x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134846
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509246
6 ყველაზე საშინელი პროფესია კაცობრიობის ისტორიაში

ძველ დროში უამრავი სამუშაო იყო, რომელთა გახსენებაზეც კი ჟრუანტელი უვლიდათ:

1. სტომატოლოგი

ახლა სტომატოლოგის პროფესია პრესტიჟულთა კატეგორიაში შედის. განვითარებული ქვეყნები აფასებენ ამ ექიმებს და კარგადაც უხდიან მათ. მაგრამ წარმოიდგინეთ შუა საუკუნეების სტომატოლოგი, რომელიც იძულებულია იმუშაოს პაციენტებთან, რომლებიც მოდიან საშინელი, დაკარგული კბილებით. არ არის ჰიგიენა, მაგრამ ღია ჭრილობისგან ინფექციის მიღების დიდი შანსია.image

2. ნომენკლატორი

ახლა ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს აღარ ვიფიქროთ ცუდი მეხსიერების შესახებ. შეხედეთ ჩანაწერებს თქვენს ტელეფონში და მაშინვე გაიხსენებთ, იყიდეთ თუ არა დღეს პური. ძველ რომში ამ პრობლემას სხვაგვარად აგვარებდნენ. მდიდარი მოქალაქეები აიძულებდნენ თავიანთ მონებს დაემახსოვრებინათ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სახელებიდან თარიღამდე. შეცდომა რა თქმა უნდა სიკვდილით ისჯებოდა.image

3. ვესტალები

რომისა და მისი შემოგარენის ერთადერთი ქალი ქურუმები. ვესტალი ვალდებული იყო შეენარჩუნებინა ქალიშვილობა ოცდაათი წლის ასაკამდე. თუკი ამ კანონის დარღვევაში გამოიჭერდნენ, მას ცოცხლად მარხავდნენ.image

4. დეგუსტატორი

მისი მოვალეობა იყო გაესინჯა ყველაფერი, რაც მეფის სუფრაზე ხვდებოდა. თითქოსდა მარტივი სამსახურია, მეფეს ხომ ცუდი საჭმელი არ ექნებოდა? მაგრამ, გასათვალისიწნებელია ისიც, რომ მონარქის მოსაკლავად შხამი ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო, ამიტომაც, მეფე ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 5 დეგუსტატორს მაინც იცვლიდა ხოლმე.image

5. ნიჩბოსნები

ნიჩბოსნად გაგზავნა საბრძოლო ხომალდზე ფაქტობრივად ნიშნავდა სასიკვდილო განაჩენს, რომელიცრამდენიმე წლის საშინელი აგონიით სრულდებოდა. გალეის ნიჩბოსნები, წყვილ-წყვილად შებოჭილი იყვნენ, ნიჩაბზე ერთი და იგივე ჯაჭვით მიჯაჭვული, დარჩენილი დღეებს ოფლითა და სისხლით დასველებულ სკამზე ატარებდნენ. მათრახი, ამაზრზენი საკვები; სიკვდილი მათთვის შვებაც კი იყო. თუკი ხომალდი წყალში ბრძოლას აგებდა, ის ნიჩნბოსნებიანად იძირებოდა ფსკერზე.
image

6. გადასახადების შემგროვებელი

რამდენიმე საუკუნის წინ გადასახადებს ქვეყნის მასშტაბით სპეციალური მოგზაური ადამიანები აგროვებდნენ. შეეცადეთ წარმოიდგინოთ მუდამ საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანი. მძარცველები ნადირობდნენ მის საგანძურზე, ნებისმიერ გაბრაზებულ მუშაკს შეეძლო მათი ცემა ხოლო დანაკლისის შემთხვევაში კი მას თავად მეფე სჯიდა.image




0
584
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0