x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად – საუკეთესო წამალი, პრევენციაა!

image


იმისთვის, რომ თავის ტვინი ყოველთვის «ფორმაში» იყოს, მედიკოსები, გაღვიძებიდან 5-10 წუთის შემდეგ, ამ ვარჯიშების შესრულებას გვთავაზობენ:


სწრაფად უნდა დაითვალოთ 100-დან – 1-მდე (ხმამაღლა და ღია თვალებით – ეს და ყველა შემდგომი ვარჯიში).


წარმოთქვით ანბანის ბგერები თანამიმდევრობით, რაც შეიძლება სწრაფად და თითოეულ მათგანზე, მოიფიქრეთ თითო სიტყვა (ა – ამფიბია; ბ – ბალი და ა. შ.). თუ რომელიმე ბგერაზე 30 წამზე მეტ ხანს შეჩერდით, გამოტოვეთ.


წარმოთქვით მამაკაცის 20 სახელი, თითოეულს ნომერი მიანიჭეთ (მაგ. ნომერი პირველი – გიორგი, ნომერი მეორე – დავითი და ა. შ.).


იგივე წესით, წარმოთქვით ქალის 20 სახელი.


დაასახელეთ 20 საკვები პროდუქტი.


ანბანის რომელიმე ბგერაზე, დაასახელეთ 20 სიტყვა და თითოეულს მიანიჭეთ თავისი ნომერი.


სწრაფად დაასახელეთ, ანბანის რომელიმე ბგერაზე 20 სიტყვა, ნომრის მინიჭების გარეშე.


დახუჭეთ თვალები, დათვალეთ ოცამდე და ისევ გაახილეთ.


სულ რამდენიმე წუთი, 8 ვარჯიში და მთელი დღის მანძილზე, მხნედ იქნებით. გარდა ამისა, მეხსიერების პრობლემებისკენ, "სავალ გზას", თქვენი ტვინი სამუდამოდ დაივიწყებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იცოდა თუ არა სტალინმა, სსრ კავშირზე გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ?

* კავკასიელი – ე. ი. ევროპელი. რატომ ეძახიან ინგლისურენოვან ქვეყნებში, თეთრკანიანებს "კავკასიელებს"?

* მათ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიეს – ღარიბ ოჯახებში დაბადებული ვარსკვლავები



0
348
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0