x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134702
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508923
უჩვეულო ტრადიცია- რატომ დებენ იაპონელები საპირფარეშოში მარილის პირამიდებს?

image

იაპონელები მართლაც უცნაური ხალხია, ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი საერთოდ სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდნენ დედამიწაზე. იცოდით, რომ ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები ტუალეტებში ტოვებენ მარილის ულამაზეს თეთრ პირამიდებს? და რა არის ამის მიზეზი?

ტრადიციები ძლიერი რამ არის. და ზოგჯერ "საშინელი". რამდენ რამეს ვაკეთებთ მხოოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა წინაპრებმა გვიანდერძეს ესა თუ ის ჩვევები. ოდესღაც ეს ყველაფერი კარგად ახსნა ფრანგმა ფილოსოფოსმა, ეთნოლოგმა და ანთროპოლოგმა ლუსიენ ლევი-ბრულმა, რომელმაც განავითარა დილოგიკური „პრიმიტიული“ აზროვნების თეორია, ისევე როგორც მისი ფრაგმენტები თანამედროვე ადამიანების გონებაში.image
და მაინც, რატომ დებენ იაპონელები დღესაც კი მარილს საპირფარეშოში? ეს ყველაფერი ერთ-ერთი მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც ჩვენს დღეებამდე მოვიდა ანტიკურ ხანიდან და აქვს მხოლოდ წმინდა მნიშვნელობა. იაპონელები თავიანთ სახლებში დებენ მარილის ფორმიან, მოწესრიგებულ ნაჭრებს(ჩვეულებრივ თასებში) არა მხოლოდ ტუალეტში, არამედ ბევრ სხვა ოთახში, მათ შორის დერეფანში. ძველად ასეთ თილისმანებს სახლის შესასვლელთანაც ტოვებდნენ.

რა არის მათი მნიშვნელობა? ითვლება, რომ მარილი აფრთხობს ბოროტ სულებს და ასევე ხელს უწყობს კეთილი სულების შენარჩუნებას. აჩრდილები და სულები იაპონურ რელიგიურ პრაქტიკაში ზოგადად ძალიან დიდ ადგილს იკავებენ. მარილი (თავის მხრივ) დაჯილდოებულია უზარმაზარი წმინდა მნიშვნელობით. ძველად, ამ წარმოუდგენლად ძვირადღირებულ პროდუქტს იაპონელები ასევე იყენებდნენ სხვადასხვა განწმენდის რიტუალებისთვის - "მორიშიო".image
ასეთი ცრურწმენები საზოგადოებაში დღემდე შემორჩენილია. საკმაოდ ბევრი იაპონელი ბიზნესმენია, რომლებიც მარილის პირამიდებს სამუშაო მაგიდაზე დებენ. მიაჩნიათ, რომ მარილი ხელს უწყობს კარგი მომხმარებლების შენარჩუნებას. სახლებში მარილს ტოვებენ სხვადასხვა ადგილას, მაგრამ პირველ რიგში დერეფანში, რადგან ითვლება, რომ ასეთი თილისმანი დაეხმარება პატრონის სახლში მისული სტუმრების აზრების გაწმენდას.


0
524
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0