x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ქალის 7 შეცდომა, რის გამოც მამაკაცს მეორედ თქვენთან შეხვედრის სურვილი აღარ ექნება
image


1.არ გამოავლინეთ მის მიმართ ინტერესი


დიდანს ჩაჰკირიკიტებთ ტელეფონს, კითხვებს მოკლედ პასუხობთ, პირდაპირ მზერას არიდებთ. შესაძლოა, თქვენ უბრალოდ მორცხვი ხართ და გეუხერხულებათ საკუთარი თავის მთელი თავისი დიდებით წარმოჩენა. მაგრამ პარტნიორმა შესაძლოა სრულიად სხვაგვარად გაიგოს ეს ყველაფერი. ასეთი საქციელი უფრო მიუთითებდეს იმას, რომ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს ურთიერთობის გაგრძელება, მოწყენილია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს. როდის დამთავრდება ეს წამება.


2.პირველი პაემანი ძალიან დიდხანს გაგრძელდა



ერთის მხრივ, თუ იმაზე მეტი დრო გაატარეთ საინტერესო ადამიანთან, ვიდრე დაგეგმეთ, ეს ცუდი არ არის. ეს ნიშნავს, რომ კარგად და კომფორტულად გრძნობდით მასთან ერთად თავს. მაგრამ მეორეს მხრივ, პირველ შეხვედრაზე მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ, უნდა დატოვოთ რამე დესერტისთვის. იდეალური ვარიანტია ორიოდე საათის დახარჯვა პერსპექტიულ პარტნიორზე. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ ბევრი რამ გაიგოთ ადამიანის შესახებ, 5-6 საათმა ან უფრო მეტმა დრომ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას პარტნიორს და მეორედ შეხვედრა აღარც ისურვოს



3.პირველ პაემანზე ყოფილებზე საუბარი


თუ პირვლსავე პაემანზე ყოფილ პარტნიორებზე ისაუბრებთ, შეიძლება მამაკაცს მოეჩვენოს, რომ ეს ქალბატონი ჯერ კიდევ შეყვარებულია ყოფილზე. მაშინ რატომ სურს ახალი ურთიერთობის დაწყება?ამასთანავე არცერთ მამაკაცს არ ესიამოვნება ყოფილებზე საუბარი, მით უმეტეს პირველსავე პაემანზე, როგორიც არ უნდა იყოს წარსული კავშირების ემოციები, ისინი აშკარად ნეგატიური იქნება.



4.როცა ქალს ემჩნევა რომ სასოწარკვეთილია


დიახ, ერთი შეხედვით თქვენი ოცნების მამაკაცის პოვნა არც ისე ადვილია, უკვე მერამდენე პაემანია ამ თვეში?რამდენჯერ გაიქეცით უკანმოუხედავად? ჯენტლმენმა არც იცის ამის შესახებ მაგრამ აუცილებლად მიხვდება. ქალს გასცემს გარკვეული ქცევა: ის ისე უყურებს და აფასებს მამაკაცს, თითქოს მაღაზიაში არჩევდეს პროდუქტს.ეს არავის მოეწონება.



5.პაემანზე დაიგვიანეთ



დიახ, უცნაურად ჟღერს. გოგოებმა ხომ უნდა დააგვიანონ? მაგრამ არც მთლად მასეა საქმე; მამაკაცებს ისე არაფერი აღიზიანებს, როგორც არაპუნქტუალურობა.კი ბატონო 5-10 წუთი მისაღებია.მაგრამ როცა ძლიერ აგვიანებთ და ამის შესახებ არც აფრთხილებთ, (მობილურის ეპოქაში) კაცი ლოდინში კარგავს წუთებს...წავიდა ის დრო, როცა ქალი ამით ინტრიგის შექმნას ცდილობდა, დღეს სულ სხვა ცხოვრების ტემპია....




6.ქალი ძალიან ბევრს წუწუნებს


მარტო კაცი კი არა, ნებისმიერი გაღიზიანდება, თუ ადამიანი უსასრულოდ წუწუნებს სხვადასხვა თემაზე ან ცხოვრებაზე.... იმაზე, რომ ფასები ძალიან მაღალია და გზა, რომელიც გამოარეთ გრძელი და არაკომფორტულია.ფეხსაცმელი ფეხებს გტკენთ და ა.შ. მარად უკმაყოფილო ქალებით, ძალიან ცოტა ადამიანი შეიძლება დაინტერესდეს.




7.პირველსავე პაემანზე ძალიან ბევრ კითხვებს სვამს



რა თქმა უნდა, როცა შეხვდით, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი გაიგოთ ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ადამიანზე კითხვების დაყრა, რომ რაც შეიძლება მეტი გამოწუროთ დეტალებში, არ არის ნამდვილად სწორი სტრატეგია. ამან შეიძლება მამაკაცი არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდოს. თავს ისე იგრძნობს, რომ თითქოს დაკითხვაზეა. ეს აიძულებს ჯენტლმენს თავდაცვაზე გადავიდეს და გულღია დიალოგის ნაცვლად დაძაბული და უხერხული საუბარი გამოვიდეს..



imageასევე დაგაინტერესებთ


თუ ფიქრობთ, რომ ასეთი სტერეოტიპი დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ცდებით. გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ძალიან ლამაზი და მარტოსული ქალია, თუმცა მამაკაცების უმეტესობას უჭირს ლამაზ ქალებთან დაახლოება. ერთი შეხედვით, რაც უფრო ლამაზია ქალი, მით მეტი თაყვანისმცემელი და მდევნელი უნდა ჰყავდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, სიტუაცია ხშირად საპირ...


ყველას, ვისაც საკუთარ ცხოვრების გზაზე უნახია ფილმ "ფანფან ტიტას" ვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა, მოხიბლულა მისი ღთაებრივი სილამაზით . ქალს, რომელიც გახდა ომისშემდგომი კინოს ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი, შეხვდა მრავალფეროვანი როლები: იტალიელმა სექს-სიმბოლომ ითამაშა როგორც მშვენიერი ქალბატონები, ასევ გადარჩენ...


სამი დღეა ერთად ხართ თუ სამი წელი, მნიშვნელობა არა აქვს; არის საერთო შეცდომები, რომელიც ნემისმიერს სექსუალურ ცხოვრებას გაუფუჭებს. ბრიტანელმა სექსოლოგმა რუბი პეინმა და მისმა კოლეგებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში - ინტიმური ჩვევების ანტირეიტინგი სულ 7 პუნქტისგან შედგება. შეცდომა პირველი: ორგაზმის მიზნად დასახვა ...



ჩვეულებრივ, იმის გაგება, თუ ვინ არის მამაკაცი სექსის ღმერთი თუ არარობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ლოგინში აღმოჩნდებით. მაგრამ, სექსოლოგისა და სხეულის ენის ექსპერტის ანაბელ ნაითის თქმით, საყვარლის ხარისხის გარკვევა შეგიძლიათ იმით, თუ როგორ იქცევა იგი რესტორანში თქვენი პირველი შეხვედრის დროს. აი, როგორ იქცევა ...

0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0