x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
შუა საუკუნეების ჯადოქრები – ბრძენები, თუ წარღვნამდელი ცივილიზაციის შთამომავლები

V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გერმანულ ტომებს) რომი დაიპყრეს. მუდმივი ქალაქის განადგურების და რომის იმპერიის დაცემასთან ერთად, დასრულდა ანტიკური ეპოქაც (ძვ. წ. აღრ VII - ახ. წ. აღრ. V სს.) და დაიწყო შუა საუკუნეები, რომელიც 10 საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა... და ის აღორძინების ეპოქამ შეცვალა. სწორედ იმის გამო, რომ კაცობრიობის განვითარების 10 საუკუნოვანი ისტორია, ორ ეპოქას შორის არის მოქცეული, მას შუა საუკუნეები დაარქვეს, ყოველგვარი დამატებითი ტერმინების გარეშე. არა და, ეს იყო ეპოქა – სამყაროს შემეცნებისა და სხვადასხვა სახის აღმოჩენების გაკეთებისა, მოგზაურობისა, არქიტექტურის, მხატვრობის, მუსიკის, მწერლობის, დრამატურგიის... განვითარებისა.


image


ამ რეალური სამყაროს გვერდით, რომელიც მეცნიერების, ხელოვანების, მოგზაურების, მეომრების, მმართველების და უბრალო ხალხისგან შედგებოდა, ჯადოქრები და წინასწარმეტყველებიც არსებობდნენ. ზოგი მათგანი, ისეთი კეთილი იყო, როგორც ყველასთვის ცნობილი მერლინი, მეფე არტურის მრჩეველი და მეგობარი, ზოგიც ბოროტი, როგორც მორგანა. ამ ზღაპრულ სამყაროში, ხალხთან ერთად, გოლიათები, ურჩხულები და ელფები ცხოვრობდნენ. ხოლო რაინდები, ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობდნენ და დრაკონებსაც ებრძოდნენ.

შუა საუკუნეებს უამრავი ლეგენდა და მითი უკავშირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩეული ქვეყანა ირლანდიაა, რომელშიც კელტების შთამომავლები ცხოვრობენ. ისინი ირლანდიაში, ჩვენს ერამდე, I ათასწლეულის II ნახევარში გამოჩნდნენ. ლეგენდის თანახმად, კელტებამდე, კუნძულზე ღმერთები ცხოვრობდნენ. ძველ დროში, ღმერთს იმ ადამიანს ეძახდნენ, ვინც დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა და მათ ცხოვრებაში, საკუთარი ცოდნის გაზიარებით და რჩევა-დარიგებით ეხმარებოდა. სავარაუდოდ, კუნძულზე მისულ კელტებს, იქ წარღვნის დროს გადარჩენილი, ადამიანების შთამომავლები დახვდნენ და მათ ისინი უმაღლესი კასტის (ფენის) ბრძენებად გამოაცხადეს.

ბრძენების კასტა სამი ჯგუფისგან შედგებოდა. I ჯგუფში შედიოდნენ დრუიდები (ჯადოქრები), II – ფილიდები (წინასწარმეტყველები), ხოლო, III – ბარდები (მოხეტიალე პოეტ-მომღერლები).

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დრუიდული სიბრძნე კელტების წიაღში არ დაბადებულა. ის ბევრად უფრო ადრე არსებობდა და მათი სახელი – "დრუიდი", ისეთი ძველი ხალხების ენიდან მომდინარეობს, როგორებიც ეტრუსკები იყვნენ და სიტყვა სიტყვით – დამნახავს, ყველაფრის მცოდნეს ნიშნავს. დრუიდების სწავლება 23 კანონისგან შედგებოდა, რომლებსაც შეგვიძლია ჯადოქრების წესები ვუწოდოთ. ქვემოთ რამდენიმე კანონს განვიხილავთ, რომ წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რას ეფუძნებოდა იმ ადამიანების სიბრძნე:


ცოდნა მართვას, ბატონობას ნიშნავს. რაც უფრო მეტი იცი მოვლენებზე, ან ადამიანზე, მით უფრო ადვილია მისი მართვა.

შეიცანი თავი შენი. თუ საკუთარ თავში არა ხარ გარკვეული და საკუთარ თავს ვერ ფლობ, როგორ შეძლებ სხვების მართვას?

სამყაროში არ არსებობს შემთხვევითი დამთხვევები. ორი ან მეტი მოვლენა, რომელიც სინქრონულად ხდება, ერთი და იმავე დროში, საერთო მიზეზი აქვს და საჭიროა ამ მიზეზის გარკვევა.

ყოველთვის უნდა წარმოიდგინოთ თქვენი ქმედების შედეგი, ვიდრე რამეს გააკეთებთ. უნდა წარმოიდგინოთ მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თორემ შეიძლება ისეთი შედეგი მიიღოთ, რაც არ გაწყობთ.

ნაწილი, თავის თავში, შეიცავს მთელს. ანუ ნივთი, რომელიც ადამიანს ეკუთვნის, შეიცავს მის სულის ნაწილს. თუ ამ ნივთზე ვიმოქმედებთ, ცვლილებებს გამოვიწვევთ ამ ადამიანში.

ერთხელ შექმნილი კავშირი არასოდეს ქრება. თუ ერთ ადამიანს კავშირი აქ მეორე ადამიანთან და მათ შორის გაჩნდა სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობა, დაშორების შემთხვევაში, ეს გრძნობა არ გაქრება. რაც დრო გადის, გრძნობა სულ უფრო ძლიერდება და ის მაშინაც არ ქრება, თუ ორიდან, ერთი გარდაიცვლება.

და ამაზე შევჩერდეთ, რადგან სხვა კანონები, წინასწარ მომზადებას საჭიროებს, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში.

ჯადოქრები იყვნენ ფილიდებიც. თუმცა, შედარებით სუსტი, ვიდრე დრუიდები. ისინი ერთდროულად ჯადოქრებიც იყვნენ და ბარდებიც. ისინი ბარდების კასტაში უმაღლეს საფეხურს იკავებდნენ და ძირითადად სამეფო კარზე ან დიდგვაროვნებთან მსახურობდნენ. მათ მოვალეობაში შედიოდა ბატონების სიმღერებით გართობა. მათ კარგად უნდა სცოდნოდათ ქვეყნის ტრადიციები (ისტორია) და უნდა შესძლებოდათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტა და მეფისთვის (ბატონისთვის) კარგი რჩევის მიცემა.

ფილიდებისგან განსხვავებით, ბარდებს არ ევალებოდათ კანონების და ტრადიციების ცოდნა. მათ ხალხის სულსაც ეძახდნენ, რადგან სულ ხალხში ტრიალებდნენ და თავიანთი სიმღერებით ღმერთს, ომში დაღუპულ და გამარჯვებულ გმირებს განადიდებდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "კანონზე მაღლა ვერავინ იქნება" – ბარაკ ობამა

* სიზმარში გაკეთებული, 10 გენიალური აღმოჩენა

* საუზმეზე და საკვებზე 18 საათის შემდეგ, უარის თქმა არ შეიძლება!



0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0