოუდგენელი ამბავი იყო“.


image

1
905
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
905
  
2023, 23 ივნისი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1